Reuters – უნგრეთის წინააღმდეგობის დასაძლევად ევროკავშირის ლიდერები მზად არიან, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გადაცემის შესახებ ყოველწლიური დებატები გამართონ

უნგრეთის წინააღმდეგობის დასაძლევად ევროკავშირის ლიდერები მზად არიან, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გადაცემის შესახებ ყოველწლიური დებატები გამართონ, – ამის შესახებ ევროკავშირის 1-ელი თებერვლის სამიტის დასკვნების პროექტის უახლეს ვერსიაშია საუბარი, რომელიც სააგენტო Reuters-მა მოიპოვა. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ მათ შეუძლიათ ყოველწლიური დებატები გამართონ იმის შესახებ, თუ როგორ ხარჯავს უკრაინა ევროკავშირის მიერ გამოყოფილ თანხებს. „ევროპული […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 -ელ თებერვალს 01:00-დან 03:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: კაიშაურები, მთავარცლა, ქვეშეღუ, ზაქათკარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ ნავდარაანთკარში; 14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის […]

Bloomberg-ი: უკრაინა ჭურვებისა და რაკეტების დეფიციტს განიცდის

უკრაინა საარტილერიო ჭურვებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების დეფიციტს წააწყდა აშშ-იდან და ევროკავშირიდან სამხედრო დახმარების შეფერხების გამო. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი იტყობინება დასავლელ მოხელეებზე დაყრდნობით. დიპლომატების თქმით, ევროპელი მოკავშირეები 1 მარტისთვის შეძლებენ, უკრაინელებს დაპირებული მილიონი ჭურვიდან დაახლოებით 600 ათასი მიაწოდონ. ამის მიზეზია შეფერხებები წარმოებაში და შიში, რომ თავად დასავლეთის მარაგები შემცირდება. Bloomberg-ი აზუსტებს, რომ მიმდინარე […]

დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე – ხმაური ოპოზიციის გამოსვლას მოჰყვა

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება იყო. ხმაური ოპოზიციის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც ოზურგეთის ბაღებში კვების, მოუწესრიგებელი სტადიონების საკითხებზე, სტიქიით დაზარალებული და ინფრასტრუქტურული პრობლემების მქონე მოსახლეობის პრობლემებზე ისაუბრა. უმრავლესობამ კი ოპოზიციის წევრებს პროვოკაციასა და უპასუხისმგებლობაში დასდო ბრალი. “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა სხდომაზე გაასაჯაროვეს დასკვნაც, რომლის მიხედვითაც ოზურგეთის ბაღებში შეტანილი ხორცი უსაფრთხო და ვარგისია.

სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 9%-მდე შემცირება საკმაოდ კარგი სიგნალია ბაზრისთვის – Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი

Galt & Taggart-ის ანალიტიკოსმა ლაშა ქავთარაძემ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის თანახმადაც, რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე შემცირდა. “სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0,5%-ით შემცირება 9%-მდე, საკმაოდ კარგი სიგნალია ბაზრისთვის. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება მოსალოდნელი იყო და თუ სებ-ი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა იანვარში, პოზიტიური იქნებოდა, რადგან, როცა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მცირდება […]

თორნიკე რიჟვაძე აშშ-ის ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს შეხვდა შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას. “აღინიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა და ეს თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია ორი ქვეყნის ინტერესების, ასევე რეგიონისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. მხარეებმა მიმოიხილეს […]

“ქუთაისმა” ვსა ბოლო პერიოდში გატეხა და A ჯგუფს დაუმარცხებლად ლიდერობს

საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატში 2 დაუმარცხებელი გუნდია: A ჯგუფში წაგება არ იცის “ქუთაისმა”, ხოლო B ჯგუფში წაგება არ უწვნევია “სპორტუნის”. დღეს, “თბილისი არენაზე” ქუთაისელები გვარიან წინააღმდეგობას წააწყდნენ, თუმცა მოგებას მაინც მიაღწიეს. ტურის ცენტრალურ მატჩში ვიქტორ სანიკიძის აკადემიამ (ვსა) “ქუთაისს” უმასპინძლა და პირველი პერიოდი 19:17 მოუგო. ვსა იგებდა დიდი შესვენებისთვისაც, თუმცა მინიმალური ანგარიშით – 39:38. მესამე პერიოდში […]

თურქეთი შავი ზღვის განნაღმვაზე მუშაობს

თურქეთი ბულგარეთსა და რუმინეთთან ერთად, შავი ზღვის ნაღმებისგან გასუფთავებაზე მუშაობს, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის ძალისხმევას, გაიტანოს მისი მარცვლეული მსოფლიო ბაზრებზე. თუმცა, თურქეთი ამავდროულად ეწინააღმდეგება მოწოდებებს ზღვაში, ნატო-ს განნაღმვითი გემების დაშვების შესახებ. რა ვითარებაა შავ ზღვაში?

მუსერიძე: გაყიდული ჩვილების რამდენიმე საქმეს ჯერ კიდევ იძიებენ, ჩატარდა ექსჰუმაციაც

არასამთავრობო ორგანიზაციის ვეძებ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძის თქმით, შსს-ს ტრეფიკინგის განყოფილებაში ინფორმაცია მიაწოდეს გაყიდული ჩვილების საქმეებთან დაკავშირებით. მუსერიძის ცნობით, საგამოძიებო უწყებაში უთხრეს, რომ მის მიერ შეტანილ 5 საქმეს ჯერ კიდევ იძიებენ. მისივე თქმით, ამ საქმეებში მთავარი მოქმედი პირი არის გარდაცვლილი. “შევხვდი საქმის პროკურორს. მითხრეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება ჩემ მიერ შეტანილ 5 საქმესთან დაკავშირებით. ასევე მითხრეს, რომ […]

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 31 იანვრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.09 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.36 თეთრით. 31 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6819 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9044 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი – 2.96 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.69 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.91 ლარად.