მომიტინგეები კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ, სპეცრაზმი მათ წინააღმდეგ პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს, დემონსტრანტები კი საპასუხოდ პიროტექნიკას ისვრიან

აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომელიც სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის ღონისძიების შემდეგ, მეტრო “რუსთაველისკენ” წავიდა, კვლავ უკან, რუსთაველის გამზირზე დაბრუნდა. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის სასტუმრო “თბილისი მერიოტის” მიმდებარედ იმყოფებიან, მომიტინგეთა ნაწილი რჩება რუსთაველის გამზირის მიმდებარედ ქუჩებზეც. აქციის მონაწილეები არიან ქაშვეთის ტაძრის ეზოშიც. სპეცრაზმი, რომელიც „ცისფერი გალერეის“ მიმდებარედ არის განლაგებული, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს და […]
მეთიუ მილერი – სანქციებს ტრიბუნიდან წინასწარ არ მიმოვიხილავთ, მაგრამ, როდესაც სანქციების შესახებ განცხადებები გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ ვაკეთებთ – აშშ ქართველი ხალხის მხარეს დგას

ნათლად განვაცხადეთ, რომ შეშფოთებულები ვართ იმ ნაბიჯებით, რაც მათ ევროპასთან უფრო დიდი ინტეგრაციის გზიდან გადასახვევად გადადგეს, აშშ ქართველი ხალხის მხარეს დგას , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა აშშ-ის მიერ უკვე გატარებულ საპასუხო ზომებზე. „როგორც იცით სანქციებს ამ ტრიბუნიდან წინასწარ არ მიმოვიხილავთ, მაგრამ როდესაც სანქციების […]
„რომ არა უცხოეთიდან დაფინანსებული ეს მუდმივი ქვეყნის არევის მცდელობა, ჩვენი ეკონომიკა იქნებოდა კიდევ უფრო სწრაფად განვითარებადი“ – ირაკლი კობახიძე

ვიღაცები ოცნებობენ ლარის კურსის გაუფასურებაზე, თუმცა ეს დროებითი მოვლენაა, როგორც კი ჩაცხრება ვითარება და ეს მოხდება ძალიან მალე, პირდაპირ დაეტყობა ეს ლარის კურსს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არა უცხოეთიდან დაფინანსებული მუდმივი ქვეყნის არევის მცდელობა, საქართველოს ეკონომიკა იქნებოდა კიდევ უფრო სწრაფად განვითარებადი. „ყოველი ასეთი […]
ვივეკ რამასვამი და ილონ მასკი აცხადებენ, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება დეტალურად უნდა შემოწმდეს

ამერიკელები იმსახურებენ გამჭვირვალობას გაუმჭვირვალე საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ განაცხადა ვივეკ რამასვამიმ, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში ილონ მასკთან ერთად აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის ახალ დეპარტამენტს უხელმძღვანელებს. რამასვამი ვიქტორია ნულანდის „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) დირექტორთა საბჭოში დანიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება დეტალურად უნდა იყოს შემოწმებული. რამასვამი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა შეტყობინებას, სადაც […]
“არ დავემორჩილებით რეპრესიულ კანონს და რეჟიმს” – აქცია “ოცნების” ოფისთან

ქვიარ თემის წევრებმა, აქტივისტებმა და უფლებადამცველებმა “ქართული ოცნების” ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. დღეს, 2 დეკემბერს, ამოქმედდა ჰომოფობიური და ღირსების შემლახველი კანონი, რომელიც ცენზურას აწესებს. “ოცნების” ოფისთან შეკრებილებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ დაემორჩილონ რეპრესიულ კანონს. ქვეყანაში შექმნილ ძალადობრივ და დისკრიმინაციულ გარემოზე პასუხისმგებლობა მათ დააკისრეს”ქართული ოცნების” დამფუძნებელსა” და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. გარდა ამისა, სიმბოლურად, დინამიკებით გააჟღერეს […]
ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები აკრიტიკებენ კანონს, რომელიც ცენზურას აწესებს

