პრეზიდენტის თქმით, სპეცრაზმი „აშკარად” ნარკოტიკული თრობის ქვეშაა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში რუსული რეპრესიები მიმდინარეობს იმ სპეცრაზმელების ხელით, რომლებიც „აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან“. პრეზიდენტმა ნარკოტიკის წარმომავლობაც დაასახელა, თუმცა არ უთქვამს, რას ეყრდნობა მისი ეს განცხადება, მტკიცებულებები აქვს თუ მხოლოდ შთაბეჭდილება შეექმნა. „ჩვენ გვაქვს რუსული რეპრესიები, სპეცრაზმით, რომლებიც აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან (…), რომ […]
სამოქალაქო აქტივისტი დოდი ხარხელი დააკავეს

სამოქალაქო აქტივისტი დოდი ხარხელი დააკავეს. მისი ახლობლების განცხადებით, ხარხელი გამრეკელის ქუჩაზე აიყვანეს. პარალელურად, აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან ხმაურია. ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ხარხელის ახლობლების თქმით, სამართალდამცველები აქტივისტის ბინაში ჩხრეკას ატარებენ. მათ საცხოვრებელი კორპუსის შიგნით შესვლის საშუალება არ ეძლევათ.
მთავრობის ადმინისტრაციასთან შშმ პირების აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან შშმ პირების აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან შშმ პირები, ფსიქოლოგები, სპეციალისტები, მშობლები და მხარდაჭერები. აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “შენ მაიძულებ ემიგრაციას გადარჩენისთვის”; “შენ ართმევ ჩემს შვილს მომავალს”. როგორც “ინტერპრესნიუსთან” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ფსიქოლოგმა დარინა დუმბაძემ განაცხადა, ყველაზე მეტად შშმ პირებს სჭირდებათ ევროპული საქართველო და ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მათი უფლებები იქნება აღიარებული. […]
ლიეტუვა აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანა სალომე ზურაბიშვილს თავშესაფარს მისცემს

საჭიროების შემთხვევაში ლიეტუვა თავშესაფარს მისცემს საქართველოს პრეზიდენტს, – ამის შესახებ განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას უფროსმა მრჩეველმა, აასტა სკაიუსგირიტემ გააკეთა. მისივე თქმით, ლიეტუვა თავშესაფარს მისცემს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. „ბუნებრივია, ლიეტუვა თავშესაფარს მისცემდა, თუ ასეთი საჭიროება იარსებებდა, მაგრამ ამჟამად პრეზიდენტ ზურაბიშვილს ძალიან მკაფიოდ აქვს განმარტებული, რომ იგი იქნება თბილისში თავის ხალხთან ერთად“, – განაცხადა სკაიუსგირიტემ. […]
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად 8%-მდე იზრდება – მათე ტაკიძე

პროფესიული განათლებისადმი დაინტერესება გაზრდილია. მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად 7-8%-ით იმატებს, – ამის შესახებ კოლეჯი “სპექტრის” დირექტორმა მათე ტაკიძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, დღეს ქვეყნის ეკონომიკის ქვაკუთხედი არის პროფესიული განათლების განვითარება. “ბევრი მიმართულებაა, სადაც მოთხოვნა მაღალია. მაგალითად, ეს გახლავთ სამშენებლო ინჟინერია, ტურიზმის სეგმენტი, სოფლის მეურნეობა, IT ინჟინერია, თუ სამედიცინო მიმართულებები. საქართველოში ყველანაირი პირობა არსებობს, რომ ბიზნესი […]
Biltmore Hotel Tbilisi-ში ახალი ჯავშნები და დაგეგმილი ღონისძიებები უქმდება

საპროტესტო აქციების ფონზე, Biltmore Hotel Tbilisi-ში დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილი გაუქმდა, ნაწილმა კი გაურკვეველი დროით გადაიწია. ,,კომერსანტთან’’ საუბარში სასტუმროს გაყიდვების დირექტორი მარიამ ქუთათელაძე აღნიშნავს, რომ უქმდება ჯავშნებიც. თუმცა არსებული სტუმრები სასტუმროში რჩებიან. მარიამ ქუთათელაძე აღნიშნავს, რომ სასტუმრომ ფინანსური ზარალი უკვე ნახა, თუმცა მას კონკრეტული თანხის დასახელება ჯერ უჭირს. ,,რაც კი ღონისძიება იყო დაგეგმილი გაუქმდა. არის ღონისძიებები, […]
რონალდინიო 44 წლის ასაკში ბაბუა გახდება

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო 44 წლის ასაკში ბაბუა გახდება. მისი 19 წლის ვაჟი ჟოაო მენდეში 25 წლის მეგობარი გოგონა ჯოვანასგან ბავშვს ელოდება. რონალდინიოს შვილმა აღნიშნა, რომ გოგონა უკვე 16 კვირის ორსულია. მენდეში “ბარსელონას” აკადემიაში ირცხებოდა, რის შემდეგაც ინგლისურ “ბარნლიში” გადაბარგდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი ამჟამად მანჩესტერში ცხოვრობს.
საქართველოში ჩეხეთის ელჩი, თეა მაისურაძეს მხარდაჭერას უცხადებს

ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ კუბერნატი სოციალურ ქსელში თეა მაისურაძის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც გუშინ თანამდებობა დატოვა: ,,ძვირფასო თეა, ვაფასებ თქვენს გადაწყვეტილებას. თქვენ გაქვთ ჩემი პატივისცემა! დიდი სიამოვნება იყო თქვენთან თანამშრომლობა. დიდი მადლობა. მზად ვარ მხარი დაგიჭიროთ სადაც არ უნდა იყოთ. მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ თქვენ და საქართველოს“
აქციაზე იოსებ ბაბაევი სცემეს

მთავარი არხის ინფორმაციით, ანტისაოკუპაციო რესტო ბარის მფლობელი და აქტივისტი, იოსებ ბაბაევი თბილისში საპროტესტო აქციაზე დაიჭირეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბაბაევს სახის არეში სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება და ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.
ადვოკატი – აქციაზე დაკავებული ამბობს, რომ ჯერ კორდონში ურტყეს, შემდეგ მანქანაში, მერე უფროსი მოვიდა: „ბოს, მოდი ერთხელაც დამარტყმევინეო“ და ერთხელაც დამარტყაო – ეს დაკავების უკანონობა არაა, არაადამიანური, არაკაცური, არაქართულია

2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაკავებული პირები ზაჰეჰის დროებითი მოთავსების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. მათი ნაწილი ადვოკატებმა უკვე მოინახულეს. როგორც უფლებადამცველი ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, მან 3 დაკავებული მოინახულა, რომელთაგანაც 2 სპეცრაზმელების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს. „როცა დააკავეს, ჯერ კორდონში ურტყეს, შემდეგ მანქანაში ჯერ ერთი ჯგუფი, მერე მეორე ჯგუფი გაუსწორდა ფიზიკურად, აგინებდნენ. როგორ შეჩერდნენ-მეთქი – ვკითხე, ალბათ, […]