სპეცრაზმის გამოჩენისთანავე დემონსტრანტები ჭავჭავაძის გამზირიდან გაუჩინარნენ და მოგვიანებით ისევ გამოჩდნენ

ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა. დემონსტრანტებმა ადგილი იქამდე დატოვეს, სანამ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი მოქმედებაზე გადავიდოდა და ნახევარ საათში, ისევ ჭავჭავაძეზე, თუმცა აქსის თაუერის მიმდებარედ გაჩერდნენ. ჭავჭავაძის მიმდებარედ რობოკოპები და წყლის ჭავლის მანქანა 07:18 საათისთვის გამოჩდა. პოლიცია დაიძრა ქუჩის ზედა ნაწილიდან. ამ დროს ჭავჭავაძის გამზირზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ რამდენიმე ათეული აქციის მონაწილე რჩებოდა, […]

უკრაინა მიიღებს კიდევ 725 მილიონი დოლარის ამერიკულ იარაღს და ტექნიკას

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გამოუყო კიდევ 725 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ინფორმაციით, ახალი პაკეტი მოიცავს რაკეტებს Stinger, საბრძოლო მასალებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის(HIMARS), 155 და 105-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს Javelin და AT-4, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს TOW და სხვა საბრძოლო მასალებს და ტექნიკას. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, უკრაინა […]

თსუ-ის პირველ კორპუსთან მყოფმა აქციის მონაწილეებმა ტერიტორია საპოლიციო ძალების გამოჩენისთანავე დატოვეს

თსუ-ის პირველ კორპუსთან მყოფმა აქციის მონაწილეებმა ტერიტორია საპოლიციო ძალების გამოჩენისთანავე დატოვეს. მანამდე აქციის მონაწილეების ნაწილს თსუ-ის პირველ კორპუსთან გზა ჰქონდათ გადაკეტილი, მოწყობილი ჰქონდათ ბარიკადები და დანთებული ჰქონდათ ცეცხლი. ამ წუთებში ტერიტორია სრულად აქვთ დაკავებული სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებსა და სამართალდამცავებს. ისინი ჭავჭავაძის გამზირს აქციის მონაწილეების მიერ მოწყობილი ბარიკადებისგან ათავისუფლებენ. ადგილზეა განლაგებული წყლის ჭავლის მანქანაც.

ბიზნესმენი ლევან პირველი გარდაიცვალა

ბიზნესმენი ლევან პირველი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, მისი მეგობარი, მირიან ყარაულაშვილი ავრცელებს. “ხანგრძლივი და უმძიმესი ავადმყოფობის შემდეგ დღეს გარდაიცვალა ჩვენი მეგობარი ლევან პირველი. უდიდესი ტრაგედია დატრიალდა ლევანის და მისი დის, ლიკას ოჯახებში ამ ბოლო სამი თვის განმავლობაში. ჯერ ლიკა შეეწირა ლევანის სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას, შემდეგ უკვე ლევანმაც რეალურად აღარ ინება სიცოცხლის გაგრძელება და […]

საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე განლაგდნენ

საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ განლაგდნენ. ამ ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეებმა გადმოინაცვლეს. პოლიცია ადგილზე როგორც მელიქიშვილის გამზირიდან, ასევე ჭავჭავაძის გამზირიდან და კეკელიძის ქუჩის კუთხიდან მივიდა. ადგილზე მობილიზებული არიან რობოკოპები, ასევე წყლის ჭავლის მანქანა. ტერიტორიაზე არ ჩანან აქციის მონაწილეები. ისინი ადგილს, სავარაუდოდ, პარალელური ქუჩებით გაერიდნენ. დაახლოებით დილის […]

თსუ-ის პირველი კორპუსის მიმდებარედ, აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილი აქვთ – მათ საავტომობილო გზაზე ბარიკადები მოაწყვეს და ცეცხლი დაანთეს

თსუ-ის პირველი კორპუსის მიმდებარედ, ვარაზისხევისა და კეკელიძის ქუჩის კვეთაზე, აქციის მონაწილეების ნაწილს ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილი აქვთ. მათ საავტომობილო გზაზე ბარიკადები აქვთ მოწყობილი. აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირზე ცეცხლიც დაანთეს. ამ წუთებში მელიქიშვილის გამზირზე საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ. აქციის მონაწილეები მათი მისამართით პიროტექნიკას იყენებენ.

რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს საქართველოში ჩასვლას ვგეგმავთ – „ქართული ლეგიონი“

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მებრძოლი „ქართული ლეგიონი“ აცხადებს, რომ ცნობები, თითქოს „ლეგიონი“ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, რუსული დეზინფორმაციაა. „რუსულმა პროპაგანდამ ცოტა ხნის წინ დაიწყო ცრუ ცნობების გავრცელება იმის შესახებ, თითქოს „ქართული ლეგიონი“ გეგმავს საქართველოში დაბრუნებას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას“, – წერს „ლეგიონის“ მიერ 3 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში. „ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ამ უსაფუძვლო ბრალდებებს. მიუხედავად იმისა, რომ […]

გამთენიისას მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს

პროტესტის მეექვსე დღეს, გამთენიისას, მომიტინგეებმა დატოვეს რუსთაველის გამზირი და გადაინაცვლეს ჭაბჭავაძის გამზირზე. 05.15 საათიდან მომიტინგეებმა მსვლელობა მოაწყვეს ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით. ისინი გაჩერდნენ ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევის ჩასახვევთან, შესაბამისად გადაკეტილია ეს ტერიტორია. ამის შემდეგ რუსთაველის გამზირი დატოვა სპეცრაზმმაც და პოლიციამ. მათი ნაწილი გაემართა ჭავჭავაძის გამზირისკენ.

აშშ-მა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 725 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. იარაღის დეტალური სია პენტაგონის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს : საბრძოლო მასალას NASAMS-ისა და HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის, Stinger-ის რაკეტებს, დრონების საწინააღმდეგო საბრძოლო მასალებს (c-UAS), 155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალას, უპილოტო საჰაერო სისტემებს (UAS), Javelin-სა და AT-4-ის ტანკსაწინააღმდეგო […]

მომიტინგეები პროტესტს ჭავჭავაძის გამზირზე აგრძელებენ

მომიტინგეები ჭავჭავაძის გამზირზე მივიდნენ და გზის სავალი ნაწილი დაიკავეს. აქციის მონაწილეები, რომელთაც მთელი ღამე რუსთაველის გამზირზე გაატარეს, პროტესტს სწორედ თსუ-ს მიმდებარედ გააგრძელებენ. ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირი უკვე სრულად თავისუფალია. ტერიტორიიდან გავიდა სპეციალური დანიშნულების რაზმიც და სპეცტექნიკაც. ადგილზე კი “თბვილსერვისის” თანამშრომლები დასუფთავების სამუშაოებს ატარებენ. მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ […]