“ბორჯღალოსნები” | მზადება გამარჯვებისთვის, სიახლეებთან ერთად

“ბორჯღალოსნები” უკვე ორი დღეა „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე წლის პირველ შეკრებაზე იმყოფება – ახალი მწვრთნელებითა და 11 დებიუტანტით გაფართოებულ შემადგენლობაში. ინგლისელ მთავარ მწვრთნელ რიჩარდ კოკერილს, მის ასისტენტებს – ირლანდიელ კონორ მაკფილიპსა და სამხრეთაფრიკელ შონ სოვერბის, ასევე რამდენიმე მოთამაშეს, სანაკრებო დებიუტი 4 თებერვალს დესაუში, გერმანიასთან ექნებათ. შეხვედრა ჩვენი დროით 18 საათზე დაიწყება. რიჩარდ კოკერილი: „ვემზადებით გერმანიასთან მატჩისთვის. […]
გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებაზე – არ ველოდები, რომ მსჯელობა იქნება საკითხებზე, რაც საგანგებოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის – პრეზიდენტსაც ვერ დავარქმევთ

კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც პარლამენტში 6 თებერვალს არის დაგეგმილი. მისივე შეფასებით, არ ელოდება, რომ მოხსენება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს შეეხება, რადგან სალომე ზურაბიშვილი განცხადებებს “გარკვეული პოლიტიკური პლატფორმიდან” აკეთებს. ვოლსკის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მას “პრეზიდენტსაც ვერ […]
გია ვოლსკი – პოლონეთის სცენარის გამეორება უნდათ ოპონენტებს, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ყველანი „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე არიან

პოლონეთის სცენარის გამეორება კი უნდათ ოპონენტებს, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ყველანი „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე არიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ოპოზიციურ ველზე შესაძლო გაერთიანებების საკითხს გამოეხმაურა. ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციას სურს საქართველოში არჩევნების შედეგად ის სურათი დადგეს, რაც პოლონეთში მოხდა, როდესაც ცალკეულ შემთხვევაში მმართველმა პარტიამ რაოდენობრივად ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა, თუმცა […]
შვედეთში, ისრაელის საელჩოს წინ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს
შვედეთში, ისრაელის საელჩოს წინ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, ნაპოვნია ხელყუმბარა, რომელიც უცნობმა პირმა საელჩოს ღობეზე გადააგდო. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სპეციალისტებმა მისი გაუვნებელყოფა შეძლეს. სხვა დეტალებს სამართალდამცველები არ ახმაურებენ. მომხდარის გამო, საელჩოს გარშემო ტერიტორია, 100 მეტრის რადიუსში, გარკვეული პერიოდი სპეციალური ჯებირებით იყო შემოსაზღვრული.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება
რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოკლული 14 წლის გოგოს – აითაჯ შახმაროვას საქმის განხილვა გრძელდება. მოსამართლე აითაჯის დედისა და ბიძის ბრალეულობაზე იმსჯელებს. გამოძიება ორივე მათგანს ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. არცერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ თვლის. დღევანდელ სხდომაზე, სავარაუდოდ, მკვლელობაში ბრალდებულის მშობლებს გამოკითხავენ.
ბრიუსელში დღეს ევროკავშირის სამიტი გაიმართება, რომელზედაც უკრაინის დაფინანსების საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის ლიდერები დღეს სპეციალურ სამიტზე შეიკრიბებიან და ბლოკის ბიუჯეტიდან უკრაინის დაფინანსებისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხს განიხილავენ. Reuters-ი წერს, რომ ევროკავშირის ლიდერები შეეცდებიან დაარწმუნონ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, უკრაინას სტაბილური დაფინანსების შეთავაზების გეგმას შეუერთდეს, მაგრამ ისინი ასევე მზად არიან მიაწოდონ ფული კიევს უნგრეთის გარეშე, თუ მათი არგუმენტები არ გაჭრის. აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს უკრაინის 2024-2027 წლების […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტროენერგია შეუწყდებათ

დღეს,პირველ თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის I, II III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მარატ ნოზაძის, გობრონიძის და კერესელიძის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის […]
ზეთისხილის ექსპორტის შემცირების მიზეზი ცუდი მოსავალი და ფასების ზრდაა – ნიკა მარკოზაშვილი

2023 წლის მონაცემებით, ზეთისხილის ექსპორტი 160%-ითაა შემცირებული. „კომერსანტთან“ საუბრისას „სვანიძის ზეთისხილის“ დირექტორი, ნიკა მარკოზაშვილი აცხადებს, რომ ამის მიზეზი ბოლო 2 წლის განმავლობაში ცუდი მოსავალი და ფასების ზრდაა. „წინა წლები შედარებით დაბალმოსავლიანი იყო. ამის მიზეზი გვალვა და წყლის ნაკლებობა იყო. ეს მთელ მსოფლიოში აისახა ზეთისხილის მოსავალზე, არა მხოლოდ საქართველოში. ამიტომ, ამ ეტაპზე, ჩვენთვის უპრიანია, რომ ადგილობრივ […]
რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში მდებარე საავადმყოფოზე იერიში მიიტანეს – არიან დაშავებულები
ინტენსიური ბრძოლებია უკრაინაში – რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხარკოვის ოლქში მდებარე საავადმყოფოზე. არიან დაშავებულები, დაიბომბა სუმის ოლქიც. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ოკუპირებულ ყირიმში, ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით, ბელბეკის აეროდრომს შეუტიეს. პარალელურად, უკრაინამ და რუსეთმა კიდევ ერთხელ გაცვალეს სამხედრო ტყვეები. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გაცვლის შემდეგ უკრაინაში 207 ჯარისკაცი დაბრუნდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი იუწყება, რომ 195 უკრაინელი […]
კირილ ბუდანოვი – რუსეთის ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმები, შესაძლოა, გაიზარდოს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის თქმით, რუსეთის ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმები, შესაძლოა, გაიზარდოს. მან არც დაადასტურა და არც უარყო უკრაინის მონაწილეობა რუსეთში განხორციელებულ დრონებით თავდასხმებში და აღნიშნა, რომ ასეთი ოპერაციები „სავსებით შესაძლებელია“. „ჰიპოთეტიკურად არის გეგმა, რომლის მიხედვითაც ეს ყველაფერი ხდება და მჯერა, რომ ეს გეგმა მოიცავს რუსეთის ფედერაციის ყველა ძირითად კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ […]