Dossier: პუტინმა ფინეთის საზღვართან ვილა აიშენა მოპარული ჩანჩქერით და 10 000$-იანი ბიდეებით

რუსულმა საგამოძიებო ორგანიზაცია Dossier Center-მა ფინეთის საზღვართან ვლადიმირ პუტინის ვილის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მათი ინფორმაციით, პუტინის ვილაში მოპარული შადრევანი, 10 000 აშშ დოლარიანი ბიდეები და საჰაერო თავდაცვის სისტემაა განთავსებული. Dossier Center-ის ინფორმაციით, ვილის ტერიტორიაზე მდებარე ჩანჩქერი ადრე ლადოგას ეროვნულ პარკში მიედინებოდა, თუმცა ახლა მამულში ჩადის. როგორც ცნობილია, პუტინის ახალი ვილა ფინეთის საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრში […]

ლარში აღებულ 184 ათას სესხზე პროცენტი მცირდება

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კვლავ შეამცირა – 0,5 პროცენტული პუნქტით შემცირების შემდეგ განაკვეთი 9%-ს შეადგენს. საკითხზე მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე დღეს, 31 იანვარს, იმსჯელეს. ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება დაბალი ინფლაციით ახსნა. “ომისგან და პანდემიისგან გამოწვეული საგარეო შოკების თანდათანობით მილევამ ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად შეამცირა. მოსალოდნელზე დაბალი ინფლაციის ფონზე, რასაც ასევე ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება დაემატა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე […]

პეტერბურგში, სავარაუდოდ, დრონით შეტევის შედეგად გამოწვეული „ინციდენტი“ იყო

აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში. ადგილობრივი გამოცემები „ფონტანკა“ და „მეში“ წერენ, რომ გამთენიისას რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ქალაქში ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი. გამოცემების თანახმად, დრონი ჩამოვარდა ქარხანა „ნევის მაზუთის“ ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი ცარიელ ცისტერნებს გაუჩნდა და მალევე ჩააქრეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პეტერბურგში უპილოტო საფრენი აპარატის განადგურებაზე ოფიციალურად არაფერი უთქვამს. გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს […]

რუსმა პოლიტიკოსმა ნადეჟდინმა განაცხადი შეიტანა პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის

რუსმა პოლიტიკოსმა ბორის ნადეჟდინმა – რომელიც ღიად გამოდიოდა უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შეჩერების მოწოდებით – ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადი შეიტანა, 17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად რეგისტრაციის მიზნით. მისი ვებსაიტის თანახმად, 31 იანვრისთვის მას ჰქონდა 110 000-ზე მეტი ხელმოწერა. ეს აჭარბებს კანდიდატის რეგისტრაციისათვის საჭირო ხელმოწერების რაოდენობას, 100 000 ხელმოწერას. კომისიას 10 დღე აქვს ხელმოწერების ავთენტიკურობის დასადგენად […]

ერაყის ექსტრემისტული ჯგუფი აცხადებს, რომ შეაჩერა მოქმედება აშშ-ის წინააღმდეგ

ირანთან კავშირების მქონე ერაყული ექსტრემისტული ჯგუფი, რომელმაც, გავრცელებული ვარაუდით, დრონებით შეტევა მოაწყო იორდანიაში და აშშ-ის სამი სამხედრო იმსხვერპლა, აცხადებს, რომ “შეაჩერა” ოპერაციები აშშ-ის ძალების წინააღმდეგ – იმ ფონზე, როცა ვაშინგტონი ამბობს, რომ მიღებულია თავდასხმაზე პასუხის გადაწყვეტილება, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს. გასამხედროებული ჯგუფი “კატაიბ ჰეზბოლა” აცხადებს, რომ პაუზა ემსახურება ერაყის მთავრობისთვის “სირცხვილის” თავიდან არიდებას და მიანიშნებს, […]

როგორი ამინდი იქნება 4 თებერვლამდე – გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-2 თებერვალს საქართველოში შენარჩუნდება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო. 3 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 3 თებერვალს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 1-2 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 […]

წყნარ ოკეანეში, შესაძლოა, ამელია ერჰარტის 87 წლის წინ გაუჩინარებული თვითმფრინავი იპოვეს

აშშ-ს საჰაერო ძალების დაზვერვის ყოფილ ოფიცერს, მკვლევარ ტონი რომეოს სჯერა, რომ წყნარ ოკეანეში 87 წლის წინ გაუჩინარებული ამელია ერჰარტის თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვა. რომეო აღმოჩენის დასადასტურებლად მიმდინარე წლის ბოლოს ან მომავალ წელს წყალქვეშა დრონის გამოყენებით მისისს დაწყებას გეგმავს. “ის ამერიკის ყველაზე ცნობილი დაკარგული ადამიანია, არა? სანამ ის დაკარგულია, ყოველთვის იქნება ვიღაც, ვინც მის პოვნას ეცდება. ძალიან […]

“როდესაც ეს ვთქვი, გამანადგურეს” – ხავი “ბარსელონას” ქომაგებზე გაბრაზებულია

27 იანვარს, ლა ლიგის 21-ე ტურში “ბარსელონასა” და “ვილიარეალის” (3:5) მატჩის შემდეგ, “ბლაუგრანას” მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს დაკავებულ თანამდებობას დატოვებს. ესპანელი სპეციალისტის თქმით, კატალონიელთა გულშემატკივრები მას ზედმეტად ბევრს აკრიტიკებდნენ. “როდესაც აქ მოვედი, ვთქვი ის, რასაც ვფიქრობდი. განვაცხადე, რომ გუნდის შენება ახლიდან იწყებოდა, თუმცა ამის გამო გამანადგურეს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ლა ლიგა […]

BUS LANE-ში ავტომობილები ტაქსის ტრაფარეტით დადიან, რომლებიც ტაქსებად არ მუშაობენ – ურბანული ლაბორატორია

გარკვეული პერიოდის შემდეგ საავტობუსე ზოლებში ტაქსების გადაადგილების დაშვების გადაწყვეტილება გასაუქმებელი იქნება – ამის შესახებ გადაცემა “საქმის კურსში” სტუმრობისას ურბანული ლაბორატორიის დამფუძნებელი გიორგი ბაბუნაშვილი აცხადებს. როგორც ბაბუნაშვილი ამბობს, ამ ეტაპზე A კატეგორიის 3000 თეთრ ტაქსს აქვს უფლება ავტობუსის ზოლში გაადგილდეს, თუმცა მას შემდეგ რაც ეს რაოდენობა ტაქსების ავტოპარკის განახლებასთან ერთად გაიზრდება, ეს ავტობუსის ზოლების ეფექტიანობას შეამცირებს, […]

ვარკეთილის მე-3 მასივში ავარიული კორპუსის ახლით ჩანაცვლების მიზნით მერიამ ტენდერი გამოაცხადა

სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივის მე-4 კვარტალში, N6 კორპუსის ავარიული შენობის ნაცვლად, ახალი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო, მათ შორის სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მშენებლობის პროცესში მოსახლეობის ქირით გაყვანის ხარჯებს მუნიციპალიტეტი სრულად დაფარავს. „ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა წარმატებით […]