საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – მიუღებელია და ვგმობთ ძალადობას, მისი წახალისებისა და გამოწვევის ნებისმიერ ფორმას როგორც აქციის მონაწილეთა, ასევე, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიმართ

მიუღებელია და ვგმობთ ძალადობას, მისი წახალისებისა და გამოწვევის ნებისმიერ ფორმას როგორც აქციის მონაწილეთა, ასევე, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიმართ, – ასე ეხმაურება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. მათი განცხადებით, სტუ პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებას და სასწავლო პროცესის მიმდინარეობაში შეფერხების წარმოქმნის შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, სემესტრის დასრულებამდე, მათ სასწავლო კომპონენტების ინდივიდუალურად აღდგენაში მხარდაჭერას […]
ოზურგეთში, მოსწავლეთა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა

ოზურგეთში, მოსწავლეთა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ქალაქის მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს. პროტესტის მონაწილეების განცხადებით, მათი მომავალი ევროპაშია და არასოდეს შეეგუებიან საბჭოთა კავშირში ცხოვრებას. დღევანდელ აქციას შშმ პირებიც შეუერთდნენ. „ვგმობთ ძალადობას, რუსულ რეჟიმს! ჩვენ, ახალგაზრდებს გვინდა ევროპულ საქართველოში ცხოვრება და არა საბჭოთა კავშირში. ისეთ ქვეყანაში, სადაც დაცული იქნება ჩვენი უფლებები და […]
გახარია: დასაბუთებული ეჭვია, ნიღბებს უკან არ არიან შსს-ს საპოლიციო ქვედანაყოფების წევრები

გახარია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ბოლო დღეებში საპროტესტო აქციებზე საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობის ფაქტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ არაპროვოცირებული ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე ბოლო ხუთი დღის განმავლობაში უკვე საშიშ ფორმას იძენს და განსაკუთრებული სისასტიკით გუშინდელ ღამეს გამოყოფს. გახარიას თქმით, დასაბუთებული ეჭვი აქვთ, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან – სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფების წევრები და […]
“სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France Inter-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სპეცდანიშნულების ძალები აშკარად, ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. “დღეს ჩვენ მოწმე ვართ რუსული რეპრესიების, რომელიც ტარდება სპეცდანიშნულების ძალების გამოყენებით და რომლებიც აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. ამაზე მეტყველებს მათი ბრუტალურობა. მათ ურიგებენ “ამფეტამინს“ თუ არ ვიცი რაიმე სხვა ნივთიერებებს, რაც […]
“უნიჭიერეს გუნდში მოვხვდი, სადაც ყველაფერი მაღალი დონისაა, “დინამოში” კი ასე აღმოვჩნდი…” – ინტერვიუ “თბილისელთა ავსტრიელ მეკარესთან

27 წლის ავსტრიელი მეკარე ტობიას შუტცენაუერი თბილისის “დინამოს” ბოლო დანამატია. ფეხბურთელი დედაქალაქურ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა და ფოთის “კოლხეთთან” 0:3 წაგებულ შეხვედრაში გუნდის კარიც დაიცვა. შუტცენაუერი წლების განმავლობაში ოთარ კიტეიშვილის გრაცის “შტურმის” მეორე კიპერის სტატუსს ატარებდა, ბოლო სეზონი კი კვლავ სამშობლოში ითამაშა და “ალტახში” ირიცხებოდა, სადაც ჯამში 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ავსტრიულმა MeinBezirk-მა ამ […]
Bloomberg-ზე 16:05 საათისთვის 1 დოლარი 2.8645 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 16:05 საათისთვის 1 დოლარი 2.8645 ლარად ივაჭრება Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16:05 საათისთვის ერთი დოლარი 2.8645 ლარად ივაჭრება. აღსანიშნავია, რომ Bloomberg-ზე ეროვნული ვალუტის სავაჭრო კურსი 2.88-ით გაიხსნა. ცნობისთვის, 3 დეკემბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: · 1 აშშ დოლარი – 2.8478 ლარი. კურსის ცვლილება -6.84 თეთრი; · 1 ევრო – […]
ღარიბაშვილი “ქართული ოცნების“ დასატოვებლად ემზადება – მედია

ირაკლი ღარიბაშვილი პარტია “ქართულ ოცნებას“ ტოვებს, – ამის შესახებ “პირველებს“ ინფორმაცია ღარიბაშვილის გარემოცვამ დაუდასტურა. პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, აპირებს თქვას, რომ ის ბიზნესში მიდის. “ოცნების“ ლიდერები ღარიბაშვილს გუნდში ფორმალურად დარჩენას სთავაზობენ და სთხოვენ, განცხადება საპროტესტო აქციების ფონზე არ გააკეთოს. უცნობია, რას გადაწყვეტს ღარიბაშვილი.
საქართველოს ახალგაზრდა ელჩები არალეგიტიმურ მთავრობასა და მის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

საქართველოს ელჩები მიმართვას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ არალეგიტიმურ მთავრობასა და მის გადაწყვეტილებას 2028 წლამდე ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ემიჯნებიან, რაც ევროინტეგრაციას უარის თქმას ნიშნავს. ელჩების განცხადებით, აღნიშნული ქმედება საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, განვითარების გზას და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მკაფიოდ არის გამოხატული საქართველოს კონსტიტუციაში. ამ დროისთვის, განცხადებას 46 ახალგაზრდა ელჩი აწერს ხელს. “ჩვენ მტკიცედ […]
LSE კურსდამთავრებულები: საქართველოს ინტეგრაციის შეჩერება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის (LSE) კურსდამთავრებულები განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერენ. მათი თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის ისტორიული და შეგნებული არჩევანია. ამ განცხადებას 21 კურსდამთავრებული აწერს ხელს. LSE კურსთამთავრებულების განცხადებით, საქართველოს ინტეგრაციის პროცესის „2028 წლამდე დროებით შეჩერება”, მიუღებელია და ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას, […]
“აქციის მოთხოვნა რა არის, ვინმემ ზუსტად იცით?” – რას წერს ნინო წილოსანი
ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ აქციის მონაწილეებმა არც იციან რისთვის დგაგანან ქუჩაში. “აქციის მოთხოვნა რა არის, ვინმემ ზუსტად იცით?ევროპაში გვინდა? – კი, ჩვენც გვინდა. აბა, აქამდე ეს ევროპა ვინ მოიტანა თქვენამდე, თუ არა ჩვენ?!”ქართულ ოცნებასთან” ერთად არ გინდათ ევროპა?!აბა, “ნაცებთან” ერთად გინდათ? – იმდენად წამგებიანია ამის ხმამაღლა გაცხადება, რომ ვერ დაგაცდენინებთ […]