ჩელენჯ თასი | პრო დე2-ის ჩემპიონი თბილისში

7 დეკემბერს “შავი ლომი” ჩელენჯ თასის მეორე სეზონს იწყებს. რიჩარდ ქოქრილის შეგირდები პირველ ტურში ტოპ 14-ის “ვანს” “მიხეილ მესხზე” 17 საათზე უმასპინძლებს. რაგბის კლუბი “ვანი” 1950 წელს დაარსდა. ბრეტონული კლუბი დიდი ხნის განმავლობაში საფრანგეთის მესამე დივიზიონის, ფედერალ1-ის ბინადარი იყო. 2016 წელს მან ფლეი ოფში “მასი” დაამარცხა და ისტორიაში პირველად პრო დე2-ის საგზური მოიპოვა. საფრანგეთის მეორე […]
ეუთო-ს სპეციალური კოორდინატორი და დამკვირვებელთა მოკლევადიანი მისიის ლიდერი პასკალ ალიზარდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართავს

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის სახელით, საფრანგეთის სენატის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი; ეუთო-ს სპეციალური კოორდინატორი და დამკვირვებელთა მოკლევადიანი მისიის ლიდერი პასკალ ალიზარდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართავს. „პარლამენტის ახალი მოწვევის პირველი სესიის შემდეგ, მოგმართავთ მომავალ საქმიანობასა და ჩვენს თანამშრომლობაში წვლილის შეტანის მიზნით. როგორც თქვენთვის ცნობილია, მქონდა პატივი […]
სტუდენტების ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია სტუდენტებს შეხვედრაზე დათანხმდა

სტუდენტების ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია სტუდენტებს შეხვედრაზე დათანხმდა. სტუდენტების ინფორმაციით, უნივერსიტეტის ათი სტუდენტი რექტორს შეხვდება და მათ მოთხოვნებს მოისმენს. გარდა ამისა, მათივე თქმით, რექტორი დათანხმდა, რომ სტუდენტებმა შეხვედრის მიმდინარეობა, მათი რესურსით პირდაპირ ეთერის საშუალებით აწარმოონ. სტუდენტებსა და თსუ-ს რექტორთან შეხვედრა 19:00 საათზე იგეგმება. მანამდე თსუ-ს ეზოში სტუდენტებმა მოთხოვნები გააჟღერეს. ისინი ითხოვენ, რომ […]
ირაკლი კობახიძე – როცა გინდა, რომ ბავშვი მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ ამორალურია

როცა გინდა, რომ ბავშვი მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ ამორალურია – თუმცა სალომე ზურაბიშვილს ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ ჰქონია მორალი არავითარი თვალსაზრისით და დღესაც ავლენს ამ ამორალურობას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის იმ განცხადებას, სადაც ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ „სკოლების ჯერია, გამოუცხადონ სოლიდარობა საპროტესტო აქციებს“. კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის პოსტზე […]
ირაკლი კობახიძე – ვიღაცები ოცნებობენ ლარის კურსის გაუფასურებაზე, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, დროებითი მოვლენაა

ვიღაცები ოცნებობენ ლარის კურსის გაუფასურებაზე, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, დროებითი მოვლენაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, რომ არა უცხოეთიდან დაფინანსებული მუდმივი არევის მცდელობა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად განვითარებადი იქნებოდა. „რაც შეეხება ლარის კურსს, ყოველი ასეთი პროცესების დროს იყო ხოლმე მოკლევადიანი რყევები, რაც ნორმალურია, თუმცა ყოველ ჯერზე ლარი დაუბრუნდა […]
უკრაინის საგარეო უწყება – გასაკვირია საქართველოს ხელისუფლების მცდელობები დაარწმუნოს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია გრძელდება, ამავე დროს კი მისი ქმედებები მიუთითებს საქართველოს მოსკოვისკენ მობრუნებაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებს და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებას. ძალადობა უშედეგოდ არ დარჩება, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც საქართველოში უკრაინის საელჩოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები მიუთითებს საქართველოს მოსკოვისკენ მობრუნებაზე. „საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტის ფუნდამენტურ უფლებას. მით […]
„არ ვაქცევ ეგეთ უმნიშვნელო საკითხებს ყურადღებას” – კუპატაძე ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ სავიზო სანქციების დაწესებაზე

“არ ვაქცევ ეგეთ უმნიშვნელო საკითხებს ყურადღებას.” – ამბობს “მთავარ არხთან” სატელეფონო საუბარში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ კუპატაძე ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ სავიზო სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.
აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მზარდ ძალადობას პასუხი უნდა მოყვეს – რასმუსენი

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი პლატფორმა X-ზე წერს: აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მზარდ ძალადობას პასუხი უნდა მოჰყვეს. ჩვენ ყველა მათგანის გვერდით ვდგავართ, ვინც დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის იბრძვის
„მილიონი რომ გაქვს სულ ახლახან საჩუქრად აღებული ოლიგარქისგან და მაინც მის საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებ, გმირობის ტოლფასია“ – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ფეხბურთელებზე: „ფეხბურთელების უწვეტ განცხადებებს ვკითხულობ. მილიონი რომ გაქვს სულ ახლახან საჩუქრად აღებული ოლიგარქისგან (შეიძლება არც გინდოდა, მაგრამ ვერ გაბედე უარი) და მაინც მის საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებ და ოპოზიციურ განწყობებს ავლენ, ჩემი აზრით, გმირობის თუ არა, სწორი აზროვნების ტოლფასი უთუოდ არის. ჰოდა, მგონი, უნდა დავაფასოთ! ეძახონ უმადურები მხოლოდ ქოცებმა, ჩვენ არ გვინდა. ეს […]
პრეზიდენტმა ბაიდენმა შეიწყალა მისი ვაჟი ჰანტერ ბაიდენი

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვირას გამოაცხადა, რომ მან შეიწყალა მისი ვაჟი ჰანტერ ბაიდენი, რომელსაც ამ თვეში სასჯელი დაემუქრა ფედერალური გადასახადებისა და იარაღის ყიდვის ბრალდებით, რაც ნიშნავს, რომ იგი ემზადება თანამდებობის დატოვებისკენ. “დღეს მე ხელი მოვაწერე ჩემი შვილის ჰანტერის შეწყალებას” – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. ეს არის “სრული და უპირობო შეწყალება”, ნათქვამია აღმასრულებელი შეწყალების ასლის მიხედვით. ეს ოფიციალური […]