გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო […]
საფრანგეთის პრეზიდენტი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის სამიტის წინ ვიქტორ ორბანს შეხვდნენ

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირის სამიტის წინ ვიქტორ ორბანს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ბერტალან ჰავასი ავრცელებს. იტალიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ვიქტორ ორბანმაც დაადასტურა და „ფეისბუქზე“ ჯორჯია მელონთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ბრიუსელში დღეს ევროკავშირის სპეციალური სამიტი გაიმართება, რომელზეც ევროკავშირის ლიდერები უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხს განიხილავენ. […]
„პირდაპირ ჩვენს ღობეზეა მშენებლობა დაწყებული“ – შარტავას ქუჩაზე მოსახლეობა მშენებლობას აპროტესტებს

თბილისში, შარტავას ქუჩის #41-ში მოსახლეობა ახალ მშენებლობას აპროტესტებს. ადგილზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ტელეწამყვანმა ირინა ტორონჯაძემ სოციალური ქსელით გაავრცელა ფოტომასალა, რომელიც მშენებლობის პროცესს ასახავს. როგორც ირინა ტორონჯაძე აცხადებს, ადგილი აქვს სამშენებლო ნორმის დარღვევას, რომელიც გულისხმობს, რომ არსებული შენობის ჯებირსა და ახალ მშენებლობას შორის მანძილი 5 მ უნდა იყოს, რაც დარღვეულია და სამუშაოები ჯებირის მიჯნაზე […]
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი […]
კვარაცხელია “მილანისა” და “ბარსას” წინააღმდეგ – ქართველების საინტერესო თებერვალი

მარტის უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო მატჩ(ებ)ის მოახლოებასთან ერთად, ქართველი ლეგიონერების შესახებ უფრო მეტს ვიფიქრებთ. ფაქტობრივად, გაორებული გრძნობაა – გვინდა, ჩვენ ბიჭებს მაქსიმალურად ბევრი სათამაშო დრო ჰქონდეთ, ამავდროულად კი მათი ტრავმების ალბათობასა და ზოგიერთ შემთხვევაში, გადაღლილობაზე ვღელავთ. თებერვალი მოკლე თვეა (წელს ნაკიანია), სადაც “ბორჯღალოსნებს” “რაგბი ევროპას” გათამაშებაზე ვნახავთ, 12-დან კი მოჭიდავეები ევრპის ჩემპიონატზე ჩაერთვებიან… უკვე მეორე წელია, ჩემპიონთა […]
„პუტინს სიურპრიზები ელის“ – ამერიკელი მაღალჩინოსანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი ამბობს, რომ 2024 წელს, უკრაინასთან გაჩაღებულ ომში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „სიურპრიზები“ ელის. „უნდა გითხრათ, რომ დარწმუნებული ვარ 2024 წელს უკრაინელი ხალხის ერთობასა და სიმტკიცეში. დარწმუნებული ვარ – მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ახლა დაცვას ამაგრებს, პუტინს ბრძოლის ველზე სიურპრიზები ელის, უკრაინა კი ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს“, – ციტირებს კიევში […]
ლოგიკურია მამუკა მდინარაძემ დაიკავოს უმრავლესობის ლიდერის პოზიცია – მიქანაძე

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, ლოგიკური იქნება თუ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტს მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მამუკა მდინარაძე ამჟამად საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კი ირაკლი კობახიძეა, რომელიც პრემიერ-მინისტრად ინიშნება და უმრავლესობის ლიდერის პოსტი ვაკანტური რჩება. „მე ცალსახად არ ვიქნები. რაც შეეხება უმრავლესობის ლიდერს, ამის თაობაზეც გაკეთდება […]
შვედეთში ისრაელის საელჩოსთან ნაპოვნი ფეთქებადი მოწყობილობა პოლიციამ გაანადგურა

1-ელ თებერვალს სტოკჰოლმში ისრაელის საელჩოს მიმდებარედ ფეთქებადი მოწყობილობა იპოვეს, რომელიც შვედეთის გამნაღმველმა ჯგუფმა გაანადგურა. შვედეთში ისრაელის ელჩმა მომხდარს “ტერორისტული თავდასხმის მცდელობა” უწოდა. პოლიციის თქმით, მოწყობილობის შესახებ შეტყობინება საელჩოს პერსონალისგან მიიღეს, რასაც სამართალდამცავი ორგანოებისგან მყისიერი რეაგირება მოჰყვა. როგორც პოლიციის წარმომადგენელმა სამაუწყებლო კომპანია TV4-თან განაცხადა, მოგვიანებით მოწყობილობა კონტროლირებად რეჟიმში ააფეთქეს. ყოველდღიურმა გამოცემამ Aftonbladet-მა, უცნობ წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა […]
წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა

წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. “წერეთლის გამზირზე, საგზაო ნაწილში ყველაფერი დასრულდა. გზა ორმხრივად გაიხსნა და მანქანები უპრობლემოდ გადაადგილდებიან […] სხვა ნაწილს რაც შეეხება, წერეთელზე სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს და მთლიანად მარტში დამთავრდება – მხედველობაში მაქვს ტროტუარები, დახაზვითი სამუშაოები, ახალი შუქნიშნების მონტაჟი, გამწვანება, მიწისქვეშა ნარჩენების ურნების განთავსება და განათების ახალი […]
Axios: აშშ-მ შესაძლოა პალესტინის სახელმწიფოებრიობა ცნოს

Axios-ის ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი განიხილავს პალესტინის სახელმწიფოებრიობის ცნობას და ამ ინიციატივის ავტორი ენტონი ბლინკენია. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მ შესაძლოა პალესტინა ისრაელი-ჰამასის ომის დასრულების შემდეგ ცნოს სახელმწიფოდ. აშშ-ს წარმომადგენლებს ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ, რომ აშშ-ს პოლიტიკა ისრაელი-პაკისტანის საკითხის გარშემო შეიცვალა. ათწლეულების განმავლობაში აშშ არ აღიარებდა პალესტინას და ხაზს უსვამდა, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობა შეიძლება მიიღწეს მხოლოდ ისრაელთან პირდაპირი […]