სპეცრაზმმა მოქალაქეების ძალადობრივად დაკავება დაიწყო

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების ძალადობრივად დაკავება დაიწყო. საპოლიციო ძალები თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ ცოტა ხნის წინ დაიძრნენ და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგდნენ.
„ევროპა იწყება ლაგოდეხიდან“ – ლაგოდეხში ევროინტეგრაციის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს

ევროინტეგრაციის პროცესის აღდგენისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნებით ლაგოდეხელებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, შემდეგ კი საკრებულოს და მერიის შენობებთან აქცია გამართეს. აქციაზე იმყოფებოდნენ საჯარო მოხელეები, პედაგოგები, ექიმები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვები. აქციის მონაწილეებმა მერიასა და საკრებულოში დასაქმებულებს მოუწოდეს, აქციას შეერთებოდნენ და მათთან ერთად გაეპროტესტებინათ ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლითაც 2028 წლამდე შეწყდა ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების […]
გელა ხასაიას საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ – “გირჩი – მეტი თავისუფლება”

ოპოზიციური პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრს, გელა ხასაიას თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქზე ავრცელებს პარტიის პრესსამსახური ანა ყურაშვილი. მისი ინფორმაციით, ხასაიას საკუთარ სახლთან სამმა პირმა სცემა. “გელას დაესხა თავს სახლთან 3 ადამიანი. უკნიდამ ჩაარტყეს, ხრეშიან მიწაზე ახოხოალეს, ურტყეს ზურგში, ფეხებში და სახეზე”, – წერს ის. პარალელურად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. […]
სპეცრაზმმა დაიწყო აქციის ძალის გამოყენებით დაშლა

2 დეკემბერს, პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების მე-5 დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21:45 საათზე, – წინა დღეებთან შედარებით, უფრო ადრე – დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა. სპეცრაზმი ხუთიოდე წუთით ადრე დაიძრა თავისუფლების მოედნიდან. პარალელურად, 9 აპრილის ქუჩაზე მდგარი პოლიციელებიც დაიძრნენ რუსთაველის გამზირისკენ და დაიწყეს ძალის გამოყენებით დემონსტრანტების დაკავება. არაერთი ადამიანი დააკავეს. პოლიციელები ამოვიდნენ ქვედა ქუჩიდანაც. „არ დავიშლებით“, […]
ბელარუსში პოლიციამ რეიდი მოაწყო Belsat-ის ყოფილი ჟურნალისტის ბებიის სახლში

ბელარუსის პოლიციამ რეიდი მოაწყო ოპოზიციური მედიაორგანიზაციის, Belsat-ის ყოფილი ჟურნალისტის, სიარჰეი სკულავეცის 85 წლის ბებიის სახლში – რაც არის მორიგი ნიშანი მთავრობის მხრიდან დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის ხანგრძლივი კამპანიისა. სკულავეცმა ბელარუსი 2023 წლის ზაფხულში დატოვა, მზარდი შიშის ფონზე, რომ მას თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დააპატიმრებდნენ. ჟურნალისტმა 1 დეკემბერს ფეისბუკით დაწერა, რომ ოფიცრებმა, რომლებმაც თავის წარადგინეს გამომძიებლებად და […]
ლარი ევროსთან 10,6 თეთრით გაუფასურდა ევროინტეგრაციის შეჩერებაზე კობახიძის განცხადების შემდეგ

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს „2028 წლამდე“ არ დააყენოს დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ლარი გაუფასურდა. მხოლოდ 5 დღეში – 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე, – ლარი 10.6-10.6 თეთრით გაუფასურდა როგორც ევროსთან, ისე დოლართან. ამავე პერიოდში დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგთან ლარი 14.7 თეთრით გაუფასურდა. ოფიციალური მონაცემებით, სამ დეკემბერს გაცვლითი კურსი ასეთი […]
საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი დაიკავა

საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის მანქანებთან ერთად რუსთაველის გამზირი დაიკავა. ისინი თავისუფლების მოედნიდან დაიძრნენ და რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს. რუსთაველის გამზირზე ვითარება დაძაბულია. მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება გრძელდება.
რუმინეთში საქართველოს ელჩი “ოცნების” პოლიტიკას საჯაროდ ემიჯნება

საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებულ პროტესტს რუმინეთში საქართველოს ელჩი, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი უერთდება. განცხადება დიპლომატმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების განცხადება გააზიარა, სადაც წერია, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. განცხადებას ხელს 250-მდე თანამშრომელი აწერს. “კითხვები და სათქმელი მქონდა. არ დამიძახეს. ვუერთდები ჩემი […]
სპეცრაზმმა აქციის დაშლა და მონაწილეების დაკავება დაიწყო

სპეცრაზმი დარბევას იწყებს – აქციაზე ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს. პარალელურად ისმის გაფრთხილების ხმაც, რომელიც მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაშლით ემუქრება. დაიწყო დაკავებების სერია და რამდენიმე ადამიანი უკვე დააკავეს
გელა ხასაიას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

კოალიცია ცვლილებისთვის წევრს გელა ხასაიას სახლთან უცნობი პირები თავს დაესხნენ. მას 3 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. “გელას დაესხა თავს სახლთან 3 ადამიანი. უკნიდან ჩაარტყეს, ხრეშიან მიწაზე ახოხიალეს, ურტყეს ზურგში, ფეხებში და სახეზე”, – წერს გირჩი – მეტი თავისუფლების პრესსამსახური, ანა ყურაშვილი Facebook-ზე