“გავერთიანდეთ სააკაშვილის გასათავისუფლებლად” – ბეჟაშვილის სიტყვა ევროსაბჭოს ასამბლეაზე

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2024 წლის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის მიმართ მოპყრობაზე ისაუბრა. ბეჟაშვილის თქმით, საყოველთაოდ არის აღიარებული, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა “კრემლისადმი წინააღმდეგობისა და დემოკრატიისადმი ერთგულების შედეგია”. მან მოუწოდა დეპუტატებს, გაერთიანდნენ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პოლიტიკური პატიმრების […]
არქი საბურთალოზე პრემიუმ კლასის კომპლექსს არქი უნივერსს აშენებს

თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბან საბურთალოზე ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარბასთან ერთად იზრდება ამ უბანში ცხოვრების მსურველთა რიცხვიც. საბურთალოზე გამორჩეული ადგილია უნივერსიტეტის ქუჩა, სადაც დღესდღეობით მიმდინარეობს ბაგებთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა. ახალი ხიდი უნივერსიტეტის ქუჩის მცხოვრებლებს ბაგებსა თუ წყნეთში მოხვედრას გაუმარტივებს. გამწვანებული გარემოსა და ცენტრთან სიახლოვის გამო უნივერსიტეტის ქუჩა საცხოვრებლად ძალიან მოთხოვნადია. ჩვენ მოგიყვებით, რას გთავაზობთ […]
“თუ კომპანია ამ ტემპით განვითარებას გააგრძელებს, ყოველწლიურად 40%-იანი ზრდა გვექნება” – “ჰერბიას” გეგმები

„ტემპი უნდა გავზარდოთ” – ასე პასუხობს „ჰერბიას“ დამფუძნებელი bm.ge-ს კომპანიის გეგმებთან დაკავშირებით დასმულ შესაბამის კითხვას. კომპანიის 2024 წლის მოლოდინები საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. უპირველესად გეგმები ეხება ექსპორტს. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ ბაზარზე მაღალი მოთხოვნის გამო კომპანიას ექსპორტი შეჩერებული აქვს და დიდი მოცულობების რეალიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე იქამდე არ დაიწყებს, სანამ წარმადობა უპირველესად საქართველოს ბაზარს არ დააკმაყოფილებს. თუმცა 2024 […]
ფაბიო კაპელომ, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

ლეგენდარულმა იტალიელმა დამრიგებელმა ფაბიო კაპელომ, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა. 77 წლის მენეჯერმა ასეთად თანამემამულე კარლო ანჩელოტი ცნო და აღნიშნა, რომ ის ძალიან ჭკვიანია. “კარლო მსოფლიოში პირველი ნომერია. სადაც კი იმუშავა, ყველგან გაიმარჯვა. ძალიან რთულია, იმდენი მოგება დააგროვო, რაც ანჩელოტიმ შეძლო. რა არის მისი წარმატების საიდუმლო? – ის ჭკვიანია! ერთი სისტემა არ აქვს და […]
გაიცანით ბიორნ იონსენი – ქუთაისის “ტორპედოს” ნორვეგიელი ახალწვეულის მიერ გატანილი გოლები [VIDEO]

ქუთაისის “ტორპედომ” 32 წლის ნორვეგიელი ფორვარდი ბიორნ იონსენი დაიმატა და მას 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა. მას ნორვეგიის ნაკრებში 16 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი. ბოლოს გამოცდილი შემტევი ნიდერლანდებში, “კამბურში” ასპარეზობდა, იქამდე კი “დენ ჰააგის”, “ალკმაარის”, “ულსან ჰიუნდაის”, “როსენბორგის”, “ჰართსისა” და “მონრეალის” ღირსებასაც იცავდა. გთავაზობთ იონსენის მიერ გატანილ რამდენიმე გოლს, რითაც ამ ფეხბურთელზე წარმოდგენა შეგექმნებათ. ტარანის […]
PACE-მ აზერბაიჯანის დელეგაციას უფლებამოსილება შეუჩერა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ(PACE) გადაწყვიტა უფლებამოსილების რატიფიცირებაზე უარი უთხრას აზერბაიჯანის დელეგაციას. მიზეზად დასახელდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა, ოპოზიციის და დამოუკდებელი მედიის დევნა და ქმედებები, რომლებმაც ყარაბაღიდან სომხური მოსახლეობის განდევნა გამოიწვია. საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, რომელიც სტრასბურგში მიმდინარეობს, შესაბამისი რეზოლუციის პროექტს კენჭი უყარეს 24 იანვარს. რეზოლუციას მხარი დაუჭირა დარბაზში მყოფი 90-დან 76-მა დეპუტატმა, 10 წინააღმდეგი […]
ირაკლი კობახიძე “ნაციონალურ მოძრაობაზე”: ერთადერთი, სადაც შეიძლება შეიყვანოს ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩვენი ქვეყანა, ეს არის უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა

“ამბობენ, რომ “ნაცმოძრაობა” უფრო ადრე შეიყვანს ქვეყანას ევროკავშირში, ვიდრე “ქართული ოცნება”. ერთადერთი, სადაც შეიძლება შეიყვანოს ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩვენი ქვეყანა, ეს არის უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა. საზოგადოებამ ამ კუთხით კიდევ ერთხელ უნდა შეხედოს საკუთარ არჩევანს და არჩევანი უნდა გაკეთდეს არა “ომის პარტიის”, არამედ მშვიდობის და ეკონომიკური განვითარების სასარგებლოდ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ […]
გივი მიქანაძე: სააკაშვილის პერიოდში შეიქმნა სასჯელაღსრულების სისტემა, სადაც უხეშად ილახებოდა მსჯავრდადებულთა უფლებები, 2012 წელს, როდესაც ის იყო პრეზიდენტი, ციხეებში 25 000 პატიმარი იყო და ეს ხდებოდა 3 700 000-იან ქვეყანაში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს, სიტყვით გამოვიდა. მისი განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პენიტენციურ სისტემაში რეალური მიღწევებია. “2014-2019 წლებში მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული პატიმრების მდგომარეობა, სამედიცინო მომსახურება და სერვისები, მათ შორის, ტუბერკულოზის, ჰეპატიტების და სხვა […]
ბრალდებები ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების საკითხზე – რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას ითხოვს

ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების საკითხზე უკრაინა საერთაშორისო გამოძიებას, რუსეთი კი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს. ლავროვი მომხდარს ტერორისტულ აქტს უწოდებს და დამნაშავედ უკრაინულ მხარეს ასახელებს. “უკრაინელი სამხედრო ტყვეები ბელგოროდის რეგიონში მოსკოვისა და კიევს შორის შეთანხმებული მომდევნო გაცვლისთვის გადაჰყავდათ. იმის ნაცვლად, რომ ეს გაცვლა მომხდარიყო, უკრაინულმა მხარემ ხარკოვის რეგიონიდან ამ თვითმფრინავზე საზენიტო […]
მასშტაბური ხანძარი სერბეთში – ცეცხლი ბელგრადის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გაჩნდა

მასშტაბური ხანძარი სერბეთში – ცეცხლი ბელგრადის სავაჭრო ცენტრში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო 3 ვერტმფრენი და 75-ზე მეტი მეხანძრე. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.