მომიტინგეები პროტესტს ჭავჭავაძის გამზირზე აგრძელებენ

მომიტინგეები ჭავჭავაძის გამზირზე მივიდნენ და გზის სავალი ნაწილი დაიკავეს. აქციის მონაწილეები, რომელთაც მთელი ღამე რუსთაველის გამზირზე გაატარეს, პროტესტს სწორედ თსუ-ს მიმდებარედ გააგრძელებენ. ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირი უკვე სრულად თავისუფალია. ტერიტორიიდან გავიდა სპეციალური დანიშნულების რაზმიც და სპეცტექნიკაც. ადგილზე კი “თბვილსერვისის” თანამშრომლები დასუფთავების სამუშაოებს ატარებენ. მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა რუსეთს სამშვიდობო სამიტზე მოიწვევს

კიევი მოსკოვს მეორე სამშვიდობო სამიტზე მოიწვევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის სამიტის ჩაშლას შეეცდება, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Kyodo News-თან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინულმა მხარემ უკვე მოამზადა დეტალური დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება მშვიდობის ფორმულის ძირითად პუნქტებს და ის წარედგინება როგორც იმ ქვეყნებს რომელმაც მხარი დაუჭირა ამ გეგმას, ასევე მათ, […]

დემონსტრანტებმა 5:30 საათისთვის თსუ-სთან გადაინაცვლეს – წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველიდან გავიდა

საპროტესტო დემონსტრაციამ, სპეცრაზმთან მრავალსაათიანი დაპირისპირების შემდეგ, სამ დეკემბერს, 05:30 საათისათვის ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გადაინაცვლა. ამის შემდეგ, წყლის ჭავლის მანქანამ, რომელიც რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტთან“ იყო მობილიზებული, ტერიტორია დატოვა. ტერიტორია დატოვეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმაც. რამდენიმე ასეული ადამიანი ახლა თსუ-სთან არის შეკრებილი. პროტესტი გრძელდება. „გამოდით! გამოდით“ – […]

აქციის მონაწილეებმა მსვლელობით თსუ-სთან გადაინაცვლეს

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან მსვლელობით გადაინაცვლეს. რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეების გასვლის შემდეგ, ტერიტორიის დატოვება დაიწყო სპეცრაზმმა, თუმცა ამ წუთებში, სავარაუდოდ, ჭავჭავაძის გამზირისკენ საპოლიციო ძალები მიემართებიან. ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. საპოლიციო ძალები ძალადობრივად აკავებდნენ მოქალაქეებს, მათ შორის აქციის მონაწილეების […]

აქციის მონაწილეები მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირისკენ მიემართებიან – რუსთაველის გამზირს ტოვებს სპეცრაზმი, ტერიტორიიდან გაჰყავთ სპეცტექნიკაც

აქციის მონაწილეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ, ჭავჭავაძის გამზირისკენ მსვლელობით მიემართებიან. გადაწყვეტილება მომიტინგეებმა სპონტანურად მიიღეს. აქციის მონაწილეების ტერიტორიიდან გასვლის შემდეგ, რუსთაველის გამზირი დატოვა სპეცრაზმმაც. ტერიტორიიდან გაჰყავთ სპეცტექნიკაც – წყლის ჭავლის მანქანები და სამაშველო სამსახურის ავტომობილი. პარალელურ რეჟიმში მეხანძრეები აქრობენ ცეცხლს ბარიკადებზე. მანამდე, ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე სიმშვიდე იყო – სპეციალური დანიშნულების რაზმს არ გამოუყენებია […]

სალომე ზურაბიშვილი – ხალხის გზავნილი ნათელია: დამიბრუნე ჩემი ხმა! დამიბრუნე ჩემი ევროპული მომავალი!

საქართველოს მასშტაბით ხალხი ეწინააღმდეგება რუსულ მარიონეტულ რეჟიმს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, ხალხის გზავნილი ნათელია: დამიბრუნე ჩემი ხმა! დამიბრუნე ჩემი ევროპული მომავალი! „დედაქალაქიდან ყველაზე პატარა ქალაქებამდე ეს არის მოძრაობა, რომლის მსგავსიც ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა. გზავნილი ნათელია: დამიბრუნე ჩემი ხმა! დამიბრუნე ჩემი ევროპული მომავალი!“- აცხადებს პრეზიდენტი.

რადიო თავისუფლების პროდიუსერი ორდღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს

ორდღიანი პატიმრობის შემდეგ, რადიო თავისუფლების პროდიუსერი ბექა ბერაძე, რომელიც პრო-ევროპულ საპროტესტო დემონსტრაციაზე დააკავეს და სცემეს, სამ დეკემბერს, დილის ოთხ საათზე გამოუშვეს საპატიმროდან. იგი პირველი დეკემბერს, გამთენიისას, თბილისიდან საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. თავდაპირველად მას ედავებოდნენ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას, თუმცა საბოლოოდ მისი საქმე სასამართლოში არ გადაიგზავნა და 48 საათის გასვლის შემდეგ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების […]

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ერთი პირი დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. შსს ამ ცნობას 3 დეკემბრის ღამე ავრცელებს. ამ ინფორმაციის თანახმად დაკავებულია 1987 წელს დაბადებული თ.ზ. “ პირველ დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულის მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით, სამინისტროს ბალანსზე რიცხული წყლის ჭავლის ავტომობილი დაზიანდა”, ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ცნობაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის […]

,, პარლამენტის თავმჯდომარე ნაცი გყავთ, საგარეო საქმეთა მინისტრი გარეწარი ნაცი, კულტურის მინისტრი ნაცი, 89 დეპუტატიდან – 75 ნაცი, უმრავლესობის ლიდერი ადეიშვილის შნირი” – გიორგი ფოფხაძე

,, პარლამენტის თავმჯდომარე ნაცი გყავთ, საგარეო საქმეთა მინისტრი გარეწარი ნაცი, კულტურის მინისტრი ნაცი, 89 დეპუტატიდან – 75 ნაცი, უმრავლესობის ლიდერი ადეიშვილის შნირი” – გიორგი ფოფხაძე ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე: ,,ძვირფასო” ქოცებო სანამ ვინმეს ნაცს დაუძახებთ გახსოვდეთ რომ, თქვენ ხართ ის ხალხი რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ნაცი გყავთ, საგარეო საქმეთა მინისტრი გარეწარი ნაცი, კულტურის მინისტრი ნაცი, თან როგორი […]

კანადა სანქციებს დაუწესებს ადამიანებსა და კომპანიებს საქართველოში კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო – საგარეო მინისტრი

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი აცხადებს, რომ კანადა სანქციებს დაუწესებს ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევენ. 2 დეკემბერს რიგაში, ბალტიის ქვეყნებისა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრების საერთო პრესკონფერენციაზე კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განაცხადა: „კანადა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და ძალიან გვაშფოთების ის, რის გაკეთებას რუსეთი ცდილობს. ჩვენ მივყვებით [ამ სამი […]