რუსთავის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ახალი პროგრამების განხორციელება დაიწყო

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე სარეაბილიტაციო – განმავითარებელი ცენტრ „კესანეს“ ბენეფიციარების მშობლებს შეხვდა. მედიათეკაში გამართულ შეხვედრაზე, ქალაქის მერმა იმ ახალ და გაუმჯობესებულ სოციალურ პროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც რუსთავის მერია 2024 წლის განმავლობაში განახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა ინტერაქტიური რეჟიმით მიმდინარეობდა. ნინო ლაცაბიძემ „კესანეს“ ბენეფიციართა მშობლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა […]
2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლებს ზოგადი განათლების ახალი სტანდარტი ექნებათ

2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლებს ზოგადი განათლების ახალი სტანდარტი ექნებათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულიამ ინტერვიუში განუცხადა, ყველა სასკოლო საგნის მიმართულებით ახალი სტანდარტის შესამუშავებლად სამინისტროში დარგის ექსპერტთა სპეციალური ჯგუფებიცაა შექმნილი. მისივე თქმით, სტანდარტის შემუშავების შემდეგ, მის საბოლოო დამტკიცებამდე საჯარო განხილვებიც გაიმართება. „სტანდარტის შემუშავება რეფორმის ერთ-ერთი ნაწილია, არსებითად მნიშვნელოვანი […]
“ღმერთი არ გაგიწყრეთ, ხატს ხელი არ ახლოთ…“ – ემოციური ამბავი კაცზე, რომელიც ახლობლის სახლის ძარცვის მონაწილე გახდა

ეს ამბავი წლების წინ მოხდა. თითქოს არც არავინ მომიკლავს და არც არაფერი მომიპარავს, თუმცა ორივე ცოდვის მონაწილე გავხდი. სიცხისგან შეწუხებულნი ეზოში ვისხედით და ცივ ღვინოს მივირთმევდით. საღამო ხანს სხვა უბნელი, ნაცნობი ბიჭები შემოგვიერთდნენ. შინ წასვლას არ ვჩქარობდით. ვიცოდით, სინათლე გვიანობამდე არ მოვიდოდა. ღვინო მოგვეკიდა. კარგად დაღამებული იყო, რომ დავიშალეთ. – შინამდე მიგიყვანთ, – მითხრა ნასედკამ. […]
თურქეთის, რუსეთის და ყაზახეთის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის 2024 წლის ნებართვების რაოდენობა ამოიწურა – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთის, რუსეთის და ყაზახეთის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მე -3 ქვეყანაში / მე – 3 ქვეყნიდან 2024 წლის ნებართვების რაოდენობა ამოიწურა. უწყება ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რომელშიც ნათქვამია, რომ დამატებითი რაოდენობის სანებართვო დოკუმენტების მისაღებად პარტნიორ ქვეყნებთან მუშაობა მიმდინარეობს. „გაცნობებთ, რომ თურქეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, ყაზახეთის რესპუბლიკის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მე […]
მე-10-მე-12 კლასებში მოსწავლეები შესაძლოა, პროფილურ სწავლებაზე გადავიდნენ

მე-10 – მე-12 კლასებში მოსწავლეები შესაძლოა, პროფილურ სწავლებაზე გადავიდნენ. შესაბამისი ცვლილების შეტანა ზოგადი განათლების სისტემის სტანდარტში იგეგმება, რომელზეც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობას. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულიამ განაცხადა, საორიენტაციოდ იქნება სამი ძირითადი პროფილი: საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული და მათემატიკური. მისივე თქმით, პროფილური სწავლება, თავდაპირველად, 50-მდე სკოლაში, პილოტირების […]
საქართველოს სკოლების 64%-ს არ გააჩნია არანაირი საბუნებისმეტყველო ლაბორატორია

კვლევის შედეგებს სასკოლო ინფრასტრუქტურის შესახებ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისო ურთიერთობების ცენტრი აქვეყნებს. ორგანიზაციამ კვლევა მუნიციპალიტეტებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოამზადა, განათლების და მეცნიერების სამინისტროდან და მასზე დაქვემდებარებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოდან მათ საჯარო ინფორმაციის მიღება ვერ მოახერხეს. სწორედ ეს უკანასკნელი უწყებაა პასუხისმგებელი ახალი სკოლების აშენებაზე, არსებულების განახლებასა და აღჭურვაზე. კვლევამ აჩვენა, […]
საქართველოში თუთიყუშების იმპორტი 294%-ით გაიზარდა

2023 წელს საქართველოში 75 140 აშშ დოლარის ღირებულების თუთიყუშები შემოვიდა. თუთიყუშების მთავარი მომწოდებელი ქვეყანა ნიდერლანდები იყო საიდანაც 46 280 აშშ დოლარის ღირებულების ცოცხალი ფრინველი შემოვიდა. ასევე თუთიყუშები შემოყვანილი იქნა ჩეხეთიდან (26 160 აშშ დოლარი) და უზბეკეთიდან (2 700 აშშ დოლარი). ამ მონაცემების თანახმად, 2023 წელს წინა წელთან შედარებით იმპორტი 294%-ით არის გაზრდილი. 2022 წელს 19 […]
„აღსრულებაში დღეს გვაქვს ისეთი საკანონმდებლო სივრცე, რომელიც მაღალგანვითარებული დემოკრატიის ქვეყნების კანონმდებლობას იმეორებს“ – სოფიო ლოქაბიძე

,,ჩვენ დღეს გვაქვს ისეთი საკანონმდებლო სივრცე, რომელიც სრულად შეესაბამება და იმეორებს მაღალგანვითარებული დემოკრატიის ქვეყნების კანონმდებლობას”, – ამის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სოფიო ლოქაბიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა. მან სააღსრულებო პროცესების მართვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ისაუბრა. „ჩვენმა ქვეყანამ, მათ შორის, სააღსრულებო კანონმდებლობის ნაწილში , პრაქტიკულად, სრულად გაიზიარა და დანერგა […]
აზერბაიჯანი PACE-სთან თანამშრომლობას აჩერებს

აზერბაიჯანის დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის [PACE] სხდომა დატოვა და სტრუქტურა ორმაგ სტანდარტებში და აზერბაიჯანში მიმდინარე საარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა. საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვას ადამიანის უფლებების დარღვევისა და პოლიტიპატიმართა რიცხვის ზრდის, ასევე თებერვალში საპრეზიდენტო არჩევნებზე PACE-ს დელეგაციის მიწვევაზე უარის გამო. აზერბაიჯანის დელეგაციის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ “აზერბაიჯანოფობიისა და ისლამოფობიის” […]
ილიაუნის წარმომადგენლები გამოსახლებისას დაკავებული გიორგი ხასაიას გათავისუფლებას ითხოვენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ და გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე, 23 იანვარს დაკავებული გიორგი ხასაიას გათავისუფლებას ითხოვენ. ამავე პროგრამის დოქტორანტის და მოძრაობა “ხმის” აქტივისტი გიორგი ხასაია, სხვა აქტივისტებთან ერთად, 2024 წლის 23 იანვარს, მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლებისას დააკავეს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე. 25 იანვარს გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას პროკურატურამ […]