პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოს და ინსტიტუციური განვითარების მიმართულების ახალმა დირექტორმა უმასპინძლა
“ქართული ოცნების” და ოპოზიციის წარმომადგენლებს ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოს და ინსტიტუციური განვითარების მიმართულების ახალმა დირექტორმა უმასპინძლა. ედრიენ კირალთან მოლაპარაკებები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. კირალი ამ რანგში პირველად სტუმრობს საქართველოს. ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ რომ ვიზიტის მიზანი საქართველოს წინსვლის და ევროკავშირის გაფართოების განხილვაა. “ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის სერიოზული ერთგულება ევროკავშირის ღირებულებების და ყოვლისმომცველი რეფორმების მიმართ. ევროკავშირში […]
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას ეხმიანება

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო სწორი და გონივრული გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5% შემცირდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულად შეესატყვისება ბოლო პერიოდში ინფლაციის შემცირებულ მაჩვენებელს, რომელიც ამ ეტაპზე სამიზნე მიზნობრივ ნიშნულზე, კერძოდ კი 3 %-ზე დაბალია. ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „მისასალმებელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ყურადღებით ადევნებს […]
რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა შედგა, პირველად რუსეთის ილ-76-ის ჩამოვარდნის შემდეგ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 31 იანვარს უკრაინას გადაეცა უკრაინის შეიარაღებული ძალების 195 ტყვე, უკრაინიდან კი რუსეთში დაბრუნდა ტყვეობაში მყოფი 195 რუსი სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამში საკუთარ არხზე დაწერა, რომ გაცვლის შედეგად უკრაინას დაუბრუნდა 207 ადამიანი. როგორც RBC-Ukraine იტყობინება, მათგან ყველაზე უფროსი 61 წლისაა, ყველაზე ახალგაზრდა – 20-ის. გადაცემული ტყვეებიდან მინიმუმ 36 დაჭრილია […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც პირველ თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, პირველ თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის I, II III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მარატ ნოზაძის, გობრონიძის და კერესელიძის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: […]
“ბორჯღალოსნები” | მზადება გამარჯვებისთვის, სიახლეებთან ერთად

“ბორჯღალოსნები” უკვე ორი დღეა „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე წლის პირველ შეკრებაზე იმყოფებიან – ახალი მწვრთნელებითა და 11 დებიუტანტით გაფართოებულ შემადგენლობაში. ინგლისელ მთავარ მწვრთნელ რიჩარდ კოკერილს, მის ასისტენტებს – ირლანდიელ კონორ მაკფილიპსა და სამხრეთ აფრიკელ შონ სოვერბის, ასევე რამდენიმე მოთამაშეს, სანაკრებო დებიუტი 4 თებერვალს დესაუში, გერმანიასთან ექნებათ. შეხვედრა ჩვენი დროით 18 საათზე დაიწყება. რიჩარდ კოკერილი: „ვემზადებით გერმანიასთან […]
სერგო ჩიხლაძე – ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელმა მკაფიოდ უთხრა „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, რომ სადამკვირვებლო მისიის მოსაწვევად დროულად უნდა დაიწყოს პროცედურების წარმოება და პროცესი თებერვალში დასრულდეს

ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ძალიან მკაფიოდ უთხრა „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, რომ ხელისუფლებამ სადამკვირვებლო მისიის მოსაწვევად დროულად უნდა დაიწყოს პროცედურების წარმოება და თებერვალში უნდა დასრულდეს პროცესი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” საგარეო მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, საუბარი სადამკვირვებლო მისიების საქართველოში გამოგზავნასაც შეეხო, რისთვისაც ხელისუფლებამ შესაბამისი პროცედურები თებერვლამდე უნდა დაასრულოს. […]
„ვოლვო ქარ კავკასია“ უკვე მეორედ Excellence Club-ის ჯილდოს მფლობელია

„ვოლვო ქარ კავკასია“ უკვე მეორედ Excellence Club-ის ჯილდოს მფლობელია – საერთაშორისო აღიარება „ვოლვო ქარ კავკასიამ“ ბარსელონაში გამართულ Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე მოიპოვა,- ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, 2023 წლის გაყიდვების გეგმის შესრულება, ბაზრის წილის ზრდა, Volvo Cars-ის გლობალური სტანდარტების 100%-ით შესრულება, სხვადასხვა სისტემის ათვისება, მომხმარებლის უკუკავშირი და სერვისის მრავალფეროვნება – „ვოლვო ქარ […]
საქართველოს ეროვნული ბანკი იანვრის “მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს” აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი იანვრის “მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს” აქვეყნებს. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, “მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში” ინფლაციის, ეკონომიკური ზრდის და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზების დეტალურ აღწერას გაეცნობით, რასაც ეფუძნება მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება. გამოცემის მიზანია საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების დეტალური ახსნა მივაწოდოთ. „მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება: ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით […]
სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ელექტროენერგეტიკის რეგულირების სასწავლო კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს რეგისტრაცია სასწავლო კურსზე „ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების საფუძვლები“. ამის შესახებ ინფორმიციას სემეკი ავრცელებს. მათივე ცნობით, სასწავლო კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა უკავშირდება ელექტროენერგეტიკის სექტორს. „კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ენერგეტიკის სექტორის განვითარების ტენდენციებსა და პოლიტიკას, ელექტროენერგეტიკული სექტორის ძირითად პარამეტრებსა და ტიპოლოგიას, ენერგეტიკის […]
ზურაბ ჭიაბერაშვილი – ევროკავშირის წევრობისკენ 9 ნაბიჯის გადადგმა რეალურად არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ დაიწყება – 2024 წლის არჩევნები არის გადამწყვეტი

„ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა არის, რომ ევროკავშირის წევრობისკენ 9 ნაბიჯის გადადგმა რეალურად დაიწყება არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ეს 2024 წლის არჩევნები არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეებისთვის და თითოეული ადამიანის მდგომარეობა გაუმჯობესდეს , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, აღნიშნული 9 ნაბიჯი არის იმის საშუალება, რომ საქართველოს […]