შეთანხმებიან თუ არა ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დაფინანსებისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე – ბრიუსელში საგანგებო სამიტი იხსნება

შეთანხმებიან თუ არა ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დაფინანსებისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე – საგანგებო სამიტი ბრიუსელში დღეს იხსნება. ევროკავშირის ლიდერები შეეცდებიან, დაარწმუნონ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, შეუერთდეს გეგმას, თუმცა, დასავლური მედიის ინფორმაციით, ისინი ასევე მზად არიან, კიევს ფული უნგრეთის გარეშეც მიაწოდონ. ეს დახმარება უნგრეთმა დეკემბრის სამიტზე დაბლოკა, რის გამოც ბლოკს, საკითხის გადასაჭრელად, სამიტის მოწვევა დასჭირდა. “დღევანდელი საბჭო ძალიან […]

მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას ახალი პრემიერის არჩევისას საპარლამენტო განხილვებში – საპარლამენტო ოპოზიციის პოზიცია

პარლამენტი ახალ პრემიერს მომდევნო კვირას დაამტკიცებს. ოპოზიცია მთავრობის განახლებული გუნდის მხარდაჭერაზე უარს ამბობს, თუმცა ისინი საპარლამენტო განხილვებში ჩაერთვებიან. “ოპოზიციის ძირითადი ნაწილისგან განსხვავებით, ჩვენ მაქსიმალურად ვიყენებთ ხოლმე ჩვენს საპარლამენტო ბერკეტებს. ტაქტიკა როგორი იქნება – კითხვები, გამოსვლა თუ ა.შ. ამას, ბუნებრივია, სხდომაზე იხილავთ. ვიმეორებ, ჩვენ ყველა საპარლამენტო ბერკეტს გამოვიყენებთ,” – აცხადებს პარტია “საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური. “სტრატეგია […]

წარმოუდგენელია, რომ ოპოზიციამ ნდობა გამოუცხადოს ხელისუფლებას… ყველანი საბოტაჟის რეჟიმის მძევლები არიან – ვოლსკი

“წარმოუდგენელია, რომ ოპოზიციამ ნდობა გამოუცხადოს ხელისუფლებას… ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმშია, ყოველგვარი შინაარსის მიუხედავად. საბოტაჟის რეჟიმი არის ის ვითარება, რომლის მძევლებიც არიან ყველანი,” – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ გააკეთა. მისივე თქმით, “ქართული ოცნების” გუნდში ცვლილებები არასდროს ყოფილა ცუდის მომტანი და პირიქით – დადებითად უნდა შეფასდეს. “პოპულარული შეკითხვაა – ვინ მიდის, რა ცვლილებები იქნება […]

წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამდენიმე ლოკაციაზე მოძრაობის მიმართულება იცვლება

თბილისის მერიის განცხადებით, წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამდენიმე ლოკაციაზე მოძრაობის მიმართულება იცვლება. “აკაკი წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამდენიმე ლოკაციაზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება იცვლება. კერძოდ, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდიდან ავტომობილები ნონა გაფრინდაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ შალიკაშვილის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან, მარცხნივ მოხვევით. გაფრინდაშვილის ქუჩისა და კოსმონავტების სანაპიროს დამაკავშირებელი გვირაბიდან წერეთლის გამზირზე მოხვედრა […]

მეტროსადგურ „ვარკეთილისა“ და „ავლაბრის“ რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლოს დასრულდება

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაციის სურვილს გარკვეული დროის განმავლობაში არცერთი კომპანია გამოთქვამდა, რის გამოც, პროცესი დროში გაიწელა. „მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სადგურის რეაბილიტაციის პროცესში, გარკვეული დროის განმავლობაში პრობლემა ფიქსირდებოდა, რადგან არცერთი კომპანია არ გამოთქვამდა სურვილს […]

ანა დოლიძე – ფინანსური განათლება დაწყებითი სკოლიდანვე უნდა ისწავლებოდეს

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე დაწყებით კლასებში ფინანსური განათლების სწავლების შემოღების ინიციატივით გამოდის. მისივე თქმით, კერძო საკუთრების ცნება და სესხი საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას არ ესმის, ხშირ შემთხვევაში ადამიანები ვერ იგებენ, თუ რა ხელშეკრულებას აწერენ ხელს. ,,ჩვენ მოვდივართ საბჭოთა კავშირიდან, კერძო საკუთრების ცნება, სესხი, ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობას არ ესმის, ადამიანები ვერ იგებენ თუ რა ხელშეკრულებას აწერენ […]

ხელსახოცს, რომელზეც ბარსელონასთან მესის პირველი კონტრაქტი გაფორმდა, აუქციონზე გაიტანენ

ხელსახოცს, რომელზეც საფეხბურთო კლუბ ბარსელონასთან ლიონელ მესის პირველი კონტრაქტი გაფორმდა, აუქციონზე გაიტანენ. მისი საწყისი ფასი 300 000 ფუნტი იქნება. ხელშეკრულების გაფორმების დროს მესი 13 წლის იყო. ხელსახოცზე წერია, რომ ბარსელონას იმდროინდელი სპორტული დირექტორი, კარლეს რეშაკი გუნდში მესის აიყვანს. ხელშეკრულება დაიდო მას შემდეგ, რაც მესის ოჯახმა ბარსელონასგან შეყოვნებული პასუხის გამო შეშფოთება გამოთქვა. კარლეს რეშაკმა ისტორიულ ხელსახოცზე […]

წერეთელზე გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა – თბილისის მერია

თბილისში, წერეთლის გამზირზე, დასრულდა გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია. საავტომობილო მოძრაობა დღეიდან, 1 თებერვლიდან, აღდგა. თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ დარჩენილი სამუშაოები მარტში დასრულდება. “არ მინდა შეცდომაში შევიდეს საზოგადოება და იფიქროს, რომ პროექტი მთლიანად დასრულდა. აქ საგზაო ნაწილზე იყო ლაპარაკი. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა, გამწვანების სამუშაოები. რაც შეეხება გარე განათების ბოძებს, გამზირის ერთ მხარეს დამონტაჟებულია, […]

ლონდონში ანექსირებული სევასტოპოლის ყოფილი ე.წ. გუბერნატორი დააკავეს

ლონდონში, სანქციების გვერდის ავლითა და ფულის გათეთრების ბრალდებით, ანექსირებული სევასტოპოლის ყოფილი „გუბერნატორი“ დიმიტრი ოვსიანიკოვი დააკავეს, – ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს. “დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ოვსიანიკოვი 22 იანვარს დააკავეს. მეორე დღეს მას ბრალი სანქციების დარღვევის შვიდ ეპიზოდსა და ფულის გათეთრების ორ ეპიზოდში წარუდგინეს. მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა”, – წერს გამოცემა. The Times-ის ცნობით, დიმიტრი […]

ანა დოლიძე – ფინანსური განათლება დაწყებითი სკოლიდანვე უნდა ისწავლებოდეს

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე დაწყებით კლასებში ფინანსური განათლების სწავლების შემოღების ინიციატივით გამოდის. მისივე თქმით, კერძო საკუთრების ცნება და სესხი საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას არ ესმის, ხშირ შემთხვევაში ადამიანები ვერ იგებენ, თუ რა ხელშეკრულებას აწერენ ხელს. ,,ჩვენ მოვდივართ საბჭოთა კავშირიდან, კერძო საკუთრების ცნება, სესხი, ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობას არ ესმის, ადამიანები ვერ იგებენ თუ რა ხელშეკრულებას აწერენ […]