მომიტინგეები პროტესტს ჭავჭავაძის გამზირზე აგრძელებენ

მომიტინგეები ჭავჭავაძის გამზირზე მივიდნენ და გზის სავალი ნაწილი დაიკავეს. აქციის მონაწილეები, რომელთაც მთელი ღამე რუსთაველის გამზირზე გაატარეს, პროტესტს სწორედ თსუ-ს მიმდებარედ გააგრძელებენ.
ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირი უკვე სრულად თავისუფალია.
ტერიტორიიდან გავიდა სპეციალური დანიშნულების რაზმიც და სპეცტექნიკაც. ადგილზე კი “თბვილსერვისის” თანამშრომლები დასუფთავების სამუშაოებს ატარებენ.
მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. გადაწყვეტილების გამოცხადების დღიდან – 28 ნოემბრიდან დედაქალაქში და რეგიონებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”