ქვეშეთი-კობის პროექტის მთავარი გვირაბი ამ დროისთვის 8500 მეტრზეა გაჭრილი

ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში მთავარი, 9 კმ-იანი გვირაბის 8500 მეტრი უკვე გაჭრილია. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ავრცელებს. უწყების ცნობით, ახალი 9 კმ-იანი გვირაბი, საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. ამის პარალელურად მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის გაყვანა, სადაც 6800 მეტრი არის გაბურღული და მისასვლელი გზების მშენებლობა. ქვეშეთი-კობის პროექტის პროექტის დასრულება დაგეგმილია, […]
184,391 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2023 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 184,391 სესხია გაცემული[1] და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე შეამცირა. შესაბამისად, 190,000-მდე მსესხებელს შეუმცირდება სესხზე ყოველთვიური შენატანი. 184,391 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 12.5 მლრდ […]
ევროპის მარკეტინგის და მენეჯმენტის ასოციაცია BTU-სთან პარტნიორობით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას გამართავს

EUMMAS – ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან პარტნიორობით რუმინეთში ფართომასშტაბიან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას გამართავს. კონფერენცია 2024 წლის 22-24 მაისს ქალაქ ბუქარესტში გაიმართება თემაზე: Global Social and Technological Development and Sustainability. კონფერენცია 6 ღონისძიებისგან შედგება, რომელიც აერთიანებს: Young Researchers Competition, Case Study Competition, Scientific Conference, Business and Public Administration Forum, Women’s Forum, […]
პაატა მანჯგალაძე – ამ „ჩიხუახუას“ და სისულელეებს იმიტომ იძახიან, რომ მერე მე აქედან ფინია დავუძახო, იმან „ბულდოგი“, იმან „ავჩარკა“, ატყდეს ერთი ამბავი და ხალხი დარჩეს მშიერი – „ოცნება“ ძალიან გაიტაცა – „მკვდარი კატის სტრატეგიამ“

ამ „ჩიხუახუას“ და რაღაცა სისულელეებს იმიტომ იძახიან, რომ მერე მე აქედან ფინია დავუძახო, იმან „ბულდოგი“, იმან „ავჩარკა“, ატყდეს ერთი ამბავი და ხალხი დარჩეს ისევ მშიერი – არ მინდა არავისთვის არაფრის დაძახება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება შეაფასა იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია „ლელო” „ჩიხუახუას სინდრომით“ არის წარმოდგენილი როგორც […]
შალვა პაპუაშვილი სამუშაო პროცესში ჩართვაზე არასამთავრობოების მიმართვაზე – ნაკლებად მაქვს სალაპარაკო ამ ორგანიზაციებთან – ეს არის პროცესის დისკრედიტირების მცდელობა ამ „ენჯეოების“ მხრიდან

ნაკლებად მაქვს სალაპარაკო ამ ორგანიზაციებთან – ეს არის პროცესის დისკრედიტირების მცდელობა ამ „ენჯეოების“ მხრიდან, ამიტომ მათი დონორების პასუხისმგებლობაა, შეაჩერონ ეს რადიკალიზმი და იმოქმედონ ახლა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლითაც ისინი 9 რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში სამუშაო შეხვედრებში ჩართვას ითხოვენ. პაპუაშვილის თქმით, თუ დონორები არ იმოქმედებენ, […]
ნათია თურნავა – ლარში საკრედიტო აქტივობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე უცხოურ ვალუტაში, რაც მისასალმებელია – როცა რეფინანსირების განაკვეთის შემცირება და მონეტარული პოლიტიკის შერბილება ხდება, ეს ნიშნავს, რომ ლარის სესხები გაიაფდება

მისასალმებელია, რომ იანვრის მონაცემებით, ლარში საკრედიტო აქტივობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე უცხოურ ვალუტაში, – ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ინფლაცია საკმაოდ დაბალი იყო. თურნავას განმარტებით, როდესაც საუბარია, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ხდება და მონეტარული პოლიტიკის შერბილება, ეს ნიშნავს, რომ ლარის სესხები აუცილებლად […]
თემურ ცამციშვილი – ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში არსებული რეკრეაციული ზონა ნაგავსაყრელად იქცა

ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში, ჩხობაძის ქუჩაზე არსებული რეკრეაციული ზონა ნაგავსაყრელად იქცა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი არის მოსახლეობას სპონტანურად გაუხსნას ნაგავსაყრელები მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს ქუთაისი უნდა ყოფილიყო საპარლამენტო დედაქალაქი, სამთავრობო კვარტალი. „იმ ფონზე, როცა ქუთაისი მოსახლეობის რაოდენობით სიდიდით მეოთხე ქალაქად იქცა, იმ […]
ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თათია ნიკოლაშვილის განცხადებას მოჰყვა. როგორც ნიკოლაშვილმა სხდომაზე განაცხადა, მუნიციპალიტეტში უამრავი ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემა არსებობს და აღნიშნული საკითხები კი, დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში გათვალისწინებული არ არის. მისივე თქმით, ავთანდილ თალაკვაძის დაპირება, რომ ოზურგეთში საფეხბურთო სტადიონები მოწესრიგდებოდა ამ დრომდე […]
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებსა და პროდუქტებს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე ეცნობიან. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, იანვრის განმავლობაში რეგიონი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მადრიდის, რიგის, ვილნიუსის, ჰელსინკისა და წელს, პირველად ნიუ-იორკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე წარადგინა. „გამოფენების ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ აჭარაში და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციები ადგილზევე მიეღოთ. გამოფენების ფარგლებში მიმდინარეობდა შეხვედრები იმ […]
იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყობა

ნაძალადევის რაიონში, დავით იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ვაგრძელებთ წყალარინების ქსელების მოწყობას ისეთ მისამართებზე, სადაც კომუნიკაციების ქსელი დღემდე არ არსებობდა. ეს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა დედაქალაქში, რადგან წლების წინ ქალაქში უკანონო განაშენიანება ხდებოდა. მთელი რიგი უბნებია, სადაც არც განაშენიანების რეგულირების გეგმა არსებობდა, არც მშენებლობის ნებართვები. […]