„კოალიცია -ცვლილებისთვის“ წევრს გელა ხასაიას სახლთან თავს დაესხნენ

„კოალიცია -ცვლილებისთვის“ წევრს, გელა ხასაიას სახლთან თავს დაესხნენ. კოალიციის პრესსამსახურის ცნობით, გელა ხასაიას თავს 3 ადამიანი დაესხა. „უკნიდან ჩაარტყეს, ხრეშიან მიწაზე ახოხიალეს, ურტყეს ზურგში, ფეხებში და სახეზე“, – წერს კოალიციის პრესსამსახური Facebook-ზე.

„მოვუწოდებთ EU-ს ქვეყნებს სანქციებისკენ“ – ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი

ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, განიხილონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირება. „საქართველოში ვითარება ყოველდღე უარესდება და მიგვაჩნია აუცილებლად, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთად და უმალ დაუწესონ სანქციები მათ, ვინც გაყალბებული არჩევნების შედეგად მიიტაცა ხელისუფლება. კონსტიტუციური კრიზისის დასასრულებლად და დემოკრატიის აღსადგენად, გარდუვალია ახალი არჩევნების ჩატარება“, – ნათქვამია განცხადებაში.

შსს: აქცია გასცდა კანონიერ ფარგლებს, გამოვიყენებთ სპეცსაშუალებებს

შს სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქცია გასცდა კანონიერ ფარგლებს და ძალოვნები აქციის დასაშლელად გამოიყენებენ სპეციალურ საშუალებებს. „რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, წინა დღეების მსგავსად აქციის მონაწილე გარკვეული ჯგუფების მხრიდან მალევე დაფიქსირდა ძალადობრივი ქმედებები, რაც გამოიხატება პარლამენტის წინა შესასვლელთან განლაგებულ საპოლიციო ძალებთან დაპირისპირებაში. კერძოდ, მოძალადე ჯგუფის წევრები პოლიციის მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგნებს, ქვებს, შუშის ბოთლებს […]

თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ სპეცრაზმი დაიძრა

თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ სპეცრაზმი დაიძრა. სპეციალური დანიშნულების რაზმის უკან განლაგებულია წყლის ჭავლის მანქანა. სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აფრთხილებს, რომ მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები. სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს ჭიჭინაძისა და ჭიტაძის ქუჩებზეც. თავის მხრივ, მოქალაქეებმა დატეხეს ქვის ფილები, რომელსაც სპეცრაზმის მიმართულებით ისვრიან. ასევე ისვრიან პიროტექნიკასა და ბოთლებს.

ქუთაისში, საპროტესტო აქცია და მსვლელობა გაიმართა – მომიტინგეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს დაკავებულებს

ქუთაისში პროტესტი გრძელდება. დღეს მოქალაქეები მერიის წინ შეიკრიბნენ, საიდანაც შეძახილებით “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ, შემდეგ კი იმერეთის სამხარეო ოფისთან გადაინაცვლეს. მათი თქმით, სამხარეო პოლიციაში, თბილისის აქციაზე დაკავებული „სინდისის პატიმრები“ იმყოფებიან. აქციის მონაწილეები დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ და აპროტესტებენ „ხელისუფლების გადაწყვეტილებას და ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას“. მათი თქმით, არ დაიღლებიან და პროტესტი გაგრძელდება.

რუსთაველის გამზირის ის მონაკვეთი, სადაც პარლამენტის შენობა მდებარეობს, აქციის მონაწილეებისგან პრაქტიკულად გათავისუფლებულია, სპეცრაზმმა გაწმინდა ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებიც – გამოიყენეს ე.წ. გაზის კაფსულები

რუსთაველის გამზირის ის მონაკვეთი, სადაც პარლამენტის შენობა მდებარეობს, აქციის მონაწილეებისგან პრაქტიკულად გათავისუფლებულია. სპეცრაზმმა ასევე მთლიანად გაათავისუფლა ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩები. აქციის მონაწილეებმა ალექსანდროვის ბაღთან გადაინაცვლეს, ნაწილი კი რუსთაველის მეტროს მიმართულებით წავიდა. პარლამენტის წინა ტერიტორია მთლიანად სპეცრაზმმა დაიკავა. საპოლიციო ძალებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სპეცრაზმი თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით ცოტა ხნის წინ დაიძრა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაქან ფიდანი მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნას ულოცავს

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაქან ფიდანი მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნას ულოცავს. „დარწმუნებული ვარ, ამ თანამდებობაზე თქვენი ყოფნის პერიოდში, ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. მჯერა, რომ როგორც სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის, ისევე როგორც ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ჩვენს რეგიონში”, – აღნიშნულია ჰაქან ფიდანის წერილში.

გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერი – მასობრივი საპროტესტო აქციები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ბევრ ადამიანს მომავალი კვლავ ევროკავშირში სურს

მასობრივი საპროტესტო აქციები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ბევრ ადამიანს მომავალი კვლავ ევროკავშირში სურს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, სებასტიან ფიშერმა განაცხადა. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ამ გზით წასვლა გადაწყვიტოს და ხალხს, რომლებსაც საპროტესტო აქციებზე ვხედავთ, ამ გზით სვლა სურთ. ასევე, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ბევრ […]

რუმინელმა მემარცხენეებმა საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვეს

რუმინეთის ცენტრისტი და მემარცხენე პარტიები, კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, მემარჯვენე ნაციონალისტური ტალღის მოგერიებას ცდილობდნენ იმ დროს, როდესაც ყურადღება გადაერთო უზენაესი სასამართლოსკენ, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის ანულირების საკითხი უნდა გადაეწყვეტა. ევროკავშირის და ნატოს წევრ რუმინეთში, არეულობა გამოიწვია საპრეზიდენტო არჩევნების 24 ნოემბერს ჩატარებული პირველი ტურის შედეგმა. გამარჯვებას ნაკლებად ცნობილი უკიდურესად მემარჯვენე კანდიდატი მიუახლოვდა, რამაც აღძრა ეჭვი, რომ […]

რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებელი პირების დასანქცირება მკაფიო გზავნილი იქნება, რომ როცა ევროკავშირი სიტყვას იძლევა, იგი სიტყვას ასრულებს – პრეზიდენტი

რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებელი პირების დასანქცირება მკაფიო გზავნილი იქნება, რომ როცა ევროკავშირი სიტყვას იძლევა, იგი სიტყვას ასრულებს – პრეზიდენტი ბევრი რამ ჩვენს ევროპელ პარტნიორებზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა TVP World-თან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე იმის შესახებ, თუ რას მოელის ევროპელი პარტნიორებისგან, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ იმ ადამიანების დასანქცირებას, რომლებიც რეპრესიებსა და […]