საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, NEW YORKER-ის ახალი მაღაზია გაიხსნა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, გლობალურმა ბრენდმა, NEW YORKER-მა რიგით მეექვსე მაღაზია, თბილისში გახსნა. ახალი მაღაზია ილია ვეკუას ქ.#1-ში, სავაჭრო ცენტრში „სითი მოლი გლდანი“ მდებარეობს და ის მომხმარებლებს ორშაბათიდან-კვირის ჩათვლით მოემსახურება. გახსნაზე NEW YORKER–მა მომხმარებლებს ზამთრის ახალ კოლექციასთან ერთად, სხვადასხვა გასართობი აქტივობა შესთავაზა. ასევე, მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სპეციალური 20%-იანი ფასდაკლებით ესარგებლათ. […]

ილიაუნის რექტორი კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულების შესახებ მოსამართლეს მიმართავს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც უნდა განიხილოს კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა საქმე. წერილი 29 იანვრით არის დათარიღებული. “ვფიქრობთ, რომ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას ჩამოშორება სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობიდან დიდი დანაკლისი იქნება როგორც მათთვის, ასევე უნივერსიტეტებისთვის”, – წერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის წერილში. […]

მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უკრაინაზე მორიგ შეტევას

რუსეთის არმიამ უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის კიევის, დონეცკის, ხარკოვის, ნიკოლაევის და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, წუხანდელი თავდასხმის შედეგად არის მსხვერპლი. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დონეცკის საოლქო პროკურატურის ცნობით, სულ მცირე ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ერთი დაიჭრა ქალაქ მირნოგრადზე სარაკეტო დარტყმის შედეგად. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორი […]

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით NEW YORKER-ის ახალი მაღაზია გაიხსნა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, გლობალურმა ბრენდმა, NEW YORKER-მა რიგით მეექვსე მაღაზია, თბილისში გახსნა. ახალი მაღაზია ილია ვეკუას ქ.#1-ში, სავაჭრო ცენტრში „სითი მოლი გლდანი“ მდებარეობს და ის მომხმარებლებს ორშაბათიდან – კვირის ჩათვლით მოემსახურება. გახსნაზე NEW YORKER–მა მომხმარებლებს ზამთრის ახალ კოლექციასთან ერთად, სხვადასხვა გასართობი აქტივობა შესთავაზა. ასევე, მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სპეციალური 20%-იანი […]

რიში სუნაკი კვირაში ერთხელ 36 საათით შიმშილობს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თქმით, “დაბალანსებული ცხოვრების წესის” ფარგლებში კვირაში ერთხელ შიმშილი მისთვის “მნიშვნელოვანი დისციპლინაა”. the Sunday Times-სთან სუნაკის მეგობრებმა თქვეს, რომ პრემიერი კვირა დღის 17:00 საათიდან სამშაბათის 05:00 საათამდე არაფერს ჭამს. მოგვიანებით, სუნაკმა BBC-ისაც დაუდასტურა, რომ კვირაში 36 საათი შიმშილობს. “ეს ნიშნავს, რომ დანარჩენი კვირის განმავლობაში, შაქრიანი სასუსნავების მიღება თამამად შემიძლია”. – თქვა […]

მედია – პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო საიდუმლოების გავრცელებისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იმრან ხანს სახელმწიფო საიდუმლოების გავრცელებისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, – ამის შესახებ ინფორმაციას AFP-ი ავრცელებს. AFP-ის ცნობით, იმრან ხანთან ერთად 10 წლიანი პატიმრობა, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, შაჰ მაჰმუდ ქურეშსაც მიესაჯა. აშშ-ში პაკისტანის ელჩის მიერ ისლამაბადის მთავრობისთვის გაგზავნილი ინფორმაციის გამჟღავნებისთვის იმრან ხანსა და შაჰ მაჰმუდ ქურეშს ბრალი გასული წლის ოქტომბერში წაუყენეს. […]

ენტონი ბლინკენი – ვხედავთ გარკვეულ მტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა ბრძოლის ველზე

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინისთვის ამერიკული დახმარების შეწყვეტამ ბრძოლის ველზე გარკვეული გავლენა იქონია. ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინის საჭიროებების მუდმივი დაფინანსება მნიშვნელოვანია როგორც შეერთებული შტატების, ასევე ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების მხრიდან. „თუ შეერთებული შტატები არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, მაშინ ეს უფრო გაართულებს ევროპელებისა და სხვებისთვის, გააგრძელონ […]

დავით ხაჯიშვილი – ორივე ირაკლი ზიზღის ენით გამოირჩევა დასავლელი პარტნიორების, ოპონენტების, საზოგადოების მიმართ – გაუგებარია, რატომ ცვლის ივანიშვილი ერთს მეორით

ორივე ირაკლი ზიზღის ენით გამოირჩევა დასავლელი პარტნიორების, ოპონენტების, საზოგადოების მიმართ – გაუგებარია, რატომ ცვლის ივანიშვილი ერთ ირაკლის მეორით, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, დავით ხაჯიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სავარაუდოდ ცვლილებები შიდა განხეთქილებამ გამოიწვია. „ეს ცვლილებები არაფრის ახლის მომტანი არ არის, არ აქვს მნიშვნელობა ირაკლი კობახიძე იქნება თუ ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ხელმძღვანელი. ჩვენი ხალხისთვის […]

GWP-მ სემეკს და რუსთავის მერს 2024 წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა

კომპანია GWP-მ, სემეკს და რუსთავის მერს 2024 წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა. რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, პროექტი, კომპანიამ 2023 წლის დასაწყისში, რუსთავის მერიის მოთხოვნით და სემეკის გადაწყვეტილებით დაიწყო. გასული წლის განმავლობაში, GWP-მ ქალაქში შემომავალი მაგისტრალური წყალსადენის და ქალაქის შიდა ქსელების გასაახლებლად, 30 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები განახორციელა. რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ქალაქი წყალთან […]

“ამ ფარსში მონაწილეობა არ გვსურს, თუმცა ვალდებულები ვართ მოვიდეთ, ალბათ პარლამენტიდან რამდენიმე დეპუტატი გადაინაცვლებს მინისტრის სავარძელში” – ოპოზიციის შეფასებები სამთავრობო ცვლილებებზე

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები გრძელდება. როგორც გიორგი გახარიას გუნდის წევრები აცხადებენ, დაგეგმილ ცვლილებებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება საკითხს, დაესწრებიან თუ არა საკანონმდებლო ორგანოში მინისტრთა კაბინეტში დამტკიცების პროცესს, ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ დაესწრებიან, რადგან კონსტიტუციას და სახელმწიფო ინსტიტუტებს პატივს სცემენ. “სამთავრობო კარუსელის კონფიგურაციას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, თუ როგორ […]