რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის ნაწილი აქციას მართავს

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის ნაწილი აქციას მართავს. ისინი ითხოვენ გადაიდოს კლინიკის ნაწილის დემონტაჟი, სანამ საავადმყოფოს მიმდებარედ სხვა ახალი კლინიკა არ აშენდება. ამ პერიოდის განმავლობაში მათ სურთ საქმიანობის გაგრძელება. “არ გვაქვს იმის ილუზია, რომ არ ჭირდება ამ შენობას ან რეკონსტრუქცია ან განახლება. თანამედროვე კლინიკის წინააღმდეგი დღეს, 21-ე საუკუნეში, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ […]
ბოლო ორ წელში, რაც შეფასების ინდექსმა დაფარა, საგრძნობი იყო მედიის მიმართ მომატებული ძალადობის შემთხვევები – გიორგი დავითური აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის შესახებ

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის მიხედვით, ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მოლდოვა ლიდერობს, უკრაინა მეორე, საქართველო კი მესამე ადგილზეა. ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმმა გამოაქვეყნა. ეს არის მონიტორინგის ინსტრუმენტი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის საქმიანობას აფასებს და ადგენს მათ პროგრესს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისკენ. ირკვევა, რომ კვლევის პროცესში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის გუნდმა ადგილობრივი ექსპერტების მოსაზრებები […]
რუსთაველის ეროვნულ თეატრში ზაზა მარჯანიშვილის 55 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა

“ორშაბათის ღამის სიზმარი” – რუსთაველის ეროვნულ თეატრში ზაზა მარჯანიშვილის 55 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა. კონცერტზე, კომპოზიტორის ახალი ნაწარმოებები ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა, ბენდთან ერთად შეასრულა, რომელსაც კახი სოლომნიშვილმა უდირიჟორა. კომპოზიტორის ნაწარმოებებზე, სპეციალურად, ამ ღონისძიებისთვის “სუხიშვილებმა” ახალი ცეკვა დადგეს, რომლის პრემიერაც ზაზა მარჯანიშვილის კონცერტზე შედგა.
გია მურღულია – სკოლაში ყველაფერი არ უნდა ასწავლო, უნდა ასწავლო იმდენი, რაც ბავშვის განვითარებისთვისაა საჭირო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ზოგადი განათლების მიმართულებით ახალ საგნობრივ სტანდარტებს ქმნის. ამისთვის ექსპერტთა სპეციალური ჯგუფებია შერჩეული. მათ, საორიენტაციოდ, მიმდინარე წლის მარტის თვის ბოლომდე, კონკრეტული გეგმა უნდა შეიმუშაონ. ზოგადი განათლების ახალი სტანდარტის საბოლოოდ დამტკიცებამდე კი საჯარო განხილვებიც გაიმართება. რას გულისხმობს ახალი საგნობრივი სტანდარტები, რომლებიც სკოლებში 2024-2025 სასწავლო წლიდან უნდა დაინერგოს და რას შეცვლის სწავლა – […]
მე-10-მე-12 კლასებში მოსწავლეები შესაძლოა, პროფილურ სწავლებაზე გადავიდნენ

მე-10 – მე-12 კლასებში მოსწავლეები შესაძლოა, პროფილურ სწავლებაზე გადავიდნენ. შესაბამისი ცვლილების შეტანა ზოგადი განათლების სისტემის სტანდარტში იგეგმება, რომელზეც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობას. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულიამ განაცხადა, საორიენტაციოდ იქნება სამი ძირითადი პროფილი: საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული და მათემატიკური. მისივე თქმით, პროფილური სწავლება, თავდაპირველად, 50-მდე სკოლაში, პილოტირების […]
ალუდა ღუდუშაური – მესამე ძალა, იქნება ეს გახარია, სალომე ზურაბიშვილი, „ლელო“, გვარამია თუ სხვები, საერთო წიაღიდან წამოსული არიან – მომავალ პარლამენტში „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ 30-35 მანდატის ამარა იქნება

მესამე ძალა, იქნება ეს გიორგი გახარია, სალომე ზურაბიშვილი, „ლელო“, გვარამია თუ სხვები, რა თქმა უნდა, საერთო წიაღიდან წამოსული არიან, რომელსაც ჩვენ ძალიან სამართლიანად კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვეძახით – მომავალ პარლამენტში „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ 30-35 მანდატის ამარა იქნება, – აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა გააკეთა. მისი თქმით, „ესენი გადაზღვევაზე შემოყვანილი პაიკები არიან, წარმოადგენენ კარგად დაძველებულ […]
დავით დარჩიაშვილი – „შავი გედის“ ფაქტორი გვჭირდება – რაღაც ისეთი უნდა მოხდეს, რაც ოპოზიციაში ვიღაცებს გაერთიანებისკენ უბიძგებს

მათ [ოპოზიციას] მუდმივად აშინებთ ის, რომ მათი ნაწილი ასე თუ ისე ასოცირდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღთან, წარსულთან და ეს აფიქრებინებს მეორე მხარეს, იგივე „ლელოს“, ღირს თუ არა, რომ გაერთიანდნენ – დაქსაქსულობა კიდევ უფრო პრობლემაა – აქ „შავი გედის“ ფაქტორი იქნება გადამწყვეტი, – ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, დავით დარჩიაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. […]
გივი მიქანაძე – სააკაშვილის პერიოდში შეიქმნა სასჯელაღსრულების სისტემა, სადაც უხეშად ილახებოდა მსჯავრდადებულთა უფლებები, 2012 წელს, როდესაც ის იყო პრეზიდენტი, ციხეებში 25 000 პატიმარი იყო და ეს ხდებოდა 3 700 000-იან ქვეყანაში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს, სიტყვით გამოვიდა. მისი განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პენიტენციურ სისტემაში რეალური მიღწევებია. „2014-2019 წლებში მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული პატიმრების მდგომარეობა, სამედიცინო მომსახურება და სერვისები, მათ შორის, ტუბერკულოზის, ჰეპატიტების და სხვა […]
დევიდ კემერონი – ღაზაში გაცილებით მეტი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანა უნდა შევიდეს

ღაზაში გაცილებით მეტი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანა უნდა შევიდეს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა. „როგორც მე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს განვუცხადე, ღაზაში გაცილებით მეტი სატვირთო მანქანის შესვლა უნდა იყოს შესაძლებელი და მეტი გადასასვლელი უნდა გაიხსნას. ჩვენ დახმარების შესატანად, მძევლების გამოსაყვანად და შემდეგ მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად სასწრაფო ჰუმანიტარული პაუზა გვჭირდება“, […]
სტუდენტები გამოსახლებისას დაკავებულ ლექტორს, აკაკი ჩიქობავას მხარდაჭერას უცხადებენ

სტუდენტები მხარდაჭერას უცხადებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, აკაკი ჩიქობავას, რომელიც კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციისას დააკავეს და მის გათავისუფლებას ითხოვენ. “აკაკი ჩიქობავა ჩვენთვის გამორჩეული ლექტორია – არა მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ლექციები გამოირჩეოდა სიღრმით, ენერგიით და იუმორით, არამედ იმის გამოც, რომ ის ყოველთვის მზად არის გვერდით დაუდგეს მათ, ვისაც ეს სასიცოცხლოდ სჭირდება – სტატუსშეჩერებულ […]