პაველ ჰერჩინსკი – თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთია და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის თვალსაზრისით

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთია იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც ევროკომისიამ განსაზღვრა და შეთანხმებულია ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. „საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე 9 […]

ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ფერმერებმა ბრიუსელის ქუჩები ტრაქტორებით გადაკეტეს

ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ფერმერებმა ბრიუსელის ქუჩები გადაკეტეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. ბრიუსელის პოლიციის ცნობით, ფერმერებმა ბელგიის დედაქალაქის ქუჩები 1000-ზე მეტი ტრაქტორით გადაკეტეს. ბელგიელი ფერმერები გაზრდილ ხარჯებს, წესებსა და ბიუროკრატიას აპროტესტებენ. რამდენიმე დღის წინ ბელგიელმა ფერმერებმა ბელგიის პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრე დე კროოს მოუწოდეს, რომ მათი მოთხოვნები ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგში დაეყენებინა. […]

წერეთლის გამზირზე რამდენიმე ლოკაციაზე მოძრაობის მიმართულება იცვლება

წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამდენიმე ლოკაციაზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კერძოდ, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდიდან ავტომობილები ნონა გაფრინდაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ შალიკაშვილის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან, მარცხნივ მოხვევით. გაფრინდაშვილის ქუჩისა და კოსმონავტების სანაპიროს დამაკავშირებელი გვირაბიდან წერეთლის გამზირზე მოხვედრა ასევე, შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევით. გარდა ამისა, მოძრაობის მიმართულება […]

საინჟინრო გეოლოგიაში კადრების სერიოზული კრიზისია – კომპანია “თბილინვესტპროექტის” დირექტორი თორნიკე ხევცურიანი

„საქართველოში სულ უფრო იზრდება მშენებლობების რაოდენობა. როგორც იცით, ყველა შენობა-ნაგებობას სჭირდება სანჟინრო გეოლოგიური კვლევა, შესაბამისად მზარდია მოთხოვნა ჩვენს მომსახურებაზეც, თუმცა საინჟინრო გეოლოგიის სფეროში კადრების სერიოზული კრიზისია“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების კომპანია, “თბილინვესტპროექტის” დირექტორმა თორნიკე ხევცურიანმა განუცხადა. თორნიკეს განცხადებით სპეციალისტების ნაკლებობა საინჟინრო გეოლოგიაში ახალი პრობლემა არაა და განსაკუთრებით რთულია კვალიფიციური კადრების პოვნა. „ჩვენს საქმეში […]

წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამდენიმე ლოკაციაზე მოძრაობის მიმართულება იცვლება

აკაკი წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამდენიმე ლოკაციაზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება იცვლება. დედაქალაქის მერიის ცნობით, კერძოდ, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდიდან ავტომობილები ნონა გაფრინდაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ შალიკაშვილის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან, მარცხნივ მოხვევით. გაფრინდაშვილის ქუჩისა და კოსმონავტების სანაპიროს დამაკავშირებელი გვირაბიდან წერეთლის გამზირზე მოხვედრა ასევე, შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევით. მათივე ცნობით, მოძრაობის მიმართულება შეიცვლება გიორგი […]

თამარ კორძაია – პარლამენტში რომ მოვა, ირაკლი კობახიძემ უნდა უპასუხოს კითხვას, წარმატების ზენიტში მყოფი პრემიერ-მინისტრი რატომ მიდის ასე მოულოდნელად, რას არ აკეთებდა ღარიბაშვილი კარგად და ვინ იგულისხმა ივანიშვილმა, როცა კორუფციაზე ილაპარაკა?

ეს არ არის ირაკლი ღარიბაშვილის დასჯა, ეს არის მისი შვებულებაში გაშვება – ღარიბაშვილი ივანიშვილმა კი არ უნდა დასაჯოს, არამედ საქართველოს კანონმა და სასამართლომ – რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მან უნდა გვიპასუხოს „ქართული ოცნების“ წარმატების ზენიტში მყოფი პრემიერ-მინისტრი რატომ მიდის ასე მოულოდნელად ყოველგვარი არგუმენტების გარეშე? – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, […]

ნინო ლაცაბიძე – თბილისის მიმართულებით, რუსთაველების კომფორტული და შეუფერხებელი მგზავრობა, ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება

რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, თბილისის მიმართულებით მგზავრებს 20 ახალი ევრო-5-ის სტანდარტის ავტობუსი მომსახურება. როგორც რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეიდან რუსთავის მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის საფასურის გადახდა, სრულად საბარათე სისტემაზე გადადის. როგორც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსების რაოდენობის გაზრდა, მგზავრთა კომფორტულ და შეუფერხებელ გადაყვანას შეუწყობს ხელს. „თბილისის მიმართულებით […]

პაატა მანჯგალაძე – დარწმუნებული ვარ, გვარამიას უნდა „გამარჯვების კოალიციასთან“ ერთად მონაწილეობდეს საარჩევნო პროცესში, თუ სურვილი აქვს, ამაზე საუბარი შეიძლება – გადაწყვეტილება სააკაშვილმა, გვარამიამ და კოალიციის ლიდერებმა უნდა მიიღონ

საარჩევნო სტრატეგიას რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, გვარამიას კვლავ უნდა „გამარჯვების კოალიციასთან“ ერთად მონაწილეობდეს პროცესში, თუ სურვილი აქვს, ამაზე საუბარი შეიძლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გვარამიას 4 დღის წინ ესაუბრა და არ ჰგონია, რომ მას რაიმე ანტაგონიზმი აქვს „გამარჯვების კოალიციის“ მიმართ, თუმცა, ალბათ ფიქრობს, რომ ცალკე მეტის […]

ირაკლი ბენდელიანი – ბევრჯერ ავხსენი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, როცა ვნახეთ, რომ ის პირობა, რაც მოსახლეობისთვის გვქონდა ნათქვამი, შეიძლება ვერ შესრულებულიყო, ამიტომ მივიღეთ კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება

ის, რომ ძველმა კომპანიებმა სამუშაოები ბოლომდე მიიყვანეს და მხოლოდ ასფალტის საფარი იყო დარჩენილი და {კონტრაქტი} ამ დროს გავუწყვიტეთ, ასე არ მომხდარა. ბევრჯერ ავხსენი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, როდესაც ვნახეთ, რომ ის პირობა, რაც მოსახლეობისთვის გვქონდა ნათქვამი, შეიძლება ვერ შესრულებულიყო, ამიტომ მივიღეთ [კონტრაქტის გაწყვეტის] გადაწყვეტილება,- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განცხადებით, […]

პარლამენტის თავმჯდომარე გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს დაგლას ვებს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა დაგლას ვებს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მასთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა დააფიქსირა. „მხარეებმა მიმოიხილეს გაეროს განვითარების პროგრამის საპარლამენტო პროექტის შედეგები და თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები დაგეგმეს. შალვა პაპუაშვილმა აგრეთვე ისაუბრა მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, პრიორიტეტებსა და გეგმებზე“,- […]