უცხოურმა აგენტებმა და მათმა პატრონებმა გამოიყენეს ბოლო რესურსი, რაც ჰქონდათ დარჩენილი – ირაკლი კობახიძე

უცხოურმა აგენტებმა და მათმა პატრონებმა გამოიყენეს ბოლო რესურსი, რაც ჰქონდათ დარჩენილი, მათ შორის, მათ გამოიყენეს ბოლომდე საჯარო სამსახურში არსებული რესურსი, თუმცა ხედავთ, რომ არც ეს რესურსი გამოადგათ, საბოლოო ჯამში, „ნაცმაიდნის“ წარმატებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა და ყველა მოქმედებაზე იქნება სათანადო რეაგირება […]

ირაკლი კობახიძე – საქართველოში „მაიდანის“ მოწყობის მცდელობა დასრულდა – შემიძლია ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა იქნება

საქართველოში „მაიდანის“ მოწყობის მცდელობა დასრულდა, ყველას მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, მშვიდობა ამ ქვეყანაში. შემიძლია ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კითხვაზე, ვინ მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს იქნება შესაბამისი უწყებების კომპეტენცია. „ეს იქნება შესაბამისი უწყებების კომპეტენცია, პასუხისმგებლობა. ამაზე საუბარი ჩემი პასუხისმგებლობა არ არის. არიან […]

საკონსტიტუციო სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტისა და 30 პოლიტიკოსის სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო. განჩინება, რომელიც სასამართლოს ვებ გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. განჩინებას თან ერთვის მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, […]

არმაზ ახვლედიანი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას „პასკვილს“ უწოდებს და აცხადებს, რომ დარწმუნებულია, მას პატრიარქი ხელს არ მოაწერს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას „პასკვილს“ უწოდებს და აცხადებს, რომ დარწმუნებულია, მას პატრიარქი ხელს არ მოაწერს. „ვინ წერს ასეთ პასკვილებს საპატრიარქოში, ვისი შეკვეთით?! ვინ დგას ამ სიბინძურის უკან?! მჯერა, პატრიარქი ამას ხელს არ მოაწერდა. აბა, გვითხარით, ვისი სახელით და რის ფასად არცხვენთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიას და აშავებთ ხალხის (მათ […]

საკონსტიტუციომ წარმოებაში არ მიიღო პრეზიდენტისა და პარტიების სარჩელი არჩევნებზე

საქართველოს საკონსტიტუციომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე, პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელები წარმოებაში არ მიიღო. 9-კაციანი პლენუმის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და განსხვავებული აზრი დაწერა ორმა მოსამართლემ: თეიმურაზ ტუღუშმა და გიორგი კვერენჩხილაძემ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს გვერდზე დღეს, 3 დეკემბერს გამოქვეყნდა. რას ითხოვდნენ პრეზიდენტი და პოლიტიკური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენმა სარჩელით 19 ნოემბერს მიმართა და არჩევნების არაკონსტიტუციურად […]

მინისტერიალზე განვიხილავთ უკრაინის სამხედრო დახმარების და არა ალიანსში მისი წევრობის საკითხს – მარკ რუტე

NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით ალიანსის პოზიცია უცვლელია. ამის შესახებ მარკ რუტემ ბრიუსელში ბრიფინგზე განაცხადა. „პარტნიორები თანხმდებიან, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია“, – განაცხადა რუტემ და აღნიშნა, რომ NATO-ს ვაშინგტონის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად, პარტნიორები წევრობისკენ ხიდს ავითარებენ. თუმცა, მისი თქმით, მინისტერიალზე, რომელიც დღეს გაიხსნება, ამ თემაზე დისკუსიები მოსალოდნელი არ არის. როგორც […]

ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირება ჩააგდო

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში, საგანგებო სხდომაზე, დეპუტატებმა რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას კენჭი დღეს უყარეს. 35 დეპუტატიდან, 22 დეპუტატი ხელშეკრულების წინააღმდეგ წავიდა, 2-მა კი თავი შეიკავა. დღეს დილიდან სოხუმში, პარლამენტის წინ შეკრებილი ოპოზიციონერები, დეპუტატებს კენჭისყრის ჩაგდებისკენ მოუწოდებდნენ. ე.წ პარლამენტის სპიკერის, ლაშა აშუბეს თქმით, დეპუტატებმა ხელშეკრულების რატიფიცირება საზოგადოებრივ-პოლიტიკური დაძაბულობის დასამშვიდებლად და არჩევნების მშვიდ გარემოში ჩასატარებლად უარყვეს. […]

Sport.es: “ბარსელონასთვის” ზაფხულში ლეაოზე მეტად კვარაცხელიას შეძენა პრიორიტეტული ამიტომ იქნება

ესპანური Sport.es წერს, რომ “ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მარცხენა ფლანგზე შემტევის შეძენას შეეცდება და კატალონიურ გრანდს ორი არჩევანი აქვს. “ბლაუგრანას” სიაში “ნაპოლის” ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია და “მილანის” პორტუგალიელი ვინგერი რაფაელ ლეაო არია, თუმცა თუ ჩვენ ესპანელ კოლეგებს დავუჯერებთ, პრიორიტეტული ხვიჩას ვარიანტი იქნება და ამას თავისი მიზეზებიც აქვს. “ბარსელონაში” მიაჩნიათ, რომ კვარაცხელიას უფრო ნაკლებ ხელფასზე […]

საპროტესტო აქციის დაშლისას მძიმედ დაშავებული 21 წლის ალექსი თირქია რეანიმაციაში რჩება

თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლისას 3 დეკემბერს, გამთენიისას დაშავებულ 21 წლის ალექსი თირქიას, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა აქვს მოხვედრილი. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა ინგოროყვას კლინიკასთან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ალექსიმ ბებიას დაურეკა და უთხრა, რომ ალყაში იყო და ამ საუბრის დროს მის მეგობარ გოგოს ფეხში, ხოლო […]

ირაკლი კობახიძის თქმით, იმ განცხადების შედგენაში, რომლის მიხედვითაც 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, პოლიტსაბჭოს სრული შემადგენლობა მონაწილეობდა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, იმ განცხადების შედგენაში, რომლის მიხედვითაც 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, პოლიტსაბჭოს სრული შემადგენლობა მონაწილეობდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის პროტესტი, რაც ამ განცხადების გაჟღერებას მოჰყვა, ისედაც დაგეგმილი იყო და ამ განცხადების თქმის მიუხედავად აუცილებლად შედგებოდა. „ამ განცხადების ტექსტის შედგენაში მთელი პოლიტსაბჭო მუშაობდა… რატომ არ შეწყდა […]