პარლამენტი ევროკომისიის 9 რეკომენდაციაზე მუშაობას იწყებს

ევროკომისიის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრები იწყება. პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დღეს დილიდან პარლამენტში იკრიბებიან.
ოპოზიციის ნაწილი, რომელიც სამუშაო ჯგუფებში მანამდეც იყო ჩართული, ამბობს, რომ პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმა ევროინტეგრაციას შეაფერხებს. თუმცა, ამ დრომდე გაურკვეველია “ლელოს” პოზიცია. “ნაციონალური მოძრაობა” კი ამჯერადაც ბოიკოტის რეჟიმში რჩება. მათგან განსხვავებით, გადაწყვეტილება, რამდენიმე დღის წინ, საჯაროდ შეცვალა “სტრატეგია აღმაშენებელმა” – პარტიის წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრას უნდა დაესწრონ. რაც შეეხება “გირჩს”, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, მისი მოლოდინით, “არცთუ ისე დიდი მნიშვნელობის შეხვედრაა”. მისივე ვარაუდით, მმართველი გუნდი შეხვედრაზე საკუთარ გეგმებზე მოჰყვება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი