ლევან პირველი გარდაიცვალა

ბიზნესმენი ლევან პირველი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ დაიღუპა მისი და, ლიკა პირველი, რომელმაც ძმას ღვიძლი გადაუნერგა. 54 წლის ქალი ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღეში თრომბით გარდაიცვალა.
ზვიად რატიანი 8 დღით პატიმრობაში დატოვეს

პოეტი ზვიად რატიანი 8 დღით პატიმრობაში დატოვეს. “სასამართლომ” მიიღო გადაწყვეტილება და პოლიციელების მიერ ნაცემ მამაჩემს, რომელსაც წესით ოპერაცია და წოლითი რეჟიმი სჭირდება (მალის და ცხვირის მრავლობითი მოტეხილობების გამო) 8 დღით იჭერენ”, – წერს პოეტის შვილი, ნინა რატიანი სოციალურ ქსელში.(მთავარი არხი)
ვიდეო: “მივმართავ გომელაურის უწყებას…“ – ია ფარულავა

ამ წუთებში რუსთაველზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მოქალაქეებს უამრავი ცნობილი ადამიანი შეურთდა, მათ შორისაა, მსახიობი ია ფარულავაც, რომელმაც მედიასთან კომენტარიც გააკეთა. “შოკში ვარ, ასეთი უმსგავსო, ბრუტალური საქციელი ჩვენ გვახსოვს მხოლოდ 9 აპრილიდან, არ ვიცი რა ხდება, რატომ არ ჩერდება ეს ამბავი. მივმართავ გომელაურის უწყებას, გამოუშვით ის ბიჭები, რომლებიც დაიჭირეთ. ჩვენი მეგობარია ახლა საავადმყოფოში, მანგო გამაგრდი გვიყვარხარ […]
“საქართველოს 386 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს – თურქულმა კომპანიამ საერთაშორისო არბიტრაჟში სარჩელი მოიგო” – რომან გოცირიძე

სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თურქულმა კომპანიამ საერთაშორისო არბიტრაჟში სარჩელი მოიგო. “საქართველოს 386 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს მავნებელი ვარლამის პარაზიტი მღვდლებისა და მთავრობის მიერ დასპონსორებული პრორუსული ჯგუფების მიერ ნამახვანის ჰესის მშენებლობის ძალადობრივი გზით ჩაშლისათვის. თურქულმა კომპანიამ საერთაშორისო არბიტრაჟში სარჩელი მოიგო” – წერს გოცირიძე.
ომბუდსმენი მოუწოდებს შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, მოუწოდებს შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები. „სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლას (21:15-22:00) და როგორც წინა დღეებში არაერთხელ მიგვითითებია, იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პირების მიერ ადგილი აქვს ძალადობრივ ქმედებებს, მათ მიმართ ინდივიდუალურად უნდა გატარდეს შესაბამისი პროპორციული ღონისძიებები და არ უნდა ხდებოდეს მშვიდობიანი შეკრების დაშლა. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა […]
აქციაზე ნაცემი და დაკავებული ზვიად რატიანი 8-დღიან პატიმრობაში დატოვეს

აქციაზე ნაცემი და დაკავებული პოეტი ზვიად რატიანი 8-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში დატოვეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მიიღო. როგორც პროცესზე მისული მოქალაქეები ამბობენ, სასამართლო პროცესი მცირე დარბაზში ჩატარდა, რის გამოც სასამართლოში მისულთა ნაწილმა პროცესზე შესვლა ვერ შეძლო. ზვიად რატიანი 28 ნოემბერს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის გვერდით, ჭიჭინაძის ქუჩაზე დააკავეს. დაკავებისას მას სპეცრაზმელები სასტიკად […]
2 დეკემბრის საღამოს აქციის დაშლა სპეცრაზმმა დაახლოებით 10-ის ნახევარზე დაიწყო

2 დეკემბერს პროევროპული აქციის დაშლა სპეცრაზმმა და პოლიციამ საღამოს 10-ის ნახევრიდან დაიწყეს. დემონსტრანტების მიმართულებით არაერთხელ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი და გამოიყენეს წიწაკის სპრეი. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დემონსტრანტების დასაშლელად იყენებენ წყლის ჭავლს. სპეცრაზმელები იჭრებიან ხალხის მიმართულებით და მათ დაკავებას ცდილობენ. რამდენიმე ადამიანი უკვე დაკავებულია. გომელაურის უწყების თქმით, „აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს“. ასევე წაიკითხეთ: ნაცემი მომიტინგე ამბობს, […]
საპატრულო პოლიციის უფროსი – გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნები ჰქონდათ, ჩვენ მოვახდენთ იდენტიფიცირებას პოლიციაზე მოძალადეებისა და დაეკისრებათ პასუხისმგებლობა – ვაფრთხილებ ამ ადამიანებს, არც ისე ცოტა სასჯელია

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის განცხადებით, კადრებში ჩანს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნებიც ჰქონდათ. მისი თქმით, ისინი მოახდენენ ამ ადამიანების იდენტიფიცირებას და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ამასთან, სირაძემ ისაუბრა საპროტესტო აქციაზე დაშავებულ მოქალაქეებსა და საპოლიციო ძალების წარმომადგენლებზე და აღნიშნა: “საპოლიციო ძალების მხრიდან სამართალდარღვევების შესაბამისად აღკვეთისას, პროპორციული ძალის გამოყენებისას შესაძლოა, რომელიმე მოქალაქეს […]
სპეცრაზმის მიერ პარლამენტის მიმდებარე პერიმეტრის გათავისუფლების შემდეგ, დემონსტრანტების ნაწილმა მეტრო “რუსთაველის“ მიმდებარედ გადაინაცვლა და პროტესტს აგრძელებს

დემონსტრანტები მეტრო “რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი. აქციის მონაწილეთა რიცხოვნობის გათვალისწინებით, გადაიკეტა კოსტავას ქუჩა. შს სამინისტრომ სპეცდანიშნულების რაზმმა პარლამენტის წინ აქციის მონაწილეთა დაშლა აქციის შეკრებისთანავე დაიწყო. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია წლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით გაათავისუფლეს.
ვაჟა სირაძე – არც ერთ ჩვენგანს არ მოსწონს, მაგრამ როცა ღონისძიება მიმდინარეობს, რომელიმე მოქალაქემ შეიძლება მიიღოს დაზიანება – არაერთ პოლიციელს შუბლიდან რკინის საგნები ამოუღეს

თუ მოქალაქეს რაიმე სახის დაზიანება აქვს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტია – როდესაც საპოლიციო ძალები ახდენენსამართალდარღვევის აღკვეთას პროპორციული ძალის გამოყენებისას, შესაძლოა, რომელიმე მოქალაქეს მოუწიოს გარკვეული სახის დაზიანება, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან აქციაზე დაშავებულ მოქალაქეებზე საუბრისას განაცხადა. სირაძემ ასევე ისაუბრა დაშავებულ სამართალდამცავებზე და აღნიშნა, რომ არაერთ პოლიციის თანამშრომელს შუბლის არედან […]