განათლების სამინისტრო – მიუღებელია კონკრეტული პირების მიერ სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზანმიმართული მცდელობა და ბავშვების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში

ჩვენთვის მიუღებელია ის პროცესები, რაც ახლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხდება,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. სამინისტროს განცხადებით, კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე – ისინი იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე და მოუწოდებენ დირექციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაფიცვისკენ, აღვივებენ შუღლს ახალგაზრდებს შორის. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიუღებელია კონკრეტული პირების მიერ სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზანმიმართული მცდელობა, ისევე, […]

EU-მ მხარი უნდა დაუჭიროს ქართველი ხალხს “ოცნების” ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებით – “ევროპელი მწვანეები”

ევროპელ მწვანეთა პარტია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მკაცრად გმობს საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის მიერ ძალადობრივ პასუხს საპროტესტო აქციებზე, მათ შორის ფიზიკურ თავდასხმებს მომიტინგეებზე, ჟურნალისტებსა და პოლიტიკურ ოპონენტებზე. “ევროპელი მწვანეები სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და მკაცრად ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივ პასუხს საპროტესტო აქციებზე, მათ შორის ფიზიკურ თავდასხმებს მომიტინგეებზე, ჟურნალისტებზე და პოლიტიკურ ოპონენტებზე. არის კადრები, […]

ბექა დავითულიანი კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ყოფილი პარლამენტარი, ბექა დავითულიანი კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2 დეკემბერს გამოსცა. დავითულიანი მე-10 მოწვევის პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო. კულტურისა და სპორტის ახლად დანიშნულ მინისტრს კიდევ ორი მოადგილე ჰყავს.

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – თამარ გაბუნია მინისტრმა მოადგილის თანამდებობაზე არ წარადგინა

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – თამარ გაბუნია მინისტრმა მოადგილის თანამდებობაზე არ წარადგინა ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები – თეა გიორგაძე, გიორგი პატარიძე, ირინე წაქაძე და გიორგი ცაგარეიშვილი – დაინიშნენ. მიხეილ სარჯველაძისა და თამარ გაბუნიას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ჯანდაცვის მინისტრმა, თამარ გაბუნია, მოადგილის თანამდებობაზე აღარ წარადგინა. მიხეილ […]

2025 წელს ყველაზე პოპულარულ დასასვენებელ ადგილებად იაპონია და ტაილანდი დასახელდა

2025 წელს ყველაზე პოპულარულ დასასვენებელ ადგილებად იაპონია და ტაილანდი დასახელდა Global Hotel Alliance (GHA), დამოუკიდებელი სასტუმროების ბრენდების მსოფლიოს უდიდესმა ალიანსმა, 2025 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებები დაასახელა. GHA-მ აღნიშნული ჩამონათვალი მისი ლოიალობის პროგრამის GHA DISCOVERY-ის წევრების გამოკითხვის საფუძველზე შეადგინა. სიაში წამყვან პოზიციებს ზედიზედ მეორე წელია იაპონია და ტაილანდი იკავებენ.ჩინეთი მესამე ადგილზეა.ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ და იტალიამ მეოთხე […]

მეღვინეები: საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კონსტიტუციური ფარგლებიდან

ქართველი მეღვინეები მიმართვას ავრცელებენ და აღნიშნავე, რომ საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კონსტიტუციური ფარგლებიდან. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ღვინის ოსტატები ავრცელებენ. მეღვინეების განცხადებით, ქართული ოცნება თვითმარქვია პოლიციის რეპრესიული მექანიზმებით, ცდილობენ, ქვეყანაში დაამყარონ ბარბაროსული დიქტატურა. მეღვინეების თქმით, კომიკურია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, მთელ საზოგადოებას უსამართლო ძალადობით დაუპირისპირდეს და ცემისა და დაჭერის შიშით, დაიმორჩილოს ქართველი ხალხი. […]

“მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი” – შოთა ნონიკაშვილი უკრაინულ გამოცემას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა

სპეცრაზმს დამიზნებით ესვრიან ბენზინიან ბოთლებს პიროტექნიკას სახეში უმიზნებენ წვავენ და ანგრევენ ყველაფერსეგ არის მშვიდობიანი მიტინგი? ფეხბურთი ითამაშეთ ბიჭო ფეხბურთი რაშიც გარკვეული არ ხართ იმაზე კომენტარის გაკეთება აუცილებელი არ არი

“არ ვფიქრობთ, რომ ივანიშვილი „გონს მოვა” – მეღვინეების მიმართვა

მეღვინეები საზოგადოებასა და პროფესიულ ჯგუფებს მიმართავენ და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან. განცხადებაში, რომელიც “ღვინის ოსტატების” ფეისბუქგვერდზე ვრცელდება, ისინი მოუწოდებს პროფესიულ ჯგუფებს მოახდინონ მობილიზება და ყველა ერთად დადგეს “ამ სამარცხვინო დიქტატურის დასასრულებლად ჩვენს საყვარელ ქვეყანაში“. ამ განცხადებით საზოგადოებას მივმართავთ ქართველი მეღვინეები, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და როგორც პროფესიული ჯგუფი. არ გვინდოდა ამ […]

,, ცოლების მიერ დაღუპულ მამაკაცებზე პოსტში შვილმკვდარი მამა რომ მოვიხსენიე, ეგ იყო “ნაცური საქციელი” ჩემი მხრიდან” – ლაშა ნაცვლიშვილი

ყოფილი მაღალჩინოსანი, ლაშა ნაცვლიშვილი: ,, ყველაზე პოპულარული წამოძახება ნებისმიერი დონის პოლიტიკურ დებატებში დღეისათვის გახლავთ: “ნაცები შენსკენ მოიკითხე”. ამიტომ, “ნაცის” რაობა დაზუსტებას მოითხოვს, – მე ჩემს დეფინიციას შემოგთავაზებთ: დავიწყებ იმით, რომ “ნაცი” ჩემთვის პოლიტიკური კუთვნილების ნიშანი საერთოდ არ არის. “ნაცი” – პირველ რიგში, დიდსულოვნების და, შესაბამისად, კეთილშობილების დეფიციტია – უკიდურესი ეგოცენტრიზმი, სხვისი გაუთვალისწინებლობა, მადლის დაუნახავობა, დანაშაულის […]

“ნუ აბრალებთ სხვებს“ – აშშ-ს საელჩო “ოცნებას”

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ქარდს აქვეყნებს და “ოცნების” მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ეხმაურება. “ქართულმა ოცნებამ” შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. „ქართულმა ოცნებამ” დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – წერია საელჩოს ქარდის აღწერაში. http://