“სახლში დაბრუნებულს, ლიფტში ასეთი სურათი დამხვდა…” – რას წერს გურამ როგავა

დღეს კლინიკიდან ფორმულას ჟურნალისტი, გურამ როგავა, რომელიც რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაშავდა, სახლში გაწერეს. “სახლში დაბრუნებულს, ლიფტში ასეთი სურათი დამხვდა, მეზობლებს პეტიცია შეუდგენიათ და მხარდაჭერის ნიშნად ხელმოწერებს ტოვებენ. ამავე კორპუსში ცხოვრობს და ამ ლიფტით სარგებლობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც ჩემზე თავდასხმის ვიდეო, მხოლოდ მწვავე საჯარო რეაქციებისა და კრიტიკის შემდეგ აჩვენა “პირველი […]
„ნუ აბრალებთ სხვებს” – აშშ-ის საელჩო „ქართულ ოცნებას”

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა მორიგი პოსტი, რომელიც „ქართული ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებებს და მათ შედეგებს ეხება. საელჩოს თანახმად, „ქართულმა ოცნებამ” შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და „ქართულმა ოცნებამ” დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან: „ნუ აბრალებთ სხვებს”. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა 30 ნოემბერს, მას შემდეგ შეაჩერა, რაც „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა, […]
გიორგი გახარია – გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან არაფორმალური დაჯგუფებების წევრები და არ განეკუთვნებიან შსს-ს – მოგიწოდებთ, მოხსენით ამ მოძალადეებს ნიღბები

გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფების წევრები და არ განეკუთვნებიან შსს-ის საპოლიციო ქვედანაყოფებს – მოგიწოდებთ, მოხსენით ამ მოძალადეებს ნიღბები,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, როგორც ჩანს, დაუსჯელობის გარანტია აქვთ მიცემული. ის მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, სასწრაფოდ შეაჩეროს „სისასტიკე და […]
მოლდოვას პრემიერი – მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მშვიდობიანი შეკრების უფლებას და დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვას

მოლდოვა სოლიდარობას გამოხატავს ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ მოლდოვას პრემიერ-მინისტრი, დორინ რეჩანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, მოლდოვა მხარს უჭერს ქართველი ხალხის მშვიდობიანი შეკრების უფლებას და დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვას. „ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას დემოკრატიისა და მათი ევროპული მისწრაფებების მიმართ.მოლდოვა სოლიდარობას გამოხატავს ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ […]
ბრიტანელ ტურისტს, რომელიც აქციის მონაწილე ეგონათ და დააკავეს, ათდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მოსამართლემ ბრიტანეთის მოქალაქე პატიმრობაში გაუშვა – პოლიციის დაუმორჩლებლობის ბრალდებით დაკავებულ უცხოელს ქართულ ციხეში ათი დღის გატარება მოუწევს. ის საქართველოში ტუირტული მიზნით იმყოფებოდა და დაკავების პერიოდში, საკუთარ სახლში ბრუნდებოდა. როგორც ირკვევა, ბრიტანეთის მოქალაქე მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს, რომ მან პოლიციელს ვერ გაუგო. რადგან გომეალურის უწყების თანამშრომელი ქართულად აძლევდა მითითებას და არა ინგლისურად. მისი ადგილსამყოფელი მისმა ადვოკატებმა ამ […]
“მწვავედ მივმართე მხოლოდ იმ ემიგრანტებს, ვინც პროპაგანდირებს ყველაზე დიდ ღალატს – იყო მონა!” – ჭოხონელიძე

თამრიკო ჭოხონელიძე, რომლის გამოსვლიდან, სადაც იმ ემიგრანტებს მიმართავდა, ვინც “მონობას პროპაგანდირებს”, პროსახელისუფლებო მედიიდან ნაწყვეტი ისე გააშუქეს, თითქოს ყველა ემიგრანტზე, ამბობს: ღრმად მწამს ჩემი თანამემამულეების (მათ შორის ჩვენი ძვირფასი ემიგრანტების) გონიერების, რომლებიც პოსTVის და,,იმედის” მიერ გამოქვეყნებულ დაჭრილ-დამონტაჟებულ ჩემს მიმართვას არ დაიჯერებენ! ეს იყო ცალსახა პროვოკაცია! მე მწვავედ მივმართე მხოლოდ იმ ემიგრანტებს, ვისაც გარანტირებული აქვს უდარდელი ცხოვრება, […]
„ვწუხვართ თუ ვინმემ ჩვენი გზავნილი არასწორად გაიგო, ევროინტეგრაცია გრძელდება, არავითარი შეფერხება არ იქნება ევროინტეგრაციის გზაზე“ – ირაკლი კობახიძე

„ვწუხვართ თუ ვინმემ ჩვენი გზავნილი არასწორად გაიგო, ევროინტეგრაცია გრძელდება, არავითარი შეფერხება არ იქნება ევროინტეგრაციის გზაზე“ – ირაკლი კობახიძე მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ქართველი ხალხის გამოცდილებამ, რაციონალურმა აზროვნებამ და მოთმინებამ მოგვცა რევოლუციის მეოთხე მცდელობის ჩაგდების შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა […]
ეროვნული ბანკი იდეალურად მუშაობს, როცა საქმე ლარის კურსის სტაბილურობას ეხება – პრემიერი

ეროვნული ბანკი იდეალურად მუშაობს, როცა საქმე ლარის კურსის სტაბილურობას ეხება – პრემიერი ეროვნული ბანკი იდეალურად მუშაობს, როდესაც საქმე ეხება ლარის კურსის სტაბილურობას – განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე. პრემიერის განცხადებით, ლარის გაუფასურებას იწვევს არა ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადება, არამედ დესტრუქციული ძალები, რომლებიც ქვეყანაში პროტესტს […]
სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის 30 წარმომადგენლის სარჩელები, რომლებიც არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას უკავშირდებოდა, საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის 30 წარმომადგენლის სარჩელები, რომლებიც არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას უკავშირდებოდა, საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის 30 წარმომადგენლის სარჩელები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას უკავშირდებოდა, წარმოებაში არ მიიღო. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს გამოაქვეყნა. პლენუმის გადაწყვეტილებაში ნათქვამია: „1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1848 […]
ირაკლი კობახიძე ბიზნესების კრიტიკულ განცხადებებს ლიბერალურ-ფაშისტურ ბულინგს უკავშირებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლების კრიტიკულ განცხადებებს მათ მიმართ ზეწოლით ხსნის და ლიბერალურ-ფაშისტურ ბულინგს უკავშირებს. მან ამის შესახებ პრესკონფერენციაზე, BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კობახიძემ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან მოხსნაზე განცხადების შემდეგ საზოგადოების თუ საჯარო მოხელეების ნაწილის რეაქციები წაკითხულის გააზრების პრობლემას დაუკავშირა. BMG დაინტერესდა, რით ხსნის 13 ბიზნესასოციაციის და არაერთი ბიზნესის განცხადებას, რომლებიც მას […]