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა ნაწილი აკრიტიკებს “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ დისკრიმინაციულ კანონს, რომელიც ცენზურას აწესებს. ოჯახური ღირებულებებისა და ბავშვების დაცვის მოტივით მიღებული კანონი სწორედ დღეს, 2 დეკემბერს ამოქმედდა. სახალხო დამცველის თანამშრომელთა ნაწილი ეხმაურება კანონის ამოქმედებას და აცხადებენ, რომ ის აძლიერებს დისკრიმინაციას და ზრდის სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს. გარდა ამისა, მათი შეფასებით, კანონი საფრთხეს უქმნის არასრულწლოვანების, მათ […]
არ უნდა ხდებოდეს მშვიდობიანი შეკრების დაშლა – სახალხო დამცველი

არ უნდა ხდებოდეს მშვიდობიანი შეკრების დაშლა – სახალხო დამცველი სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანირუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლას ეხმიანება. “სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლას (21:15-22:00) და როგორც წინა დღეებში არაერთხელ მიგვითითებია, იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული პირების მიერ ადგილი აქვს ძალადობრივ ქმედებებს, მათ მიმართ ინდივიდუალურად უნდა გატარდეს შესაბამისი პროპორციული ღონისძიებები და არ უნდა ხდებოდეს […]
ვინაიდან, თავიდანვე აგრესიითა და ძალადობით დაიწყო აქცია, მივიღეთ გადაწყვეტილება, თავიდანვე დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა – ვაჟა სირაძე

ვინაიდან, თავიდანვე აგრესიითა და ძალადობით დაიწყო აქცია, მივიღეთ გადაწყვეტილება, თავიდანვე დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა – ვაჟა სირაძე ვინაიდან, თავიდანვე აგრესიითა და ძალადობით დაიწყო აქცია, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, თავიდანვე დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა, – ამის შესახებ თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე განუცხადა. სირაძის თქმით, ძალადობრივი ქმედებების გამო დაშავებულია […]
სპეცრაზმის მიერ პარლამენტის მიმდებარე პერიმეტრის გათავისუფლების შემდეგ, დემონსტრანტების ნაწილმა მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარედ გადაინაცვლა და პროტესტს აგრძელებს

სპეცრაზმის მიერ პარლამენტის მიმდებარე პერიმეტრის გათავისუფლების შემდეგ, დემონსტრანტების ნაწილმა მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარედ გადაინაცვლა და პროტესტს აგრძელებს დემონსტრანტები მეტრო “რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი. აქციის მონაწილეთა რიცხოვნობის გათვალისწინებით, გადაიკეტა კოსტავას ქუჩა. შს სამინისტრომ სპეცდანიშნულების რაზმმა პარლამენტის წინ აქციის მონაწილეთა დაშლა აქციის შეკრებისთანავე დაიწყო. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია წლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით გაათავისუფლეს. ipn.ge
,,არალეგიტიმური თაღლითები ოდირზე გატყუებენ!” – ნათია მეზვრიშვილი

გახარის პარტიის წევრი, ნათია მეზვრიშვილი: ,,არალეგიტიმური თაღლითები ოდირზე გატყუებენ. სინამდვილეში, ოდირის შუალედურმა დასკვნამ დაადგინა, რომ: ▪️არ იყოს გარანტირებული ხმის მიცემა შიშის გარეშე; ▪️განსაკუთრებული ზეწოლა იყო საჯარო მოხელეებზე; ▪️ამომრჩეველმა ვერ გააკეთა ინფორმირებული არჩევანი; ▪️ხმის მიცემის ფარულობა არ იყო დაცული; ▪️საარჩევნო დარღვევებზე რეაგირების მექანიზმები არ იყო ქმედითი. ანუ, სახეზეა ყველა მსხვილი დარღვევა, რის გამოც ეს არჩევნები თავისუფალი […]