აშშ-მა იემენში 10-მდე დრონს დაარტყა

შეერთებულმა შტატებმა იემენში 10-მდე დრონს დაარტყა, რომლებსაც გასაშვებად ამზადებდნენ, – ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, აშშ-ს სამხედრო ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდმა ადენის ყურეში სამი ირანული დრონი და „ჰუსიტების“ ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო. შეგახსენებთ, ირანთან დაკავშირებულმა „ჰუსიტებმა“, რომლებიც იემენის ნაწილს აკონტროლებენ, ბოლო კვირების განმავლობაში წითელ ზღვასა და […]
ვიქტორია ნულანდი – GLSDB ბომბები უკრაინელის სამხედროებისთვის ფრონტზე უკვე გაიგზავნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას GLSDB ბომბები გადასცა, რომელიც უკვე უკრაინელი სამხედროებისთვის ფრონტზე გაიგზავნა, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ვაშინგტონი აგრძელებს კიევისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების აღმოჩენას. „ეს მოიცავს ახალ ინვესტიციებს და შეიარაღების ახალ სისტემებს, როგორიცაა მსუბუქი, მცირე დიამეტრის ბომბები, რომელიც უკვე მიემართება ფრონტზე, […]
კირილ ბუდანოვი – ჩვენ ნამდვილად გვჭირდება დახმარება

უკრაინა საბრძოლო მასალის კრიტიკულ დეფიციტს განიცდის და პარტნიორების დახმარება სჭირდება, თუმცა საუბარია არა მხოლოდ ჭურვებზე, არამედ საარტილერიო სისტემებზეც, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა. ”ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ეს დახმარება,” – განუცხადა ბუდანოვმა CNN-ს. მისი თქმით, სიის სათავეშია საარტილერიო სისტემები – ჰაუბიცები. უკრაინას ასევე სჭირდება ქვემეხების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, […]
რუსტემ უმეროვი – როგორც წესი, იმარჯვებს ის, ვისაც მეტი საბრძოლო მასალა აქვს ბრძოლისთვის – უკრაინა საარტილერიო ჭურვების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის

უკრაინა საარტილერიო ჭურვების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის. რუსეთი ფრონტზე ყოველდღე სამჯერ მეტ ჭურვს იყენებს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელიც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა ევროკავშირელ კოლეგებს გაუგზავნა. მინისტრის თქმით, უკრაინას არ შეუძლია დღეში 2000-ზე მეტი ჭურვის გასროლა ფრონტის ხაზზე, რომელიც გადაჭიმულია 1500 კილომეტრზე. ეს კი რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო არმიის მიერ გაშვებული საბრძოლო მასალის […]
7-კაცა | რთული ჯგუფი მონტევიდეოში

საქართველოს 7-კაცა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის მეორე ეტაპზე ა ჯგუფში კენიის, ტონგასა და პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს. მეორე ეტაპს 8-10 მარტს ურუგვაი, მონტევიდეო უმასპინძლებს. პირველი ეტაპი დუბაიში გაიმართა და საქართველო მე-8 ადგილს დასჯერდა, რისთვისაც საერთო ჩათვლაში 6 ქულა ჩაიწერა. შეგახსენებთ, სამი ეტაპის ჯამში ოთხი საუკეთესო გუნდი გრანდ-ფინალის ფლეი ოფში გავა, სადაც მათ მსოფლიო სერიის მე-9-მე-12 ადგილოსნები […]
ICJ: რუსეთმა ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კონვენცია ნაწილობრივ დაარღვია

გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) 2017 წელს უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მთლიანობაში, სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა სარჩელში მოხსენიებული ხელშეკრულებების ორი მუხლი დაარღვია, ხოლო დანარჩენი მოთხოვნები არ დაუკმაყოფილებია. უკრაინული მხარე რუსეთს ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ საერთაშორისო კონვენციისა (ICSFT) და რასობრივი დისკრიმინაციის ყველანაირი ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის (CERD) დარღვევაში ადანაშაულებდა. მოსარჩლე მხარე […]
ფრე შეფილდში და ჩაკვეტაძის კარგი შეფასებები

ჩემპიონშიფის 29-ე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „შეფილდ უენსდეის“ დაუზავდა (0:0), რომელიც სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა. სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ისევ სასტარტოში იყო, ურიგოდ არ გაისარჯა, ორი ისეთი გადადაცემა გაუკეთა პარტნიორებს, რომლებიც უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ ვერ გაიტანეს. ჩაკვეტაძე 85-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში flashscore-მა 7.2 ქულით შეაფასა, whoscored-მა 7.1 ქულით, sofascore-მა კი 6.8-ით. „უოტფორდი“ ყველა ტურნირზე […]
ნეთანიაჰუ: ტყვეების გაცვლას ნებისმიერ ფასად არ დავთანხმდებით, არსებობს წითელი ხაზები

ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი მძევლების გაცვლის შემოთავაზებას ნებისმიერ ფასად არ დათანხმდება და არსებობს წითელი ხაზები, რომელსაც არ გადაკვეთენ. ეს განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეო მიმართვისას გააჟღერა. მისი თქმით, ისრაელის მხარე მუშაობს შეთანხმების ახალ ჩარჩოზე, რათა ისრაელელი ტყვეების გათავისუფლება მალევე შეძლონ. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის წითელი ხაზებია ომის დასრულება, ღაზის დატოვება და ათასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება. […]
ნულანდი დარწმუნებულია, რომ კონგრესი ბოლოს და ბოლოს მიიღებს უკრაინის დახმარების ბიუჯეტს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა, რომელიც კიევში იმყოფება ვიზიტით, განაცხადა, რომ დარწმუნებულია, უკრაინის დახმარების პაკეტი, რომლის თაობაზეც კონგრესში დაპირისპირებაა რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის, საბოლო ჯამში მაინც მიღებულ იქნება. „უკრაინის ორპარტიული მხარდაჭერა ძლიერი რჩება მთელს ქვეყანაში. ამერიკელ ხალხს ესმის და აღფრთოვანებულია იმ სასწაულით, რომელსაც უკრაინამ უკვე მიაღწია ამ ველური რუსული აგრესიისგან თავის დაცვით. მათ ასევე […]
პაპუაშვილი მდინარაძეზე: შეთავაზება ალბათ იქნება, რომ შეითავსოს უმრავლესობის ლიდერობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა იმედიLIVE-ში საუბრისას თქვა, რომ ირაკლი კობახიძის პრემიერმინისტრად შესაძლო წარდგენის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სტატუსს, სავარაუდოდ, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს შესთავაზებენ. “როცა ვსაუბრობთ ირაკლი კობახიძის გადასვლაზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ეს უპირველეს ყოვლისა უმრავლესობის დანაკლისია, რადგან მას განსაკუთრებული როლი ჰქონდა, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობაში, უმრავლესობის შიდა მობილიზებისთვის, ერთიანი პოზიციებისთვის. კი, […]