„გამოიჩინეთ თავშეკავება“ — იაპონიის მთავრობა „ოცნებას“ მიმართავს

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, რომელსაც ხელისუფლება პოლიციისა და სპეცრაზმით ხელით ძალადობრივად არბევს ყოველ ღამით, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროც ეხმაურება და მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, თავშეკავებას მოუხმოს და თავიდან აიცილოს მდგომარეობის მეტად გამწვავება. იაპონია, საქსტატის თანახმად, საქართველოში შემოტანილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით მე-2 ადგილზეა 2024 წლის II კვარტალში. „იაპონია ყურადღებით აკვირდება საქართველოში მოვლენების განვითარებას, 26 ოქტომბერს […]
1 ევროს ღირებულება 3 ლარს გადასცდა – ლარი გაუფასურებას განაგრძობს – Netgazeti • ვალუტის კურსი • ლარის გაუფასურება • ლარის კურსი • Netgazeti.ge

3 დეკემბერს გამართული ვაჭრობის შემდეგ, ლარი აშშ დოლართან და ევროსთან კიდევ ერთხელ გაუფასურდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით 2.68 თეთრით გაუფდასურდა. რის გამოც 1 აშშ დოლარი 4 დეკემბერს 2.8746 ლარი ეღირება. ხოლო, ევროსთან მიმართებით 2.85 თეთრით გაუფასურდა. შესაბამისად, 1 ევრო – 3.0252 ლარი ეღირება.
საქართველომ წელს 6.380 მლნ დოლარის პიროტექნიკა იყიდა

საქართველომ წელს 6.380 მლნ დოლარის პიროტექნიკა იყიდა 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში პიროტექნიკის იმპორტი 27,5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 10 თვის განმავლობაში ქვეყანაში შემოვიდა 6.380 მლნ დოლარის ღირებულების 812.8 ტონა ფეიერვერკები, სასიგნალო შუშხუნები, წვიმის რაკეტები და სხვა პიროტექნიკურ ნაწარმი, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტის მოცულობამ 5.002 მლნ დოლარი შეადგინა, 501.2 ტონა. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველომ […]
დოდი ხარხელი: ყველაფერი წაიღეს – დავიწყებული ფლეშკა, მობილურები, სამუშაო ლეპტოპები

აქტივისტი დოდი ხარხელი, რომლის სახლის ჩხრეკაც პოლიციამ ცოტა ხნის წინ დაასრულა, ამბობს, რომ პოლიციამ წაიღო – ყველაფერი, მათ შორის დავიწყებული ფლეშკა, მობილურები, სამუშაო ლეპტოპები როგორც მისი, ასევე ქმრისა და შვილის. მან გაიხსენა მომენტი, როდესაც შვილის საბავშვო ბაღში დატოვების შემდეგ რამდენიმე პოლიციელი მიუახლოვა. მისი თქმით, LIVE-ის ჩართვა გადაწყვიტა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, მათ შორის, […]
დოდი ხარხელის სახლის ჩხრეკა დასრულდა, ის არ დაუკავებიათ

დოდი ხარხელის სახლის ჩხრეკა დასრულდა. ის არ დაუკავებიათ. თუმცა, პოლიციელებმა მისი სახლიდან ამოიღეს ტექნიკა. ხარხელის ინფორმაციით, პოლიციელებმა უთხრეს, რომ ჩხრეკა გადაუდებელი საჭიროება იყო. თუმცა, იმ საქმის გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გაჩხრიკეს, რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ის მოწმის სახით უკვე გამოიკითხა. “წაიღეს ყველაფერი. სადღაც გადავარდნილი, დავიწყებული ფლეშკა; მობილურები; ძველი მობილურები, მათ შორის; სამუშოა ლეპტოპები ჩემიც, ჩემი […]
ირაკლი კობახიძე საჯარო დისკუსიის მსურველებს ხვალ, მთავრობის ადმინისტრაციაში იწვევს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საჯარო დისკუსიის მსურველებს ხვალ მთავრობის ადმინისტრაციაში იწვევს. როგორც პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი, საჯარო დისკუსია პირდაპირი ეთერის ფორმატში გაიმართება. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვა რამდენიმე ყოფილმა და მოქმედმა პოლიტიკოსმა. ვთავაზობთ […]
ჯანდაცვის მინისტრმა ახალი მოადგილეები დანიშნა – თამარ გაბუნია მინისტრის მოადგილის თანამდებობას აღარ დაიკავეს

ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები დაინიშნენ. მიხეილ სარჯველაძეს ოთხი მოადგილე ეყოლება – მისი მოადგილეები არიან: თეა გიორგაძე, გიორგი პატარიძე, ირინე წაქაძე და გიორგი ცაგარეიშვილი. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ურთიერთშეთანხმებისსაფუძველზე, ჯანდაცვის მინისტრმა თამარ გაბუნია, მოადგილის თანამდებობაზე აღარ წარადგინა. “სარჯველაძემ თამარ გაბუნიას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და პანდემიის მართვის, ჯანდაცვის […]
განათლების სამინისტრო – მიუღებელია კონკრეტული პირების მიერ სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზანმიმართული მცდელობა და ბავშვების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში

ჩვენთვის მიუღებელია ის პროცესები, რაც ახლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხდება,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. სამინისტროს განცხადებით, კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე – ისინი იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე და მოუწოდებენ დირექციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაფიცვისკენ, აღვივებენ შუღლს ახალგაზრდებს შორის. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიუღებელია კონკრეტული პირების მიერ სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზანმიმართული მცდელობა, ისევე, […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 დეკემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 დეკემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 დეკემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: სიონი, მაგრანეთი, ორხევი, ზურაბები და მიმდებარე სოფლებში; 12:00 საათიდან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ძეგვი, საგურამო, გალავანი, ნავდარაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; […]
კახა კალაძე – იკვეთება დატრენინგებული ჯგუფები, რომლებიც თავისთვის მდგომ პოლიციელებს მივარდნენ – იყო პირდაპირ ქვების სროლა და „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენება

იკვეთება დატრენინგებული ჯგუფები, რომლებიც თავისთვის მდგომ პოლიციელებს მივარდნენ – იყო პირდაპირ ქვების სროლა და „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ისინი არავის მისცემენ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში ვინმემ „მოაწყოს გადატრიალება, რევოლუცია, ხალხის დაპირისპირება და პოლარიზაციის გაღრმავება.“ „ძალიან მძიმე იყო, რაც ჩვენ […]