„ლარში საკრედიტო აქტივობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე უცხოურ ვალუტაში”- ნათია თურნავა

მისასალმებელია, რომ იანვრის მონაცემებით, ლარში საკრედიტო აქტივობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე უცხოურ ვალუტაში, – ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ინფლაცია საკმაოდ დაბალი იყო. თურნავას განმარტებით, როდესაც საუბარია, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ხდება და მონეტარული პოლიტიკის შერბილება, ეს ნიშნავს, რომ ლარის სესხები აუცილებლად […]
მოსკოვი შეშფოთებულია სომხეთში “ლენინგრადის ბლოკადის” ძეგლთან ინციდენტის გამო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი მარია ზახაროვა ბრიფინგზე გამოეხმაურა რუსულ მედიაში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ერევანში კაცი “ლენინგრადის ბლოკადის” ძეგლთან მიდის და იქ დაწყობილ გვირგვინებს აზიანებს. “ამასწინ მარია ზახაროვამ თქვა რომ არანაირი დოკუმენტაცია არ არსებობს არცახში (მთიან ყარაბაღში) მომხდარი ეთნიკური წმენდისა. საინტერესოა, არსებობს კი ლენინგრადის ბლოკადის დოკუმენტაცია? და ჩვენ ერევანში ამ ფაშისტებს ძეგლი დავუდგით და თან […]
,, ჩემი ბიჭი არის პატრიოტი ბიჭი…” – ბექა ვარდოსანიძის მამა

ბექა ვარდოსანიძის მამა მისი შვილის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს: ,,არაფერში არ არის დამნაშავე, ამაში ვარ დარწმუნებული. ჩემი ბიჭი არის პატრიოტი ბიჭი… არაფერი ვიცი… არაფერი შეტყობინებები არ ყოფილა, უნდათ, რომ გააჩუმონ. ბექა არის პატიოსანი ბიჭი, სამშობლოს მოყვარული ბიჭი, დანარჩენს გამოძიება გვაჩვენებს”
ირაკლი ნადირაძე – სამთავრობო ცვლილებებით მოსახლეობისთვის არაფერი იცვლება – უბრალოდ, ერთი „კლანი“ მეორე „კლანს“ ცვლის

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებებით მოსახლეობისთვის არაფერი იცვლება, უბრალოდ, ერთი „კლანი“ მეორე „კლანს“ ცვლის. როგორც მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვის დასვამს მნიშვნელობა არ აქვს. „ვინ შეიცვლება ეს კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ამ ცვლილებების შედეგად რა შეიცვლება […]
სუს-ში „ალტ-ინფოს“ წევრის ბექა ვარდოსანიძის გამოკითხვა მიმდინარეობს

სუს-ში „ალტ-ინფოს“ წევრის ბექა ვარდოსანიძის გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც მისი ადვოკატი, სერგი ხურციძე აცხადებს, ვარდოსანიძეს წარმოდგენა არ აქვს თუ რას ედავებიან. მისივე თქმით, ბექა ვარდოსანიძის სახლიდან ამოღებულია სრული ტექნიკა, ამასთან, მის ოჯახის წევრებს ჩამოართვეს ტელეფონები. „როდესაც ჩხრეკის დადგენილებას გავეცანი, იქ საუბარი იყო 331-ე მუხლზე, რაც გულისხმობს ტერორიზმის შესახებ ცრუ ზარის განხორციელებას. ამაზე წარმოდგენა არ აქვს თვითონ […]
გურამ მაჭარაშვილი – „ლელოს“ რომ უფრო დიდი გული აქვს, ვიდრე შესაძლებლობები, იმაშიც ჩანს, რომ მენეჯმენტიც კი ვერ დააკომპლექტეს – წარუმატებლობის მიმართულებით რეკორდებს ხსნიან

„ლელოს“ რომ უფრო დიდი გული აქვს, ვიდრე შესაძლებლობები, იმაშიც ჩანს, რომ მენეჯმენტიც კი ვერ დააკომპლექტეს – “ლელო” წარუმატებლობის მიმართულებით რეკორდებს ხსნის, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, პარტია “ლელოს” სურს, რომ ხელისუფლებაში იყოს, მაგრამ ვერ იაზრებს, საამისოდ რა რესურსები გააჩნია. როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ნებისმიერი […]
დავით ხაჯიშვილი – ამ ხელისუფლების პირობებში, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი ან მინისტრი, ეს ადამიანები ვერ და არ მოაგვარებენ მოსახლეობის პრობლემებს

ამ ხელისუფლების პირობებში, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი ან მინისტრი, ეს ადამიანები ვერ და არ მოაგვარებენ მოსახლეობის პრობლემებს, რადგან ისინი მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და მისი ინტერების შესაბამისად მოქმედებენ. – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. დავით ხაჯიშვილის განმარტებით, მმართველი გუნდი „ემსახურება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, […]
სერგო ჩიხლაძე – კობახიძე არ არის ის ფიგურა, რომელიც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის ან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დააჩქარებს – იგი მხოლოდ ოლიგარქის ინტერესებზე საუბრობს

ბატონი კობახიძე არ არის ის ფიგურა, რომელიც ინვესტიციებს მოიზიდავს ქვეყანაში, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის ან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დააჩქარებს, – ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ საერთაშორისო მდივანი, სერგო ჩიხლაძე სამთავრობო ცვლილებებს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „გამარჯვების კოალიცია“ ხელისუფლების მიერ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს აუცილებლად გამოიყენებს და საქართველოს ინვესტორებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს. „იმ გარემოებით, […]
ევროკავშირის ხუთი სახელმწიფოს ლიდერი უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას ითხოვს

ევროკავშირის ხუთი სახელმწიფოს ლიდერი უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას ითხოვს. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და დანიის, ჩეხეთის, ესტონეთისა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრებმა, მეტე ფრედერიკსენმა, პეტრ ფიალამ, კაია კალასმა და მარკ რუტემ ევროკავშირის სამიტამდე ერთი დღით ადრე, Financial Times-ში ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, რომელშიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უკრაინის შეიარაღებისთვის კოლექტიური ძალისხმევის გაზრდისკენ მოუწოდებენ. „ჩვენ უკრაინის მეგობრებსა და პარტნიორებს მოვუწოდებთ, რომ […]
ბულგარეთმა ძებნა გამოაცხადა საბრძოლო მასალის საცავების აფეთქებაში ეჭვმიტანილ 6 რუსზე

სოფიას სასამართლომ ძებნა გამოაცხადა რუსეთის 6 მოქალაქეზე, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ბულგარეთში საბრძოლო მასალების საცავებში 2011-2020 წლებში მომხდარი ოთხი აფეთქებების დაგეგმვასა და შესრულებაში. სასამართლო საჯაროდ არ ასახელებს ეჭვმიტანილი პირების სახელებსა და გვარებს. საქმე, რომლის ფარგლებშიც ძებნა გამოცხადდა, აერთიანებს 2011 წელს მომხდარ ერთ, 2015 წელს მომხდარ ორ და 2020 წელ მომხდარ ერთ აფეთქებას საბრძოლო მასალების სხვადასხვა საცავებში. […]