გოგა მემანიშვილი სანქციებზე – საერთოდ არ ვღელავ

საერთოდ არ ვღელავ [სანქციებს თუ დამიწესებენ] , – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილმა სანქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, სამართალდამცველები დღესაც კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.
“საერთოდ არ ვღელავ. აქციის მსვლელობისას კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ, როგორც აქამდე ვმოქმედებდით. დაკავებისას ადამიანმა წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, შესაძლოა, მიიღოს დაზიანება, მიზანმიმართული ქმედებები არ ყოფილა”, – განაცხადა გოგა მემანიშვილმა.
შეგახსენებთ, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მიერ დაწესებული სანქციების თანახმად, , ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე, ვაჟა სირაძე და თეიმურაზ კუპატაძე ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში შესვლას ვერ შეძლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”