ლონდონში ანექსირებული სევასტოპოლის ყოფილი ე.წ. გუბერნატორი დააკავეს

ლონდონში, სანქციების გვერდის ავლითა და ფულის გათეთრების ბრალდებით, ანექსირებული სევასტოპოლის ყოფილი „გუბერნატორი“ დიმიტრი ოვსიანიკოვი დააკავეს, – ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.
“დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ოვსიანიკოვი 22 იანვარს დააკავეს. მეორე დღეს მას ბრალი სანქციების დარღვევის შვიდ ეპიზოდსა და ფულის გათეთრების ორ ეპიზოდში წარუდგინეს. მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა”, – წერს გამოცემა.
The Times-ის ცნობით, დიმიტრი ოვსიანიკოვი საკუთარ სახლში დააკავეს. ის სასამართლოს წინაშე 20 თებერვალს წარდგება. სხვა საკითხებთან ერთად, ყოფილ „გუბერნატორს“ ბრალად ედება ლონდონის ბანკ Halifax Bank of Scotland-ში ანგარიშის გახსნა, სადაც ოთხი გადახდა, ჯამში 65 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობით, განახორციელა და დანაშაულებრივი გზით მიღებული ნაღდი ფულის, 77 500 ფუნტი სტერლინგის, შენახვა.
ოვსიანიკოვის სამართლებრივი დევნის მიზეზი ის იყო, რომ ის გაერთიანებულ სამეფოში სანქცირებულ პირს წარმოადგენს და, შესაბამისად, არ აქვს უფლება განკარგოს თანხები და ისარგებლოს ფინანსური მომსახურებით.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