გურამ მაჭარაშვილი პარლამენტში პრეზიდენტის მოსმენაზე – მე პირადად სიტყვით გამოსვლის არანაირი სურვილი არ მაქვს, ზუსტად ვიცი, რა სისულელეებს „დააფერთხებს“

სალომე ზურაბიშვილმა თავისი თავი ჩაიწერა იმ ძალებში, რომლებიც სამწუხაროდ, საქართველოს ებრძვიან – მე პირადად [სიტყვით] გამოსვლის არანაირი სურვილი არ მაქვს, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, რა სისულელეებს „დააფერთხებს“, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტის 6 თებერვალს პარლამენტში მოსმენაზე განაცხადა. მისი თქმით, „სამწუხარო რეალობაა, რომ ფორმალურად დარჩენილი ე.წ. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ ეტაპამდე ყოველ შემთხვევაში, […]
ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაური – ირანი აშშ-ის ნებისმიერ მუქარას უპასუხებს

ირანი აშშ-ის ნებისმიერ მუქარას უპასუხებს, – ამის შესახებ ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურმა, ჰოსეინ სალამიმ განაცხადა. „ჩვენ ამერიკელი ოფიციალური პირების მხრიდან მუქარა გვესმის. ამერიკელებმა უკვე გამოგვცადეს და ჩვენ ახლა ერთმანეთს ვიცნობთ. არც ერთი მუქარა პასუხის გაცემის გარეშე არ დარჩება“, – განაცხადა სალამიმ. ჰოსეინ სალამის მსგავსად, გაერო-ში ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა, ამირ საიდ ირავანმა განაცხადა, რომ თეირანი მის […]
შალვა პაპუაშვილი – განსაკუთრებულად სკანდალურია, როდესაც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფინანსდება სეპარატისტული რეჟიმის მხრიდან იმისთვის, რომ დააზიანოს საქართველოს ეროვნული ინტერესები ჩინეთთან

თინა ხიდაშელის ორგანიზაცია არის „ენჯეოს“ ფუტლარში ჩადებული ლობისტური კომპანია, რომელიც პირდაპირ იღებს ფულს სეპარატისტული მთავრობისგან იმისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა, დააზიანოს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელის ლობისტური კომპანია, რომელიც „ენჯეოს“ ფორმაშია შენიღბული და რომელიც სეპარატისტული რეჟიმის […]
ტუსკი: ვიქტორ ორბანი ევროკავშირში ერთადერთი ანტიუკრაინელი პოლიტიკოსია

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, მისი უნგრელი კოლეგა, ვიქტორ ორბანი ერთადერთია, რომელიც უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფას ევროკავშირის დონეზე აფერხებს. ამის შესახებ ტუსკმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროპაში ბევრი რამ შეიცვალა: ვიქტორ ორბანი ბრძოლის ველზე მარტო დარჩა, ის ერთადერთი ასე ცხადად ანტიუკრაინელი პოლიტიკოსია”. – თქვა ტუსკმა. პოლონეთის პრემიერის თქმით, ევროპელ ლიდერებს ახლა უკრაინის […]
ბექა ვარდოსანიძის მამა: ჩემი შვილი უდანაშაულოა, მისი გაჩუმება უნდათ

ჩემი შვილი არაფერში არ არის დამნაშავე, ამაში დარწმუნებული ვარ […] არაფერი ჩაუდენია. უნდათ, რომ ბექა გააჩუმონ. ის პატიოსანი, პატრიოტი ბიჭია. დანარჩენს გამოძიება გვაჩვენებს, რა იქნება […] ეს საქმე ვიღაცამ შეუთხზა, შეუკერა. უთხრა ბექა ვარდოსანიძის მამამ ჟურნალისტებს. კონტრტერორისტულმა ცენტრმა პუტინისტური, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრის, ბექა ვარდოსანიძის საცხოვრებელ ბინასა და ავტოფარეხში სპეცოპერაცია ჩაატარა და ვარდოსანიძე გამოსაკითხად სუს-ში გადაიყვანა. […]
წერეთლის შემდგომ მარშალ გელოვანისა და რობაქიძის ქუჩების მოდიფიცირება იგეგმება – საკრებულო

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ თბილისში მარშალ გელოვანის და რობაქიძის ქუჩების მოდიფიცირება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისია ავრცელებს. როგორც ნეტგაზეთს თბილისის მერიაში განუცხადეს, მოდიფიცირებაში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლების მოწყობა იგულისხმება. მათივე განცხადებით, საუბარია ბასლეინებზე [ავტობუსის ზოლი], თუმცა ზუსტად სად და როგორ მოეწყობა, ჯერჯერობით უცნობია და ეს ინფორმაცია ეტაპობრივად გახდება ცნობილი. რობაქიძის […]
კოლეგაზე ადევნებაში ბრალდებულ მასწავლებელს გირაო შეუფარდეს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ თერჯოლის მუნიციპალიტეტში კოლეგაზე ადევნებაში ბრალდებულ მასწავლებელს გირაო შეუფარდა, რასაც უწყება სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საჯარო სკოლის პედაგოგი თავის კოლეგასთან არასამსახურებრივ და არასასურველ კომუნიკაციას სისტემატურად ამყარებდა: „კერძოდ, ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა […]
აზერბაიჯანში წამყვანი სახელმწიფო კომპანიების, მათ შორის SOCAR-ის აქციების გაყიდვა იგეგმება

აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს ქონებრივი საკითხთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის მეთინ ეინულაევის განცხადებით, 2024 წლის განმავლობაში მომზადდება წინადადებები მსხვილ სახელმწიფო კომპანიებში სახელმწიფო წილების ნაწილის კერძო ინვესტორებისთვის მიყიდვის შესახებ, აღნიშნულ კომპანიებს შორის არიან SOCAR, AzerGold CJSC, ASCO-ს, BakTelecom, AzTelekom, და ბანკი ABB. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება. „ჩვენ ვამზადებთ წინადადებებს ყველა სახელმწიფო საწარმოსთვის. წინადადებების მომზადება 9 თვეში უნდა […]
იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყობა

ნაძალადევის რაიონში, დავით იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ვაგრძელებთ წყალარინების ქსელების მოწყობას ისეთ მისამართებზე, სადაც კომუნიკაციების ქსელი დღემდე არ არსებობდა. ეს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა დედაქალაქში, რადგან წლების წინ ქალაქში უკანონო განაშენიანება ხდებოდა. მთელი რიგი უბნებია, სადაც არც განაშენიანების რეგულირების გეგმა არსებობდა, არც მშენებლობის ნებართვები. […]
2023 წელს მკურნალობის მიზნით საქართველოში უცხოეთიდან 30 ათასამდე ვიზიტი განხორციელდა

გასულ წელს საქართველოში უცხოეთიდან მკურნალობისა და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარების მიზნით 28.9 ათასი ვიზიტი განხორციელდა. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 21.6 ათასი იყო. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. მისივე მონაცემებით, ამ მიზნით საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტებიდან ქვეყანას ვიზიტორთა 0.5% ესტუმრა. ჯამში, 2023 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.1 მილიონი შემოსვლა, რაც 30.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური […]