პაატა მანჯგალაძე – პრემიერ-მინისტრის ცვლილებით მხოლოდ თმის ვარცხნილობა და ჰალსტუხის ფერი შეიცვლება – ივანიშვილს თანაშემწედ კობახიძე ეყოლება თუ ღარიბაშვილი, არაფერი იცვლება

პრემიერ-მინისტრის ცვლილებით მხოლოდ თმის ვარცხნილობა და ჰალსტუხის ფერი შეიცვლება – ივანიშვილს თანაშემწედ კობახიძე ეყოლება თუ ღარიბაშვილი, არაფერი იცვლება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება. “სამწუხაროდ, ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებით არაფერი იცვლება, კვლავ კოლექტიური “ქართული ოცნება” რჩება ხელისუფლებაში. მათი ამოცანა არ არის მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოში, ემიგრანტების […]
სამხრეთ ჩინეთის ზღვაში საზღვაო სუვერენიტეტის დასაცავად ფილიპინები წყალქვეშა ნავებს შეიძენს

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში საზღვაო სუვერენიტეტის დასაცავად ფილიპინები წყალქვეშა ნავებს შეიძენს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფილიპინების საზღვაო ძალების სპიკერი, როი ტრინიდადი ავრცელებს. „ჩვენ შეიძლება დიდი საზღვაო ფლოტი არ გვყავდეს, მაგრამ ჩვენი საზღვაო ფლოტი ჩვენს ტერიტორიულ უფლებებსა და სუვერენიტეტზე იზრუნებს“, – განაცხადა როი ტრინიდადმა. ფილიპინების საზღვაო ძალების სპიკერმა აღნიშნა, რომ ფილიპინების პრეზიდენტის, ფერდინანდ მარკოს უმცროსის მიერ დამტკიცებული […]
ოთარ შამუგია შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ოთარ შამუგია შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანა ლიბერგს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ოთარ შამუგიამ შვედეთის ელჩს საქართველოში საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. როგორც მან განაცხადა, საქართველო და […]
კახა კალაძე – მადლობას ვუხდი შს მინისტრს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში თანადგომისთვის

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს და მის თანამშრომლებს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. კალაძის თქმით, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ რეაბილიტაციის დროს მოსახლეობისთვის გადაადგილება მაქსიმალურად შეემსუბუქებინათ. „განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საპატრულო პოლიციას, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს. ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენთან თანამშრომლობდნენ. […]
ირაკლი ლექვინაძე ლიეტუვის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს იურგა გრეიჩიენეს შეხვდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ლიეტუვის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, იურგა გრეიჩიენეს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. როგორც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ლიეტუვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყების ხელმძღვანელი, გოდა ალექსაიტე, TWINNING-ის პროექტის მუდმივი რეზიდენტი მრჩეველი, იუსტინა პაულაუსკაიტე, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს […]
ირაკლი ფავლენიშვილი – ქართველ ხალხს ივანიშვილის კარზე პოლიტიკური „კარუსელი“ არ აინტერესებს, მათ ღირსეული, მაღალანაზღაურებადი სამსახური აინტერესებთ

ქართველ ხალხს პოლიტიკური „კარუსელი“ ივანიშვილის კარზე არ აინტერესებს, მათ ღირსეული მაღალანაზღაურებადი სამსახური აინტერესებთ, დაიღალა ივანიშვილის ხრიკებით, პოლიტიკური მასკარადებით, მანიპულაციებით და 2024 წლის არჩევნების შემდეგ აუცილებლად გათავისუფლდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ქართველ ხალხს სჭირდება და აინტერესებს მაღალანაზღაურებადი ღირსეული სამუშაო ადგილები, ღირსეული პენსია, ღირსეული […]
დომუსი ნეა – ახალი, მრავალფუნქციური კომპლექსი

დომუსი ახალი, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას იწყებს. დუმუსი ნეა შთაგონებულია სიცოცხლით სავსე ურბანული ატმოსფეროთი და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ და სამუშაო გარემოს. კომპანიის ახალი პროექტი, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, პეტრე ქავთარაძის #22 ში მდებარეობს. დომუსმა აღნიშნულ პროექტზე არქიტექტორ გიორგი ხმალაძესთან ერთად იმუშავა. გამორჩეული არქიტექტურის მქონე პროექტი 3 ბლოკისგან შედგება, რომელიც ორ 23 და 30 […]
კახა კალაძე – მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, „აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაციის სურვილს გარკვეული დროის განმავლობაში არცერთი კომპანია გამოთქვამდა”, რის გამოც, პროცესი დროში გაიწელა. რაც შეეხება, მეტროსადგური “ავლაბრის” რეაბილიტაციას, თბილისის მერის განცხადებით, საჭირო გახდა, რომ პროექტში ცვლილებები შესულიყო. „ვარკეთილის მეტროში სამუშაოები მიმდინარეობს. თქვენ იცით, რომ გარკვეული […]
გივი მიქანაძე – ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციურ განცხადებებს ვისმენთ, მათი სურვილია წარმოაჩინონ, რომ მმართველ გუნდში დაპირისპირებაა – გუნდი ერთიანია – გვაქვს მოლოდინი, რომ 8-9 თებერვალს მთავრობის შემადგენლობა დამტკიცდება

ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციურ განცხადებებს ვისმენთ, მათი სურვილია წარმოაჩინონ, რომ გუნდში დაპირისპირებაა – გუნდი ერთიანია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, გუნდის ერთიანობას ცხადყოფს ის 3 წელი, რომელიც ქვეყანამ, როგორც მიქანაძე აღნიშნავს, ურთულეს პერიოდში გაიარა. „ჩვენ ერთიანობით, პარლამენტსა და მთავრობას შორის კოორდინირებული საქმიანობით შევძელით მოგვეპოვებინა შედეგები, რასაც […]
ევროვიზია 2024-ზე ნუცა ბუზალაძე 9 მაისს მეორე ნახევარფინალურ შოუში იმღერებს

ქალაქ მალმეში კონკურსის „ევროვიზია 2024“-ის წილისყრა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე მეორე ნახევარფინალური შოუს მეორე ნახევარში იმღერებს. საქართველოსთან ერთად, მეორე ნახევარფინალში იმღერებენ: შვეიცარია, საბერძნეთი, ლატვია, სან-მარინო ავსტრია, ალბანეთი, მალტა, დანია, სომხეთი, ჩეხეთი, ისრაელი, ესტონეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია და ბელგია. პირველ ნახევარფინალურ შოუში კი კვიპროსის, ირლანდის, სლოვენიის, უკრაინის, პოლონეთის, სერბეთის, ლიეტუვას, ფინეთის, პორტუგალიის, […]