ერაყის ექსტრემისტული ჯგუფი აცხადებს, რომ შეაჩერა მოქმედება აშშ-ის წინააღმდეგ

ირანთან კავშირების მქონე ერაყული ექსტრემისტული ჯგუფი, რომელმაც, გავრცელებული ვარაუდით, დრონებით შეტევა მოაწყო იორდანიაში და აშშ-ის სამი სამხედრო იმსხვერპლა, აცხადებს, რომ “შეაჩერა” ოპერაციები აშშ-ის ძალების წინააღმდეგ – იმ ფონზე, როცა ვაშინგტონი ამბობს, რომ მიღებულია თავდასხმაზე პასუხის გადაწყვეტილება, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს.
გასამხედროებული ჯგუფი “კატაიბ ჰეზბოლა” აცხადებს, რომ პაუზა ემსახურება ერაყის მთავრობისთვის “სირცხვილის” თავიდან არიდებას და მიანიშნებს, რომ დრონებით შეტევა დაკავშირებული იყო ღაზის ომში აშშ-ის მხრიდან ისრაელის მხარდაჭერასთან.
“ვაცხადებთ სამხედრო და უსაფრთხოების ოპერაციების შეჩერებას საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ – იმისთვის, რათა თავიდან ავირიდოთ ერაყის მთავრობის სირცხვილი – თუმცა სხვა გზებით გავაგრძელებთ ღაზაში ჩვენი ხალხის მხარდაჭერას”, – განაცხადა ჯგუფის ხელმძღვანელმა აბუ ჰუსეინ ალ-ჰამიდავიმ 30 იანვარს, გვიან საღამოს.
28 იანვარს იორდანიაში სამი ამერიკელი სამხედრო შეეწირა დრონებით განხორციელებულ შეტევას, რომელიც, პენტაგონის თქმით, ატარებდა თეირანის მიერ მხარდაჭერილი “კატაიბ ჰეზბოლას” “კვალს” – თუმცა ვაშინგტონს დაზუსტებით ჯერ არ დაუდგენია, რომ შეტევა ამ ჯგუფმა განახორციელა.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს, ჯვარზე ტანჯულ მაცხოვარს არ დავიწყებია დედა, თავის მოწაფეს ეუბნება, აჰა დედა შენი, ანუ იზრენე დედაჩემზე, როგორც შენს დედაზეო

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად