„ქოცებო, ამ კაცზე დიდი პატრიოტი რომელი ხართ?“ – რას აქვეყნებს ლევან ჯავახიშვილი

ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი მორაგბე „ლეონსიოს“ ფოტოს აქვეყნებს და წერს: ვეტერანი მორაგბე ლევან ცაბაძე, “ლეონსიო” აქციაზე. ქოცებო, ამ კაცზე დიდი პატრიოტი რომელი ხართ? შეეჯიბრეთ საქართველოს სიყვარულში. რუმინეთში, ერთა თასის ფინალში, რუმუნეთის ნაკრებთან მატჩისას, ლევანმა ტრავმა მიიღო. “ხელებს ვერ გრძნობდი, ჭირის ოფლი მასხავდა” – ჩემთან ინტერვიუში აქვს ნათქვამი. ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, კლოდ სორელმა ლევანის შეცვლა დააპირა. “ლეონსიომ” […]
შსს ამტკიცებს, რომ აქციაზე “პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევებია” და იმუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ “მონაწილეთა შეკრებიდან უკვე შეინიშნება პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევები”. უწყება “კანონით მინიჭებული შესაბამისი ღონისძიებების გატარებით” და “შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. რუსთველის გამზირზე, პარლამენტის […]
კანადის საგარეო: სანქციებს დავუწესებთ მათ, ვინც ჩართულია ადამიანის უფლებების დარღვევაში

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი ამბობს, რომ კანადა სანქციებს დაუწესებს იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან ჩართული. ეს განცხადება მან ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურსა და სხვა მაღალჩინოსნებს დღეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. კანადის საგარეო მინისტრის თქმით, სანქციებთან დაკავშირებით მეტი დეტალი უახლოეს […]
„ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია – საერთაშორისო სავაჭრო პალატა

„ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია – საერთაშორისო სავაჭრო პალატა საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC) “ქართული ოცნების” ქმედებებს მკაცრად გმობს და მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია, როცა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე უარი თქვა. „ხელისუფლების მიერ ამ არჩევნების უხეშმა გაყალბებამ გამოიწვია ფართო საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის ყველა ქალაქში, ასობით ათასი მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში თავისი პროტესტის გამოსახატად. […]
საქართველოს ევროპული მომავალი ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის ისტორიული და შეგნებული არჩევანია – ლონდონის ბიზნეს სკოლის სტუდენტები და კურსდამთავრებულები

საქართველოს ევროპული მომავალი ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის ისტორიული და შეგნებული არჩევანია – ლონდონის ბიზნეს სკოლის სტუდენტები და კურსდამთავრებულები
საახალწლოდ მომზადებული ნუგების მთელი მარაგი გადაეცემათ რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებს – „შოკოჰოლიკი“

საახალწლოდ მომზადებული ნუგების მთელი მარაგი გადაეცემათ რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებს – „შოკოჰოლიკი“ შოკოლადის მწარმოებელი კომპანიის „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი თეა ედიშერაშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. „მეგობრებო, Chocoholic – შოკოჰოლიკი დროებით აჩერებს შეკვეთების მიღებას. ადრე ომში წასულ ქართველ ჯარისკაცებს ჩურჩხელას ატანდნენ, რადგან ის კალორიული, მარტივად შესანახი და დამანაყრებელი საკვებია ძალების აღსადგენად. დღეს, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან სიტუაციაში, ჩვენს […]
უკვე შეინიშნება პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევები – შსს

შსს განცხადებას აქვეყნებს: „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. რუსთველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე, პროტესტის მონაწილეთა შეკრებიდან უკვე შეინიშნება პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევები. შეკრებილთა ნაწილი აზიანებს ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურას, ასევე, აქციის მონაწილეებს თან აქვთ სხვადასხვა სახის, საფრთხის შემცველი ნივთები, რომლებიც შესაძლოა, გასული […]
არ შემიძლია მშვიდად ვუყურო როგორ ხელაღებით უსწორდებიან გულანთებულ ბავშვებს – კლასიკური გიმნაზიის დირექტორი

კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, თამუნა კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს: „11 წელია ვარ თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, ჩემს ხელში გაიზარდა ათასობით მოსწავლე . მე ამ საქმეს ცხოვრება მივუძღვენი. ყოველთვის ვიყავი ამაყი, რომ ჩემი სკოლიდან ვუშვებდი თავისუფალად მოაზროვნე, ქვეყნის სიყვარულით აღსავსე ახალგაზრდებს, რაც მათ არაერთხელ დაუმტკიცებიათ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს წლები ვცდილობდი ვყოფილიყავი აპოლიტიკური , დღეს არ […]
საია – დაკავებულთა უმეტესობა არის სასტიკად ნაცემი, აღენიშნებათ სისხლჩაქცევები, აქვთ დაზიანებები ცხვირისა და ყბის მოტეხილობების სახით – კლინიკაში მყოფ ყველა პირს აქვს ტვინის შერყევა, სისხლნაჟღენთები და ჰემატომები, უჭირთ გადაადგილება და საუბარი

სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა არის სასტიკად ნაცემი – მათ აღენიშნებათ სისხლჩაქცევები მთელს სხეულზე, აქვთ დაზიანებები სახის არეში – ცხვირისა და ყბის მოტეხილობების სახით. კლინიკაში მოთავსებულ ყველა პირს აქვს ტვინის შერყევა, მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ჰემატომები, უჭირთ გადაადგილება და საუბარი,- ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს. საია-ს […]
„ყველაფერი გასაგებია“ – აშშ-ის საელჩო კობახიძის განცხადებაზე, რომ არ სურთ 2028 წლამდე მოლაპარაკების გახსნა ევროკავშირთან

„ყველაფერი გასაგებია“, – ამ ორი სიტყვით ეხმაურება შეერთებული შტატების საელჩო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან დაკავშირებით. საელჩომ გამოაქვეყნა ირაკლი კობახიძის ის სიტყვები, რომლებიც მან 28 ნოემბერს წარმოთქვა ბრიფინგზე: „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი“. პირველ დეკემბერს ირაკლი კობახიძემ BBC-ის ჟურნალისტის, სტივ როზენბერგის კითხვაზე პასუხად განაცხადა: „ჩვენ არაფერი […]