არავინაა დაკავებული, სისხლის სამართლის საქმეზეა გამოძიება – შსს დოდი ხარხელზე

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დოდი ხარხელის სახლში საგამოძიებო მოქმედებები „ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე“ მიმდინარეობს. „დაკავებული არავინ არ არის”, – განაცხადეს უწყებაში და არ უპასუხეს დამაზუსტებელ კითხვას, რას ეხება „ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმე”. ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და აქტივისტის, დოდი ხარხელის ბინაში პოლიციაა. მისი ნათესავები, რომლებიც ახლა აქტივისტის სახლთან არიან შეკრებილი, ამბობენ, რომ დოდი […]

“სისხლში გვაბანავეს… ისეთი შემზარავი საშინელება ვნახე…” – დომენიკ მანგო

ბლოგერი, დომენიკ მანგო, რომელიც აქციიდან წაიყვანეს და ცემეს, რომელიც კლინიკაში იწვა და დღეს დილით გამოწერეს, ამბობს რომ ის სახეზე არ სცემეს, რაკი ცნობილი ადამიანია, მისი მეგობრები კი სასტიკად არიან ნაცემნი სახეზეც. დომენიკს აქვს ტვინის შერყევა, ნეკნის მოტეხილობა და სხვადასხვა ტრამვები. ამბობს, რომ სხეული მთლიანად აქვს ჩალურჯებული: “დაგვიჭირეს იმის გამო, რომ აქციაზე ვიდექით, საკუთარ სისხლში გვაბანავეს, […]

,,ქოცნო, პლასტმასის ბოთლით მოლოტოვი არ კეთდება” – თენგო გოგოტიშვილი

ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი: ,,ქოცებმა ვიდეო დადეს – პარლამენტის ჩამტვრეულ ფანჯარასთან “ზიანს” აღრიცხავენ და უცებ აღმოაჩინეს ბოთლი რაღაც სითხით. მოხსნეს სახურავი და დაიწყეს სუნვა. ნავთიაო. არაო, ბოლოს დაასკვნეს, ბენზინიაო. მერე დაასკვნეს – მოლოტოვის კოქტეილებს გვესვრიან ეს ევროპის შპიონებიო. მერე თქვეს – ჩვენი ყველას ამობუგვა უნდათ დემოკრატიის სახელითო. მერე – აი, როგორ არ უნდა დავარბიოთ ესენი ამის […]

შსს-ს ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი დოდი ხარხელი დაკავებული არ არის და მისი გამოკითხვა „ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი დოდი ხარხელი დაკავებული არ არის და მისი გამოკითხვა „ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება“. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს. „ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სწორედ ამ საქმის ფარგლებში მოხდება მისი გამოკითხვა. დაკავებული არ არის“, – განაცხადეს შსს-ში. უწყებაში არ აკონკრეტებენ, რომელ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე […]

ნინია კაკაბაძე – ასე მოგვადგებიან ყველას სახლში სათითაოდ, ყველას ასე დაგვიჭერენ, ყველასთან მოაკაკუნებენ, ყველას წაგვიყვანენ – ეს არის მოძალადე სისტემა

ასე მოგვადგებიან ყველას სახლში სათითაოდ, ყველას ასე დაგვიჭერენ, ყველასთან მოაკაკუნებენ, ყველას წაგვიყვანენ – ეს არის მოძალადე სისტემა, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლთან განაცხადა. მისივე თქმით, მათ არ აქვთ ინფორმაცია, რა მიზნით იმყოფება პოლიცია დოდის ხარხელის სახლში. როგორც ნინია კაკაბაძემ აღნიშნა, სახლში დოდი ხარხელთან და მის მეუღლესთან ერთად, ადვოკატიც იმყოფება. „არანაირი […]

ირაკლი კობახიძე – „ნაცმაიდანი“ ჩავარდა – ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, მადლობა მათ ამისთვის

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, „აქციაზე ერთ მხარეს იყვნენ არაევროპულად მოქმედი ძალადობრივი დაჯგუფებები და მეორე მხარეს იყო ევროპულად და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი პოლიცია, რაც არის ძალიან დასაფასებელი“. „მინდა შევაჯამო ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ ხუთდღიანი ციკლი. მინდა შინაგან […]

ნატო-ს გენერალური მდივანი – მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გააკეთონ ყველაფერი მშვიდობის და სტაბილურობის ხელშესაწყობად – ცნობები ძალადობის შესახებ ღრმად შემაშფოთებელია და ვგმობ მას

ცნობები ძალადობის შესახებ ღრმად შემაშფოთებელია და მე ცალსახად ვგმობ ამას. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გააკეთონ ყველაფერი მშვიდობის და სტაბილურობის ხელშესაწყობად და ვფიქრობ, ეს არის ყველა ქართველის ინტერესი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, როდესაც საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, ნატო არის ალიანსი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, ღირებულებებს, თავისუფლებისა და დემოკრატიის […]

აქტივისტის და ბლოგერის, დოდი ხარხელის სახლში პოლიცია შევიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სავარაუდოდ დააკავეს აქტივისტი და ბლოგერი დოდი ხარხელი, რომელიც აქტიურად არის ჩართული პროევროპულ საპროტესტო აქციებში. მოქალაქის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ხარხელს პოლიციელები აკავებენ ბაღთან, შვილის დატოვების შემდეგ. შსს-ს ამ დრომდე არ ამბობს მიზეზს და იმას არის თუ არა ოფიციალურად დაკავებული დოდი ხარხელი. პოლიციაში არც იმას აცხადებენ რა მუხლით მიმდნარეობს გამოძიება. დოდი […]

რუსულმა არმიამ კვლავ დაბომბა ხერსონი და ტერნოპოლი

3 დეკემბრის ღამით რუსმა სამხედროებმა ქალაქ ხერსონის დნეპრის რაიონი დაბომბეს. საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ცნობით, დარტყმის შედეგად ნამსხვრევისგან დაიჭრა ადგილობრივი ქალი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მაღალჩინოსნის ცნობაში არ არის მითითებული, თუ რა იარაღიდან დაიბომბა ხერსონი, მაგრამ რუსეთი უკრაინის ქალაქების და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ იყენებს როგორც უპილოტო მფრინავ ობიექტებს, ისე საშუალო და შორი რადიუსის რაკეტებს, ავიაციას […]

ქალი, რომელიც სპეცრაზმელების კორდონმა შეითრია, ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი

ქალი, რომელიც სპეცრაზმელების კორდონმა შეითრია, ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი. ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ 3 დეკემბრის ღამეს, რუსთაველზე დაკავებული ნანა ტომარაძე. ნანა ტომარაძე სპეცდანიშნულების რაზმებმა მას შემდეგ შეითრიეს კორდონში, რაც მან ფეხი დაარტყა სპეცრაზმელის ფარს. მედიაში მალევე გავრცელდა ეს კადრები: „თავს ნორმალურად გრძნობს. ამბობს, რომ მისთვის სპეცრაზმელებს ხელი არ დაუკავებიათ. მხოლოდ ვიდეოებს მიღებდნენ […]