აქციაზე საზმაუს გადამღები ჯგუფი დაშავდა

ტელეკომპანიის ცნობით, ამ დროისთვის პირველი არხის გადამღები ჯგუფი თავს კარგად გრძნობს და აგრძელებს მუშაობას აქციიდან. ჟურნალისტ თეო ხუბულავას, ოპერატორებს ლევან ქართველიშვილსა და ბადრი გამრეკლაშვილს სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფოს მედიკოსებმა აღმოუჩინეს.

ნაცემი მომიტინგე ამბობს, რომ სისხლის მოსაწმენდად სპეცრაზმელებმა ნახმარი წინდა მიაწოდეს

აქციაზე ნაცემ მომიტინგეს გორიდან, ავთანდილ ტიტვინიძეს ოპერაცია დასჭირდა. „უფლებები საქართველოს“ ცნობით, 30 ნოემბერს აქციაზე დაკავებული და ნაცემი ავთანდილ ტიტვინიძე, რომელსაც ღია ჭრილობა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა ჰქონდა, აწუხებდა ძლიერი ტკივილები, იზოლატორის ექიმებმა კლინიკაში არ გადაიყვანეს. ტიტვინიძის სასამართლო პროცესი 2 დეკემბრის 00:30 საათზე მიმდინარეობდა, რა დროსაც იგი შეუძლოდ გახდა. „სასამართლოს ეზოში მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაკავებული […]

ელჩი წარმოადგენს მთავრობის პოზიციას და ამაში ეჭვი არავის შეეპაროს – გერმანიის საგარეო

გერმანიის საგარეოს საქმეთა სამინისტროს სპიკერი „ქართული ოცნების“ განცხადებების პასუხად აცხადებს, რომ გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებების შეფასება ნეტგაზეთმა სთხოვა, რაზე პასუხადაც სპიკერის განცხადება გამოგვიგზავნეს. როგორც გერმანიის საგარეოს საქმეთა სამინისტროს სპიკერი აცხადებს, მათთვის მიუღებელია საქართველოს პარლამენტის ან […]

ვაჟა სირაძე სანქციებზე – რატომ გადაწყვიტეთ, რომ რუსეთში უნდა ვიარო? აქ არავითარი რუსეთი არ არსებობს, აქ არიან პოლიციელები, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და სტრატეგიული შენობა, რომელსაც ანგრევენ და ცეცხლს უკიდებენ

რატომ გადაწყვიტეთ, რომ რუსეთში უნდა ვიარო? სპეციალურად ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას, – ასე პასუხობს თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე მედიის მიერ სანქციებთან დაკავშირებით დასმულ შემდეგ კითხვას: „სამმა ქვეყანამ დაგასანქცირათ და შეიძლება ვერც ერთ ევროპულ ქვეყანაში ვეღარ შეხვიდეთ, მზად ხართ მხოლოდ რუსეთში იაროთ?“ ვაჟა სირაძის განცხადებით, „აქ არავითარი რუსეთი“ არ არის, არამედ არიან პოლიციელები, რომელთა სიცოცხლეს […]

სახალხო დამცველი – მოვუწოდებთ შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ და არ გააგრძელოს შეკრების შეწყვეტა

სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ. კერძოდ, სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლას ეხმიანება. „როგორც წინა დღეებში არაერთხელ მიგვითითებია, იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული პირების მიერ ადგილი აქვს ძალადობრივ ქმედებებს, მათ მიმართ ინდივიდუალურად უნდა გატარდეს შესაბამისი პროპორციული ღონისძიებები და არ უნდა ხდებოდეს მშვიდობიანი შეკრების დაშლა. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან […]

დავით მათიკაშვილი ილონ მასკზე – “რუსი” და “კრემლისტი” რომ ყოფილა იცოდით?! – აბა, რაში აინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი?

“რუსი” და “კრემლისტი” რომ ყოფილა იცოდით?! – აბა, რაში აინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი?, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ილონ მასკის მოსაზრებას, აშშ-ის მთავრობის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შემოწმების საკითხზე. მათიკაშვილის განცხადებით, გამოდის, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელად წარდგენილი მასკი […]

ომბუდსმენი მოუწოდებს შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ

სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლას ეხმაურება და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს – არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ და არ გააგრძელოს შეკრების შეწყვეტა. “როგორც წინა დღეებში არაერთხელ მიგვითითებია, იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული პირების მიერ ადგილი აქვს ძალადობრივ ქმედებებს, მათ მიმართ ინდივიდუალურად უნდა გატარდეს შესაბამისი პროპორციული ღონისძიებები და არ უნდა ხდებოდეს მშვიდობიანი […]

დაკავებისას ნაცემ ზვიად რატიანს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც პოლიციამ 29 ნოემბრის ღამეს დააკავა პროევროპულ საპროტესტო აქციაზე. დაკავებისას სასტიკად ნაცემი ზვიად რატიანი სასამართლოს დარბაზში საავადმყოფოდან მიიყვანეს – რომელ იზოლატორში გადაიყვანენ მას სასამართლო დარბაზიდან, ცნობილი არ არის. ზვიადს მოტეხილი აქვს მეხუთე მალა, გატეხილი აქვს ცხვირის ძვალი და ძგიდე, თავსა და მთელ სხეულზე აქვს სხვადასხვა […]

მეტად სახიფათო და საყურადღებოა ის, რომ აქციაზე შეინიშნება პოლიტიკური პედოფილია და ეს კიდევ უფრო მძიმე ხასიათს იღებს, როდესაც ამაში პრეზიდენტიც ერთვება

„[რასაც აქციაზე ვხედავთ], არის მასიური, ისტერიული ფსიქოზი. იქ ვუყურებთ ადამიანების ნაწილს, რომელთა ქცევაზეც ჩნდება ეჭვი, რომ ეს არ არის ადეკვატური. ამის შეფასება საკმაოდ რთულია და მას დარგობრივი სპეციალისტი უკეთ დააზუსტებდა“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის შეფასებისას. მისი თქმით, მეტად სახიფათო და საყურადღებოა ის, რომ აქციაზე […]

საპროტესტო აქცია გაიმართა ახმეტაშიც – მოქალაქეები მერიის შენობასთან შეიკრიბნენ და „ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნება“ მოითხოვეს

სხვა ქალაქების მსგავსად საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა ახმეტაშიც. მოქალაქეები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მეოთხე დღეა მერიასთან იკრიბებიან და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. ამასთან ,სიტყვით გამომსვლელებმა რამდენჯერმე გააჟღერეს, რომ ქვეყნისთვის ევროპულ გზაზე დაბრუნება უპირველესია მოთხოვნაა. პროტესტანტის მონაწილეებმა ახმეტის კულტურის შენობაზე ბანერები “დაიცავი სამშობლო” გააკრეს და პიროტექნიკა გაუშვეს. “დღეს უფრო მეტნი ვართ, ვიდრე წინაა დღეებში. კიდევ უფრო მეტნი […]