ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის პედაგოგები პეტიციას ავრცელებენ

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის პედაგოგები პეტიციას ავრცელებენ. განცხადებაში ისინი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვას ითხოვენ. მათი თქმით, უმოქმედობა დანაშაულია. „ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა 1991 წელს, ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის დანგრევამდე დაარსდა დეკანოზ დავით შიოლაშვილის, ამჟამად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის დიმიტრის მიერ. სკოლა იმთავითვე სრულიად გაემიჯნა საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემას! ჩვენმა პედაგოგებმა საგანგებოდ […]

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვფიქრობ, იმ არჩევნებს, რომელიც საქართველოში ჩატარდა, სამართლიანს ვერ ვუწოდებთ

ვფიქრობ, იმ არჩევნებს, რომელიც საქართველოში ჩატარდა, სამართლიანს ვერ ვუწოდებთ, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ კანადისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ვფიქრობ, იმ არჩევნებს, რომელიც საქართველოში ჩატარდა, სამართლიანს ვერ ვუწოდებთ და ყველაფერს იმას, რასაც ჩვენ დემოკრატიულ ქვეყნებში მიჩვეული ვართ. ასევე, რასაც ახლა […]

მელანი ჯოლი – კანადა ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს – სანქციებს იმ ფიზიკურ პირებსა და ბიზნეს სუბიექტებს დავუწესებთ, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაში ან კორუფციაში არიან ჩართულნი

ჩვენ სანქციებს იმ ფიზიკურ პირებსა და ბიზნეს სუბიექტებს დავუწესებთ, რომლებიც ან ადამიანის უფლებების დარღვევაში ან კორუფციაში არიან ჩართულნი, – ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „კანადა ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს და ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ იმის […]

გოგა მემანიშვილი სანქციებზე – საერთოდ არ ვღელავ

საერთოდ არ ვღელავ [სანქციებს თუ დამიწესებენ] , – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილმა სანქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, სამართალდამცველები დღესაც კანონის შესაბამისად იმოქმედებენ. “საერთოდ არ ვღელავ. აქციის მსვლელობისას კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ, როგორც აქამდე ვმოქმედებდით. დაკავებისას ადამიანმა წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, შესაძლოა, მიიღოს დაზიანება, მიზანმიმართული ქმედებები არ ყოფილა”, […]

სპეცდანიშნულების რაზმი და სპეცტექნიკაა მობილიზებული თავისუფლების მოედანზეც

თავისუფლების მოედანზე სპეციალური დანიშნულის რაზმი და წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული. ამასთან, სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგებულია პარლამენტის შენობასთან, რუსთაველის გამზირის მხრიდანაც. ასევე, საპოლიციო ძალები დგანან როგორც ჭიჭინაძის, ისე ჩიტაძის ქუჩაზე. მათ ორივე ქუჩა გადაკეტილი აქვთ კორდონით, შესაბამისად, უკანა მხარეს გადასვლა შეუძლებელია. ჭიჭინაძის ქუჩაზე განლაგებულია წყლის ჭავლის მანქანაც. მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან. მათ გამზირი სრულად აქვთ გადაკეტილი. […]

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ფოთშიც – დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს

ფოთში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები საკათედრო ტაძართან შეიკრიბნენ. ისინი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესის 2028 წლამდე შეჩერებას აპროტესტებენ. „ვაპროტესტებთ დღევანდელ მოვლენებს საქართველოში. ვაპროტესტებთ გარუსებას, რასაც ჩვენი მთავრობა აპირებს. ბუნებრივია, არასოდეს შევეგუებით”, – აცხადებენ ისინი. როგორც აქციაზე ერთ-ერთმა სიტყვით გამომსვლელმა განაცხადა, მოსწავლეები გაფიცვას გეგმავდნენ, მაგრამ დირექტორებმა უფლება არ მისცეს. ამ წუთებში დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს […]

ბათუმში ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია განახლდა

ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია განახლდა. ახალგაზრდებმა საქართველოს და ევროკავშირის დროშები გაშალეს. როგორც ისინი აცხადებენ, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას აგრძელებენ. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან მისვლას, ასევე ქალაქის ქუჩებში მსვლელობას გეგმავენ. „მოქალაქეები ერთიანები არიან და იბრძვიან ევროპული მომავლისთვის. მეხუთე დღე მიმდინარეობს პროტესტი, რომელიც არ დასრულდება”,- აღნიშნეს შეკრებილებმა.

შსს – პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულს გამოძიება 1-ელ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველების მისამართით „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას ედავება. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, […]

პრემიერი – საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივიდნენ, მაგალითად ე.წ. ხელოვანები. ჩვენ ვსაუბრობდით საზოგადოების წინაშე „კანვასის” ტრენინგებთან დაკავშირებით და „კანვასის” ტრენინგებს გადიოდნენ სწორედ ეს, დავარქვათ ხელოვანები

ტელევიზიაში შეჭრა ყველას გვახსენებს 7 ნოემბერსაც, „იბერიაში” შეჭრას, „რუსთავი 2″-ის მიტაცებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცებას თავის დროზე, ეს ყველაფერი ხომ გამოვიარეთ 2004 წლიდან 2007 წლის ჩათვლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ზოგადად, ყველაფერი არის კოორდინირებული და ტრენინგები უტარდებოდათ ამ ადამიანებს. „საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივიდნენ, მაგალითად ე.წ. ხელოვანები. […]

გერმანიის პრეზიდენტი: ევროპა საქართველოს მთავრობის მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებს

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. მისი სპიკერი სერსტინ გამელინი X-ზე წერს, რომ საუბრისას გერმანიის პრეზიდენტმა ქართული სამოქალაქო საზოგადოების მიმართ სოლიდარობა გამოხატა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო. “საქართველოს მთავრობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ტოვებს, რომლის ვალდებულებაც საქართველომ კონსტიტუციით აიღო. ევროპა მთავრობის მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებს, თუმცა ის კვლავ ღია რჩება მოქალაქეთა ევროპული […]