ლევან სამუშია – მივმართავ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოდით და თქვით, რომ საერთოდ არ არსებობთ! თქვენ ხართ ამ ორგანიზებული სისხლიანი სპეცოპერაციის თანამონაწილე, რადგან სამართლებრივ მოქმედებებს არ ატარებთ დამნაშავეების დასასჯელად

მივმართავ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, თუ საერთოდ მიმართვა ღირს, გამოდით და თქვით, რომ საერთოდ არ არსებობთ! თქვენ ხართ ამ ორგანიზებული სისხლიანი სპეცოპერაციის თანამონაწილე, რადგან სამართლებრივ მოქმედებებს არ ატარებთ დამნაშავეების დასასჯელად, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, დღეს დუმილი რეჟიმთან თანამშრომლობას ნიშნავს. „უკვე, დღეებია საქართველოს მასშტაბით და განსაკუთრებით, თბილისში ივანიშვილის […]
მარგუს ცაჰკნა – არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირისკენ სვლის გაგრძელების რეალური სურვილი აქვს – ამ ტყუილების აღარ მჯერა

გულწრფელად ვიტყვი, რომ საქართველოს მთავრობამ მოატყუა ქართველი ხალხი და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მოელის თუ არა, რომ საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციის პროცესს გააგრძელებს. „არ ვფიქრობ, რომ არსებობს ევროკავშირისკენ სვლის გაგრძელების რეალური სურვილი, პირიქით. ევროკავშირმა ზაფხულში […]
კახა კალაძე – სალომე ზურაბიშვილი არის ყველანაირად ამორალური ადამიანი, ყველაფრის მკადრებელი – კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არ არის საქართველოს პრეზიდენტი, ემსახურება გარე ძალების ინტერესებს

სალომე ზურაბიშვილი არის ყველანაირად ამორალური ადამიანი, ყველაფრის მკადრებელი. კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არ არის საქართველოს პრეზიდენტი, ემსახურება გარე ძალების ინტერესებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც ის საუბრობს, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები აქციებზე ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. მისივე თქმით, პრეზიდენტის განცხადებები არის სამარცხვინო. „ეს […]
მიხეილ სააკაშვილი – აღმაფრთოვანებელია ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება – ის ბევრად აღემატება ბელარუსის და ვენესუელელი პროტესტანტების ორგანიზების და წინააღმდეგობის ხარისხს, დიდწილად გაუსწრო „ვარდების რევოლუციასაც

გამაოგნებელი და აღმაფრთოვანებელია ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება – ის ბევრად აღემატება ბელარუსის და ვენესუელელი პროტესტანტების ორგანიზების და წინააღმდეგობის ხარისხს, დიდწილად გაუსწრო „ვარდების რევოლუციასაც“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ქართველმა ახალგაზრდებმა სწრაფად ისწავლეს თავდაცვა ტერორისტული შენაერთებისგან და იმპროვიზაცია. „გამაოგნებელი და აღმაფრთოვანებელია ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება, რომელსაც გადაჭარბების გარეშე, მთელი მსოფლიო […]
“5 დღეა ვხედავთ ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებების მიმართ” – მოლდოვის პრემიერი

“მოლდოვა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს,” – ამის შესახებ მოლდოვის პრემიერმინისტრი დორიან რეჩანი სოციალურ ქსელში წერს და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. “ბოლო 5 დღის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას დემოკრატიისა და მათი ევროპული მისწრაფებების მიმართ. მოლდოვა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი შეკრების უფლებას და დემოკრატიული მომავლისკენ მათ სწრაფვას, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის […]
“მობრძანდით ხვალ” – რომელ პოლიტიკოსებს მიმართავს კობახიძე

არაკონსტიტუციურად შეკრებილი პარლამენტის მიერ დანიშნული ირაკლი კობახიძე, მიმართავს მოქმედ პოლიტიკოსებს, მის განცხადებას, სოციალურ ქსელში, გვერდი “საქართველოს მთავრობა” ავრცელებს: როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვა რამდენიმე ყოფილმა და მოქმედმა პოლიტიკოსმა. ვთავაზობთ მათ, ათამდე თანამოაზრესთან […]
დიღმის იზოლატორთან აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის აქციაა

თბილისში, დიღმის იზოლატორთან ანტირუსულ აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. შეკრებილების თქმით, მხარს უჭერენ დაკავებულებს და ამბობენ, რომ ისინი საქართველოს ევროპული არჩევანისთვის ბრძოლის გამო იმყოფებიან იზოლატორში. პროევროპულ აქციებზე პოლიციამ ჯამში 300-მდე ადამიანი დააკავა.
,, სახლში ვიჯდე და დაველოდო, როდის მოვლენ ვაჟა დოქსოპულო და თეიმურაზ რიკტაფელოვი ვარლამ ივანიშვილის ბრძანებით?” – გოჩა მირცხულავა

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა: ,, მე, ამ ქვეყნის მოქალაქეს, თუ მიმაჩნია, რომ ხელისუფლებად წოდებული ძალა, რომელმაც სახელმწიფო გადატრიალებით მიიტაცა ძალაუფლება – საფრთხეს წარმოადგენს პირადად ჩემი და ჩემი თანამოქალაქეებისათვის, რა უნდა გავაკეთო? ფიზიკურად როგორ გადავრჩე? არ დავიწყებ ახლა – რომ დამარტყას ვინმემ ეს დამემართება და ის, არც იმას რა მიზეზით… სახლში ვიჯდე და დაველოდო, როდის მოვლენ ვაჟა […]
ლარი გაუფასურებას განაგრძობს – რა ღირს ეროვნული ვალუტა ბანკებში

ლარი გაუფასურებას განაგრძობს – რა ღირს ეროვნული ვალუტა ბანკებში 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8746 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8746 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8478 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0268 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0252 […]
პიროტექნიკით მოვაჭრე მაღაზიებს, აფრთხილებენ რომ პროდუქცია გაყიდვიდან ამოიღონ

პიროტექნიკით მოვაჭრე მაღაზიებს, აფრთხილებენ რომ პროდუქცია გაყიდვიდან ამოიღონ ლილოს ბაზრობაზე საახალწლო პიროტექნიკით მოვაჭრე მაღაზიები და საწყობები დალუქეს. ,,კომერსანტი’’ დაინტერესდა, შემოსავლების სამსახურიდან ან რომელიმე უწყებიდან მიაკითხეს თუ არა სავაჭრო ცენტრებში განთავსებულ მაღაზიებს, სადაც პიროტექნიკა იყიდება. ჩვენ ფოიერვერკები და სადღესასწაულო აქსესუარებით მოვაჭრე მაღაზიას ,,ბალუნ ბარს’’ დავუკავშირდით და ვკითხეთ, მათაც ხომ არ ემუქრებათ დალუქვა. ცხელ ხაზზე განგვიცხადეს, რომ […]