საქსტატი 7%-იანი ეკონომიკური ზრდის მიზეზებს განმარტავს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების შესახებ 2023 წლის ანგარიში წარადგინა. ანგარიშის თანახმად, 2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3% შეადგინა, ხოლო 2023 წლის საშუალო რეალური ზრდა 7%-ით განისაზღვრა. 2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის […]

„დედაქალაქის არჩეული მერი ვარ და დღეს რომ გადავდგე, არჩევნები უნდა ჩატარდეს” – კახა კალაძე პრემიერ-მინისტრობის საკუთარ კანდიდატურაზე

დედაქალაქის არჩეული მერი ვარ და დღეს რომ გადავდგე, არჩევნები უნდა ჩატარდეს – 2025 წლამდე მაქვს უფლებამოსილება,- ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ იგეგმება, რომ ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გახდეს. ამასთან, კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ დედაქალაქის მერი მესამე ვადით გახდეს, კალაძე ამბობს, რომ „გამორიცხული არაფერია და ყველაფერი წინაა“. […]

ზაფხულში ავიაბილეთები გაძვირდება

Ryanair-ის ხელმძღვანელმა მაიკლ ო’ლირიმ განაცხადა, რომ Alaskan Airlines-ის ინციდენტის შემდეგ 171 ერთეული Boeing 737 Max 9 ოპერირებაა გააჩერა, რაც პირდაპირ აისახება ამ ზაფხულში ავიაბილეთის ფასებზე. ”ტევადობა და ავიაბილეთის ფასები არის მთავარი საკითხები, განსაკუთრებით ზაფხულის პიკში. ფასები უფრო მაღალი იქნება, რადგან ევროპაში მოკლე მგზავრობის ტევადობა ნაკლები იქნება,” – თქვა ო’ლირიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია […]

იდეიდან რეალურ პროდუქტამდე: რა არის პროტოტიპირება — STEM მარტივად

იდეის გაჩენიდან რეალური პროდუქტის შექმნამდე ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომლის გარეშეც ხელშესახები და სრულად ფუნქციური შედეგის მიღება წარმოუდგენელია. მას პროტოტიპირება ეწოდება და ის ტექნოლოგიური მოწყობილობებისა თუ სხვა სახის მოდელების დამზადების განუყოფელი ნაწილია. პროტოტიპირების შესახებ პროექტის “STEM მარტივად” ფარგლებში მომზადებულ ახალ ვიდეოში გურანდა გოგალაძე გვესაუბრება, რომელიც ევროპულ სკოლაში პროგრამირებისა და ელექტროინჟინერიის მასწავლებელია. ის თვალსაჩინოებისთვის ლაზერული მჭრელით პატარა […]

ტელეკომპანია “იმედმა” გაასაჯაროვა გზავნილი, რომელიც მათი მტკიცებით, ვარდოსანიძისგან მიიღეს

ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, ბლოგერ ბექა ვარდოსანიძის მუქარისშემცველი წერილი რამდენიმე კვირის წინ გაიგზავნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “იმედის” ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე. ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა ელექტრონულ ფოსტაზე მისული გზავნილის “სქრინშოტიც”, რომელშიც იკითხება: „მე ბექა ვარდოსანიძემ უკვე დავნაღმე თავისუფლების მოედანი, როგორც თქვენი სატელევიზიო მანქანები, ევროკავშირი და *** თქვენ ტროტილის გარდა ამაღამ ხალხს არაფერი შეხვდება პანკისელი ბოევიკებისგან, […]

ნიკა მელია – ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე – მალე აუცილებლად იქნება საბოლოო გადაწყვეტილება

ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე – ვიქნები იქ, სადაც სისტემის დემოტაჟი, მისი ცვლილება ახალი ჯანმრთელი მოცემულობით იქნება შესაძლებელი; სადაც არ იარსებებს გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების მქონე არანაირი ხმა, გარდა ხალხის ხმისა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა. მელია განცხადებაში საუბრობს „პოტენციურ ერთობაზე, ფორმასა თუ შინაარსზე, რომლითაც თანამოაზრეებთან ერთად საარჩევნო მარათონში“ […]

გივი მიქანაძე ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრაზე – გვქონდა საუბარი, რომ ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი, მაგალითად „ლელო”, ხელოვნურად ეთიშება პროცესს, რომ დააზიანოს

გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი, როგორიცაა მაგალითად „ლელო”, ხელოვნურად ეთიშება პროცესს და სურს, რომ პროცესი დააზიანოს, – განაცხადა გივი მიქანაძემ. გივი მიქანაძის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ისაუბრეს იმის შესახებ, რომ „ოპოზიცია მხოლოდ მაშინ მოქმედებს კონსტრუქციულად, როდესაც შეხვედრებს კამერები არ აშუქებენ“. „ვუთხარით, რომ 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებაში სამმა პოლიტიკურმა სუბიექტმა: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელომ“ […]

კახა კალაძე – კოლექტიური “ნაცებისთვის” სასიკეთო არაფერია – არც ის, რომ ღარიბაშვილი ხდება პარტიის თავმჯდომარე და არც ის, რომ კობახიძე იქნება პრემიერი

ის, თუ რას ამბობენ აღნიშნულ ფაქტზე [სამთავრობო ცვლილებებზე} ოპონენტები, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის სასიკეთო არაფერია , – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ოპონენტებისთვის სასიკეთო არ არის მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. “ის, თუ რას ამბობენ აღნიშნულ ფაქტზე [სამთავრობო ცვლილებებზე} ოპონენტები არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. […]

ზელენსკი: 207 უკრაინელი ტყვეობიდან სახლში დავაბრუნეთ

უკრაინაში ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი 207 ადამიანი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დაბრუნდა. შესაბამის ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. “ჩვენი ხალხი სახლში ბრუნდება. 207 ადამიანი. ჩვენ მათ ვაბრუნებთ, რა ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს. გვახსოვს ყველა ადამიანი, ვინც ტყვეობაშია. როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირები. ყველა უნდა დავაბრუნოთ. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. უკრაინის გუნდმა მორიგ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია”. – […]

ბსუ-ს სტუდენტები სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ბერლინში მიემგზავრებიან

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები „საერთაშორისო სასტუმროს მენეჯმენტის” ტრენინგ კურსის წარმატების გავლის შემდეგ, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, გერმანიაში, ქალაქ ბერლინში ერთი კვირით მიემგზავრებიან. სტუდენტებისთვის დაგეგმილი მიზნობრივი პროგრამა მოიცავს საინფორმაციო შეხვედრებსა და ვიზიტებს კონცეპტუალურ სასტუმროებში (hotel 25hours, Catering Company L & D GmbH, Nok Akt in Father Graham, Hotel Scandic), რომლის ფარგლებშიც სასტუმროს წარმომადგენლები სტუდენტებს […]