მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ირაკლი წულაია 3000 ლარით, ხოლო ირაკლი დიასამიძე 4500 ლარით დააჯარიმა

საპროტესტო აქციაზე დაკავებულები- ირაკლი დიასამიძე და ირაკლი წულაია მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სამართალდამრღვევად ცნო და მათ ფულადი ჯარიმა დააკისრა. ირაკლი წულაია 3 ათასი ლარით, ხოლო ირაკლი დიასამიძე 4500 ლარით დააჯარიმა. ადვოკატები აპირებენ, რომ გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრონ. რაც შეეხება თავად საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს – ისინი აცხადებენ, რომ პოლიციელები, რომლების ჩვენების საფუძველზეც მოხდა განაჩენის გამოტანა, დაკავების პროცესს საერთოდ […]

+18 – “მოდი, ხელი მოვტეხოთო” – გატაცების, წამების კიდევ ერთი სასტიკი ისტორია

სპეცრაზმის მხრიდან სასტიკ ანგარიშსწორებაზე საუბრობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე. გიორგი ჩუტკერაშვილი, რომელიც ამ წუთებშიც მკურნალობას კლინიკაში გადის, მომხდარს იხსენებს. ამბობს, რომ ძალადობის რამდენიმე ეპიზოდი იყო. მისი თქმით, უმოწყალოდ სცემეს დაკავების შემდეგაც, როდესაც უკვე მინივენში ჩასვეს. დამაგდო ვიღაც სპეცრაზმელმა. მაგ დროს ვიღაცამ კეფაში დამარტყა. იყო მუქარები, „აი, ახლა შენ ნახავ, რაც მოგივა, ცოცხალი თუ გადარჩები საერთოდ“. […]

+18 – “თავზე იარაღი დამადეს, სახეში მირტყამდნენ, გონება რომ დავკარგე, გამოვფხიზლში და ისევ მირტყამდნენ” – წამების ისტორიები

კლინიკიდან გამოწერილი აქტივისტები საზარელ ამბებს იხსენებენ. მათი გაწერის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც კლინიკაში ადგილები გადაივსო, რადგან ყოველი აქციის შემდეგ იქ გაცილებით მძიმე პაციენტები შეჰყვათ. ერთ-ერთი მოქალაქე ლაზარე მაღლაკელიძე უმძიმეს ისტორიას ყვება: წინააღმდეგობის გარეშე გავყევი პატარა შტაბი რაც აქვთ ამ სპევცრაზმელებს. იქამდე ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ აბა, თავი შევიკავოთ, სანამ არ შევალთ მოფარებულში. რომ გადაამოწმეს, რომ […]

“ყველა მოქალაქის ვალია წინ აღუდგეს ანტიდასავლური ავტორიტარიზმის საფრთხეს” – ჩუბინაშვილის ცენტრი

გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული კვლევითი ცენტრი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ყველა მოქალაქის ვალია წინ აღუდგეს ანტიდასავლური ავტორიტარიზმის საფრთხეს. “ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ ხელისუფლებამ მკვეთრად გადაუხვია ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსიდან, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნებას, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას და ისტორიულ მისწრაფებებს. 28 ნოემბრის განცხადებას 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების […]

პირველ დეკემბერს საფრანგეთში მიქაუტაძესთან ერთად კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის სახლი გაძარცვეს

Le Parisien-ის ცნობით, პირველ დეკემბერს საფრანგეთში გიორგი მიქაუტაძის გარდა კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის, პსჟ-ის ყოფილი შემტევის ეზეკიელ ლავეცის სახლი გაძარცვეს. ნეილი-სურ-სენში მდებარე სახლიდან ძვირადღირებული ნივთები მოიპარეს, ზარალის ზუსტი ოდენობა კი ჯერჯერობით უცნობია. არგენტინელი ფეხბურთელი, რომელმაც ბუცები ლურსმანზე 2019 წელს ჩამოჰკიდა, ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა. რაც შეეხება მიქაუტაძეს, შეხსენებისთვის, ის “ნიცასთან” მატჩის შემდეგ სახლში დაბრუნდა, […]

ამოწურვის გზაზე მდგარი ქვეყნის რეზერვები ამ დარტყმას ვერ გაუძლებს – რომან გოცირიძე ENKA-სთან არბიტრაჟზე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ნამახვანჰესის ინვესტორის “ენკაზე” სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ ბიუჯეტი მილიარდ ლარს დაკარგავს. „ამოწურვის გზაზე მდგარი ქვეყნის რეზერვები ამ დარტყმას ვერ გაუძლებს. ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების გამო საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით 386 მილიონი დოლარის გადახდა გვიწევს თურქული კომპანიისათვის, ნამახვანჰესის მშენებლობის შეწყვეტის გამო. ქვეყნის ბიუჯეტი ერთ მილიარდ ლარს კარგავს. როცა […]

Emirates-მა თავისი პირველი Airbus A350 მიიღო

Emirates-მა თავისი პირველი Airbus A350 მიიღო, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია ავიაკომპანიის ფლოტის განვითარებაში. თვითმფრინავი, რომლის სარეგისტრაციო ნომერიცაა A6-EXA, არის შეკვეთილი 65 ერთეული Airbus A350-დან პირველი ლაინერი, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანიამ მიიღო. ახალი თვითმფრინავი ავიაკომპანიას ოფიციალურად 25 ნოემბერს გადაეცა და იმავე დღეს შეასრულა ფრენა ტულუზასა (TLS) და დუბაის შორის. დუბაიში დაშვების შემდეგ, A350 თვითმფრინავი გაიგზავნა Emirates-ის […]

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი – ვგმობთ და ვაპროტესტებთ ძალადობას ჩვენი თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ – მოვითხოვთ, ჩვენი ეთერები დაეთმოს საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებას და საჯარო დისკუსიებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის 60-მდე თანამშრომელი საჯარო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პირველი არხის 60-მდე თანამშრომელი გმობს და აპროტესტებს ძალადობას თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ. ხელმომწერები მოითხოვენ, პირველი არხის ეთერები დაეთმოს საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებას და საჯარო დისკუსიებს. „საქართველოს ევროპული მომავალი ჩვენი ისტორიული არჩევანია, რომელიც კონსიტუტიის 78-ე მუხლით მყარდება („კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა […]

არსებული ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი დოდი ხარხელი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი დოდი ხარხელი დააკავეს. მისი ახლობლების განცხადებით, ხარხელი გამრეკელის ქუჩაზე აიყვანეს. პარალელურად, აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან ხმაურია. ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ხარხელის ახლობლების თქმით, სამართალდამცველები აქტივისტის ბინაში ჩხრეკას ატარებენ. მათ საცხოვრებელი კორპუსის შიგნით შესვლის საშუალება არ ეძლევათ.

აქტივისტ დოდი ხარხელის სახლში პოლიციაა მობილიზებული

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლში პოლიციაა მობილიზებული. ამ დროისთვის, არაა დაზუსტებული, რა სახის საპოლიციო მოქმედებები მიმდინარეობს მის სახლში. როგორც ადგილზე მობილიზებული მოქალაქეები აღნიშნავენ, სამართალდამცავებმა დოდი ხარხელი სახლში ცოტა ხნის წინ შეიყვანეს. ადგილზე, მოქალაქეები ხარხელის სახლთან მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ. „სამარცხვინოები ხართ, მონები ხართ“, – მიმართავენ მოქალაქეები პოლიციას. სახლთან საპოლიციო ძალების მობილიზების შესახებ თავდაპირველად, […]