პაატა მანჯგალაძე – ყველა ფორმატში ყველა შეხვედრას დავესწრებით, მაგრამ თუ მოწინააღმდეგეს უნდა, რომ ეს 9-პუნქტიანი რეკომენდაციის ახალ საბოტაჟად გამოიყენოს, ამაში არ გამოვადგებით – „ქართული ოცნება“ ზნეს და ბუნებას არ შეიცვლის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივნის, დეპუტატ პაატა მანჯგალაძის განცხადებით, 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრას დაესწრება, თუმცა მიიღებს თუ არა მისი პარტია შემდგომ შეხვედრებში მონაწილეობას, „დამოკიდებულია „ქართული ოცნების“ განზრახვაზე“. როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ჯერ გაიგებენ, რა უნდა „ქართულ ოცნებას“ და შემდეგ გადაწყვეტენ, რა ფორმით მიიღებენ მონაწილეობას სამუშაო შეხვედრებში. „ჯერ დავესწრებით და გავიგებთ, რა უნდათ და […]

შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს რეკომენდაციებთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრაზე ცალკე საია და „სამართლიანი არჩევნები“

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ორგანიზაციების პლატფორმის ფარგლებში მიმდინარეობს და NGO-ებს ცალ-ცალკე მოსაწვევები არ გაეგზავნებათ. პაპუაშვილმა ასე უპასუხა კითხავს, თუ რატომ არ არიან ევრორეკომენდაციებთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრაზე მიწვეული ისეთი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიცაა „საია“ და „სამართლიანი არჩევნები”. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, აღნიშნულმა ორგანიზაციებმა მას წერილით მიმართეს, საიდანაც ირკვევა, რომ […]

გვაქვს რესურსი, სიღარიბე სრულად აღმოვფხვრათ და მაღალშემოსავლიან ქვეყნად ვიქცეთ, ამისთვის კი, ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, მთავარია ქვეყანაში მშვიდი გარემოს შენარჩუნება – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის საზომებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, კობახიძე წერს, რომ 2028 წელს საქართველოს PPP მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე $32 000-ს გადააჭარბებს და ჩამორჩენა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობასთან, მათ შორის იტალიასთან, ესპანეთთან, პორტუგალიასთან და საბერძნეთთან, ორმაგზე ნაკლები გახდება. “ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის […]

ბაიდენი პირობას დებს, რომ ამერიკელი ჯარისკაცების სიკვდილისთვის ყველა პასუხს აგებს

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იორდანიაში ამერიკელი სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში დადო პირობა, რომ ყველა, ვინც ამ თავდასხმაში იყო ჩართული, პასუხს აგებს. “სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, რომელბიც დავკარგეთ, იყვნენ პატრიოტები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მათ მიერ გაღებული უდიდესი მსხვერპლი ჩვენს ერს არასდროს დაავიწყდება. ჩვენ, ყველას ერთად, გვაქვს წმინდა ვალდებულება მათი ოჯახების მიმართ. ჩვენ ვეცდებით ვიყოთ […]

“იმედი მაქვს, ნაყოფიერი იქნება” – პარლამენტში 9 პუნქტზე პირველი შეხვედრა დაიწყო

ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, “მივყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც დამტკიცდა ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ”. პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ სამუშაო ფორმატში ჩართული იქნება როგორც ოპოზიცია, ისე სამოქალაქო სექტორი. “ჩვენი დღევანდელი დღის წესრიგი ითვალისწინებს ყველა იმ საკითხის განხილვას, რომელიც ცხრა ნაბიჯიდან გამომდინარეობს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ვფოკუსირდებით […]

რა პრობლემებს ხედავენ ექსპერტები ღაზაში ნეთანიაჰუს მთავრობის სტრატეგიაში

3-თვიანი ბრძოლისა და ათიათასობით მსხვერპლის შემდეგ, ნეთანიაჰუს მთავრობის მიზნები შესრულებული არაა. ვაშინგტონის საექსპერტო წრეებში ამბობენ, რომ ჰამასის განადგურება რეალური, თუმცა რთული მიზანია, რომელსაც უკეთ დაგეგმილი სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური გეგმა სჭირდება.

კახა კალაძე – დღისა და ღამის განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნას – კომუნიკაციები მთლიანად შეცვლილი და განახლებულია

დღისა და ღამის განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წერეთლის გამზირიდან „ფეისბუქის“ პირდაპირ ჩართვაში განაცხადა. მისივე განმარტებით, ამჟამად, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის მესამე ფენა იგება. „ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო წერეთელზე, განსაკუთრებით მიწის ქვემოთ. როგორც იცით, კომუნიკაციები მთლიანად შეცვლილი და განახლებულია. საზოგადოებამ საკუთარი თვალით […]

შალვა პაპუაშვილი – სამუშაო ფორმატის ფარგლებში ყველას აქვს შესაძლებლობა საკუთარი იდეები, მოსაზრებები, პოზიციები დააფიქსიროს – იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება

ჩვენი დღის წესრიგი ითვალისწინებს ყველა იმ საკითხის განხილვას, რომელიც 9 ნაბიჯიდან გამომდინარეობს – ფორმატის ფარგლებში, ყველას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი იდეები, მოსაზრებები, პოზიციები დააფიქსიროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის ნაბიჯებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება იმ საკითხებზე, რომლებიც პარლამენტის კომპეტენციაშია. „ჩვენ მივყვებით იმ სამოქმედო გეგმას, […]

შალვა პაპუაშვილი EaP-ის ინდექსზე – ვფიქრობ, შეფასების ავტორი ორგანიზაციები გაბრაზებულები არიან ხელისუფლებზე და ჯავრი იყარეს საქართველოზე – ჩახედონ ყველა ავტორიტეტულ შეფასებასა და რეიტინგებს და ნახავენ, სადაა საქართველო

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაზე გაბრაზებულებმა ჯავრი იყარეს საქართველოსა და ქართველ ხალხზე – ჩახედონ ყველა ავტორიტეტულ შეფასებასა და რეიტინგებს და ნახავენ, სადაა საქართველო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ შეფასებას რეალობასთან კავშირი არ აქვს. „შთაბეჭდილება მექმნება, რომ ეს ორგანიზაციები, რომლებიც ამ შეფასების ავტორები არიან, გაბრაზებულები არიან საქართველოს […]

შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაციას „სპეკულაციას“ უწოდებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინფორმაციას, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს, სპეკულაციას უწოდებს. მისი თქმით, „ასეთი სპეკულაცია ბევრჯერ ყოფილა“. „სპეკულაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა პაპუაშვილმა. მან, ასევე, უპასუხა კითხვას, რატომ აღარ ჩანს ბიძინა ივანიშვილი და ჰქონდა თუ არა მას კომუნიკაცია პარტიის რომელიმე ლიდერთან ბოლო პერიოდში. პაპუაშვილმა თქვა, რომ ამ […]