საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების საპროტესტო განცხადებას რუმინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი უერთდება

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების საპროტესტო განცხადებას რუმინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი უერთდება. “კითხვები და სათქმელი მქონდა. არ დამიძახეს. ვუერთდები ჩემი კოლეგების განცხადებას” – წერს ის და სოციალურ ქსელში საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების განცხადებას აზიარებს.

ვთვლით, რომ საქართველოსთვის დასავლური კურსი უალტერნატივოა – „სმაგლერსი“

„სმაგლერსში ვთვლით, რომ საქართველოსთვის დასავლური კურსი უალტერნატივოა. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ადამიანებს თავისუფლად შეეძლოთ საკუთარი შეხედულებების გამოხატვა. შესაბამისად, ყოვლად მიუღებელია ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც მშვიდობიანად იცავენ ქვეყნის ისტორიულ არჩევანს“ – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტი – რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებელი პირების დასანქცირება მკაფიო გზავნილი იქნება, რომ როცა ევროკავშირი სიტყვას იძლევა, იგი სიტყვას ასრულებს

ბევრი რამ ჩვენს ევროპელ პარტნიორებზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა TVP World-თან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე იმის შესახებ, თუ რას მოელის ევროპელი პარტნიორებისგან, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ იმ ადამიანების დასანქცირებას, რომლებიც რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებლები. „ბევრი რამ მათ მკაფიო გზავნილებსა და მკაფიო გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. ცხადია, სანქციების დაწესება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც […]

ჩიტაძის ქუჩაზე პოლიცია სპეცრაზმმა ჩაანაცვლა – მომიტინგეებს აფრთხილებენ, დაიშალონ

ჩიტაძის ქუჩაზე განლაგებული პოლიციელები სპეციალური დანიშნულების რაზმა ჩაანაცვლა. სპეცრაზმს კორდონი აქვთ გაკეთებული ჩიტაძის ქუჩაზე. ისმის გაფრთხილების ხმაც. სპეცრაზმი მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული საშუალებები. სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს აფრთხილებს ჭიჭინაძის ქუჩაზეც. ამასთან, პარლამენტის წინ შეკრებილების წინააღმდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელიც პარლამენტის ეზოშია განლაგებული, პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს.

შსს – აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს, რის გამოც შსს აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს

მიუხედავად სამინისტროს მოწოდებისა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამია. შსს-ს განცხადების თანახმად, „მოძალადე ჯგუფის წევრები“ პოლიციის მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგნებს, ქვებს, შუშის ბოთლებს და პიროტექნიკას. ამასთან, აქციის მონაწილეები აღჭურვილნი არიან […]

აზერბაიჯანელმა კოლეგამ მაკა ბოჭორიშვილს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა

2024 წლის 2 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ამ პოზიციაზე წარმატებები უსურვა. „ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს […]

პრესსამსახურის ინფორმაციით, “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრს გელა ხასაიას საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ

“კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენელს, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრს გელა ხასაიას უცნობი პირები თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. ამასთან, დაშავებულის მეგობარი ანა ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა ხასაიას საცხოვრებელ სახლთან მოხდა. “გელას დაესხა თავს სახლთან 3 ადამიანი. უკნიდან ჩაარტყეს, ხრეშიან მიწაზე ახოხიალეს. ურტყეს ზურგში, ფეხებში და სახეზე”, – წერს ყურაშვილი “ფეისბუკის” საკუთარ […]

დათო გორგილაძის ინფორმაციით, მის მეუღლეს, ნინია მაჭარაშვილს, რომელიც მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორია, თბილისის მერიისგან განსხვავებული პოზიციის გამო, თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვეს

თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორ ნინია მაჭარაშვილს განსხვავებული პოზიციის გამო თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვეს. ამის შესახებ ნინია მაჭარაშვილის მეუღლე, დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში წერს. დავით გორგილაძის განცხადებით, ნინია მაჭარაშვილს შესთავაზეს, რომ თუკი თავად დაწერს განცხადებას, პრობლემებს არ შეუქმნიან სხვა თანამშრომლებს. „ნინიას მოსთხოვეს თბილისის ბიბლიოთეკების დირექტორის თანამდებობიდან წასვლა. მიზეზად დაუსახელეს, რომ მერიისა და მისი პოზიციები ერთმანეთს არ […]

ლაშა ჟვანია – დღეს, რუსთაველზე, ჩვენს შვილებთან ბრძოლაში მთელი ერი ვსუსტდებით! – სანამ, მთელი ერი მოუსვლელში გადავვარდნილვართ, ჯერ კიდევ არის კომპრომისის შანსი

დღეს, რუსთაველზე, ჩვენს შვილებთან ბრძოლაში მთელი ერი ვსუსტდებით!.. ხვალ – ყველანი დავმარცხდებით! დღეს არის შანსი! ხვალ მოუსვლელში ვიქნებით ყველანი ერთად… – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ისრაელში საქართველოს ყოფილი ელჩი ლაშა ჟვანია წერს. ჟვანიას აზრით, “ჯერ კიდევ არის კომპრომისის შანსი, თუნდაც ისეთი კომპრომისის, რომლის დროსაც კარგავ ყველაფერს, მაგრამ ყველაფრის დაკარგვით ყველაზე ძვირფასს – სიცოცხლისუნარიანობას შევინარჩუნებთ“. “კეთილგონიერების […]

შრომით სამართლებრივ დავებზე მომუშავე იურისტები და ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ

შრომით დავებზე მომუშავე იურისტებს და ადვოკატთა ასოციაციის წევრ ადვოკატებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ქართველი ერის ისტორიული და შეგნებული არჩევანია. ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება 2028 წლამდე ეწინააღმდეგება ქვეყნის უზენაესი კანონის 78-ე მუხლს და ქართველი ხალხის ურყევ ნებას , – ამის შესახებ განცხადებას შრომით სამართლებრივ დავებზე მომუშავე იურისტები/ადვოკატები ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დასაქმებულებმა აუცილებელია გაითვალისწინონ, რომ კანონიერ გაფიცვამდე […]