გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 -ელ თებერვალს 01:00-დან 03:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: კაიშაურები, მთავარცლა, ქვეშეღუ, ზაქათკარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ ნავდარაანთკარში; 14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის […]

როგორი იქნება თსუ-ის ახალი კორპუსი – წარმოდგენილი პროექტები დღეიდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსშია გამოფენილი

როგორი იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კორპუსი? კონკურსის შედეგად შერჩეული რვა კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტები დღეიდან გაცნობისა და შეფასებისთვის უნივერსიტეტის პირველ კორპუსშია გამოფენილი. ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული შენობის აგება უნივერსიტეტის პირველი და მეორე სასწავლო კორპუსების მიმდებარედ იგეგმება. შენობა თანამედროვე სტანდარტების იქნება. მოეწყობა სტუდენტური სივრცეებიც.

ლონდონში დააკავეს ანექსირებული სევასტოპოლის ყოფილი „გუბერნატორი“

ლონდონში დააკავეს ანექსირებული სევასტოპოლის ყოფილი ე.წ. გუბერნატორი დმიტრი ოვსიანიკოვი. მას ბრალად ედება დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევა. ინფორმაცია, რომ ოვსიანიკოვი ლონდონში, თავის სახლში დააკავეს, დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით 31 იანვარს გაავრცელა გამოცემა The Times-მა. დიდმა ბრიტანეთმა ოვსიანიკოვი 2020 წლის დეკემბრიდან დაამატა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო სანქცირებულთა სიას. სანქციები მოიცავდა რუსი […]

„ისრაელიდან და საამიროებიდან ტურისტების შემცირება, სექტორისთვის დიდი დარტყმაა“ – Lopota Spa Resort

ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ ნიშნულს 2023 წელსაც ვერ დაუბრუნდა. 2023 წელს, პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 80.6%-ით აღდგა, ტურისტული ვიზიტები კი – 92.6%-ით. გასული წლის ტურისტული სეზონის შესაფასებლად BM.GE-მ კახეთში მოქმედ დასასვენებელი კომპლექს “ლოპოტა სპა რეზორტის“ კომერციული დირექტორს მაკა ღლიღვაშვილს მიმართა. ის ამბობს, რომ სასტუმროში ადგილობრივი მოსახლეობის წილი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და […]

“ქართული ოცნების” ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძეს პრემიერობის კანდიდატად პოლიტსაბჭოს ოფიციალურად წარუდგენს

რამდენიმე საათი ახალი პრემიერის დასახელებამდე – “ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პოლიტსაბჭოს ოფიციალურად წარუდგენს. იქნება კენჭისყრა. ცნობილია, რომ პროცესი მალე დასრულდება, რადგან ახალი პრემიერის კანდიდატურაზე “ქართულ ოცნებაში” სრული თანხმობაა. „პროცედურულად, მოგეხსენებათ, რომ პოლიტსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. განიხილება ეს ერთი კანდიდატურა ირაკლი კობახიძის. წარდგენილი იქნება ცვლილებები პარტიის ყრილობაზე, მიიღება გადაწყვეტილებები […]

გიჟი უნდა ვიყო, რომ მეილიდან, რომელიც ასოცირებულია ჩემთან, ასეთი შეტყობინებები გავგზავნო და მთელი ქვეყანა ფეხზე დავაყენო – ბექა ვარდოსანიძე

გვიან ღამით დასრულდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით დაბარებული ბექა ვარდოსანიძის გამოკითხვა. რამდენიმესაათიანი გამოკითხვიდან გამოსული “ალტ-ინფოს” წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მუქარის შემცველი წერილი სხვადასხვა უწყებაში მას არ გაუგზავნია. „არაფერი არ მაქვს დასამალი. ტექნიკა ჩამომართვეს მთლიანად, ახლა უბრალოდ ვერ გავაგრძელებ ჩემს მაუწყებლობას და ინფორმაციის გავრცელებას. ჟურნალისტებმაც კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება იდეოლოგიურად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ბევრი ადამიანი […]

წარმატებები ვუსურვოთ ორივე ირაკლის და მთელ ქვეყანას – გიორგი ვოლსკი

არ არის გამორიცხული, “ქართული ოცნების” ყრილობის დასრულების შემდეგ, დღესვე, დამატებითი დეტალები გახდეს ცნობილი მინისტრთა ახალი კაბინეტის შესახებ. ამ დროისთვის ვრცელდება რამდენიმე ვერსია, თუმცა, “კურიერის” ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ცვლილება, პრემიერის გარდა, მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხება და ის ირაკლი ჩიქოვანი იქნება. „გადანაცვლება, რასაკვირველია, ახალ იმპულსსა და ენერგიას შესძენს ამ ორ ძირითად მიმართულებას. წარმატებები ვუსურვოთ ორივე ირაკლის და […]

დღეიდან წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შესაძლებელია

პირობა შესრულებულია – დღეიდან წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შესაძლებელია, თუმცა, სრული რეაბილიტაცია – ტროტუარების მოწესრიგება, განათებები, გამწვანება – მარტში დასრულდება. გამზირი სპეცტექნიკით უკვე დასუფთავებულია, გვიან ღამით დაიწყო გზის დახაზვის სამუშაოებიც. 32 მილიონ ლარად ღირებული მასშტაბური რეაბილიტაცია თბილისის ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ გამზირზე გასული წლის აპრილში დაიწყო. „დასრულებულია სამუშაოები საგზაო ნაწილში, რაც იყო ჩვენი დაპირება. დაპირება […]

ბექა ვარდოსანიძე – გიჟი უნდა ვიყო, რომ ჩემი მეილით ტერორიზმის შემცველი შეტყობინება გავაგზავნო – ეს შეიძლება იმ ადამიანის გაკეთებული იყოს, ვინც პოლიტიკური პრივილეგიები დაკარგა და გამწარებულია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე “ალტ-ინფოს“ წევრის, ბექა ვარდოსანიძის გამოკითხვა დასრულდა. როგორც ვარდოსანიძემ სუს-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას კუთვნილი ტექნიკა ჩამოართვეს. ვარდოსანიძის თქმით, პირი, რომელმაც მისი ელექტრონული ფოსტიდან მუქარის შემცველი წერილი გაგზავნა, შესაძლოა ის ადამიანი იყოს, რომელმაც პრივილეგიები დაკარგა და „გამწარებულია“. “მე არაფერი მაქვს დასამალი. ტექნიკა ჩამომართვეს მთლიანად. ვეღარ გავაგრძელებ […]

“ქართული ოცნება“ დღეს ყრილობას გამართავს

დღეს, 1-ელ თებერვალს “ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება. “ქართული ოცნების” VIII ყრილობა 14:00 საათზე, სასტუმროში “პარაგრაფ თბილისში” ჩატარდება. მოსალოდნელია, რომ ყრილობაზე პარტიაში სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ და დაამტკიცებენ. ოფიციალურად დასახელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილება პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელსაც პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად პარტიის საპატიო […]