დონალდ ტრამპი ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმაზე – მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს არასდროს მოხდებოდა
აშშ-ში “რესპუბლიკელი” პოლიტიკოსები სირია-იორდანიის საზღვარზე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმას ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკით ეხმაურებიან. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ეს თავდასხმა ჯო ბაიდენის სისუსტის და დანებების შედეგია. „მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს არასდროს მოხდებოდა. შეერთებულ შტატებზე განხორციელებული ეს თავხედური თავდასხმა ჯო ბაიდენის სისუსტისა და დანებების კიდევ ერთი შემზარავი და ტრაგიკული შედეგია“, – აღნიშნა ტრამპმა. […]
შალვა პაპუაშვილი – საქართველოს გამოწვევა და პრობლემა არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზაციაა – პოლარიზაცია პრობლემაა მაშინ, როცა ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უუნარო, საქართველოში კი ასეთი რამ არ არის
საქართველოს გამოწვევა და პრობლემა არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზაციაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის ნაბიჯებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, პოლარიზაცია პრობლემა არის მაშინ, როდესაც ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უუნარო, საქართველოში კი ასეთი რამ არ არის. „რაც შეეხება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას – იცით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხს, თავისთავად ინსტიტუციურ […]
ევროკომისიის 9 დათქმაზე ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის სამუშაო შეხვედრა იწყება
დღეს ევროკომისიის 9 დათქმასთან დაკავშირებით ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა იწყება. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ყველა იმ საკითხის განხილვა იგეგმება, რომელიც 9 ნაბიჯიდან გამომდინარეობს. “განსაკუთრებით ვფოკუსირდებით […]
ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იქნება
ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების 50%-ზე მეტი. ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ვინაობა მეორე ტურის შედეგად გაირკვევა. 28 იანვარს ჩატარებული კენჭისყრის ოფიციალური შედეგებით, მემარჯვენე-ცენტრისტული „კოალიციური პარტიის“ კანდიდატ ალექსანდრ სტუბს ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა 27,2%-მა. ხმების 25,8%-ით მეორე ადგილზე გავიდა ფინეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლიბერალი პეკა ჰაავისტო. სტუბის და ჰაავისტოს მონაწილეობით მეორე ტური […]
ჩვენი დღის წესრიგი ითვალისწინებს ყველა იმ საკითხის განხილვას, რომელიც 9 ნაბიჯიდან გამომდინარეობს – შალვა პაპუაშვილი
პარლამენტში, ევროკომისიის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, პირველი სამუშაო შეხვედრა ამ წუთებში იწყება. მმართველმა გუნდმა, საკანონმდებლო ორგანოში კონკრეტული თემების განსახილველად, ოპონენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიწვია. შეხვედრის მონაწილეთა შორისაა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება იმ საკითხებზე, რომლებიც პარლამენტის კომპეტენციაშია. “ჩვენ მივყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც დამტკიცდა ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო […]
ფონდ “ქართუს” წლების წინ მართლაც ჰქონდა მიზნები და გეგმავდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირეულ გადაკეთებას, თუმცა ამ გეგმებს ხელი შეუშალა 2007 წლის ნოემბრის მოვლენებმა – სხვადასხვა პერიოდში, ფონდის კონტრიბუციამ $35 მილიონზე მეტი შეადგინა – “ქართუ”
ფონდი “ქართუ”, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციასა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. “ბოლო დროს სამედიცინო საზოგადოება მოიცვა ვნებათაღელვამ, რომელიც უკავშირდება, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ – „თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ რეაბილიტაციასა და რეორგანიზაციას. ვინაიდან ხსენებული კლინიკის პერსონალმა წერილობით მოგვმართა და ასევე, საჯარო გამოსვლებში ახსენა ფონდი “ქართუ”, ვითვალისწინებთ რა ამ თემისადმი არსებულ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, […]
პარლამენტი ევროკომისიის 9 რეკომენდაციაზე მუშაობას იწყებს
ევროკომისიის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრები იწყება. პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დღეს დილიდან პარლამენტში იკრიბებიან. ოპოზიციის ნაწილი, რომელიც სამუშაო ჯგუფებში მანამდეც იყო ჩართული, ამბობს, რომ პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმა ევროინტეგრაციას შეაფერხებს. თუმცა, ამ დრომდე გაურკვეველია “ლელოს” პოზიცია. “ნაციონალური მოძრაობა” კი ამჯერადაც ბოიკოტის რეჟიმში რჩება. მათგან განსხვავებით, გადაწყვეტილება, რამდენიმე დღის წინ, საჯაროდ შეცვალა “სტრატეგია აღმაშენებელმა” […]
პასუხისმგებლობა ყველაზე ნაწილდება… ოპოზიციონერმა კოლეგებმა თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესები უნდა გადადონ და პროცესში ჩაერთონ – გიორგი ცაგარეიშვილი 9 რეკომენდაციის შესრულებაზე
პარლამენტი ევროკომისიის 9 რეკომენდაციაზე მუშაობას იწყებს. “ქართულ ოცნებაში” იმ ოპოზიციურ პარტიებს აკრიტიკებენ, რომლებიც სამუშაო შეხვედრაზე დასწრებას არ აპირებენ. მათი განმარტებით, პროცესის ხელოვნურად შეშლა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მათ ქვეყნის წინსვლა და განვითარება არ სურთ. “პასუხისმგებლობა ყველაზე ნაწილდება. ეს არ არის ცალმხრივი მოძრაობა მხოლოდ, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს მთავრობა. ახლა მაინც ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა უნდა გადადონ თავიანთი […]
სენაკში, “საქართველოს ბანკზე” მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
სენაკში “საქართველოს ბანკში” მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ დღეს უნდა გადაწყვიტოს. პროკურატურა წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. მამაკაცს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, დანით შეიარაღებული ბრალდებული, პარასკევს, თავს დაესხა სენაკში მდებარე “საქართველოს ბანკის” თანამშრომლებს, რომლებიც იმ დროისთვის მოქალაქესთან საბანკო ოპერაციას ახორციელებდნენ, გაიტაცა 900 ევრო და მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს აიყვანეს. ბრალის დამტკიცების […]
სტამბოლში, ეკლესიაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები რუსეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან
თურქეთის პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სტამბოლში, სანტა მარიას კათოლიკურ ეკლესიაზე შეიარაღებულ თავდასხმასა და ერთი ადამიანის მკვლელობაში. ამის შესახებ 28 იანვარს, ღამით განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ. მინისტრის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები რუსეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან და სავარაუდოდ, კავშირი აქვთ ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თანახმად, თავდასხმის შემდეგ სტამბოლში, […]