ფერმერებმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის წინ ქუჩები ჩახერგეს

ევროკავშირის საგანგებო სამიტთან დაკავშირებით, ბელგიის დედაქალაქის ქუჩები ჩახერგა ასობით ტრაქტორმა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკამ, იტყობინება პოლიცია. ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიასა და საფრანგეთში, ფერმერთა კავშირებმა ბოლო ხანებში მძაფრი პროტესტი გამოთქვეს მთავრობების აგრარული პოლიტიკის მიმართ. 31 იანვარს ევროკომისიამ განაცხადა, რომ სურს ფერმერები დაიცვას უკრაინიდან იაფი იმპორტისგან და მათ ნება დართოს, მოიხმარონ მიწები, რომლებიც ამ ეტაპზე არ […]

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პოსტს მხოლოდ თავდაცვის მინისტრი ტოვებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტს მხოლოდ თავდაცვის მინისტრი დატოვებს. „საკუთარი, პირადი მოსაზრებიდან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრს სურდა სხვა სფეროში გადანაცვლება, რასაც, რა თქმა უნდა, ანგარიში გავუწიეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ. ირაკლი კობახიძის თქმით, თანამდებობაზე რჩება ყველა დანარჩენი მინისტრი: „ყველა მინისტრს შევთავაზე თანამდებობაზე დარჩენა. არავინ არ შეიცვლება“, – განაცხადა […]

ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა

ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ პარტიის მერვე ყრილობაზე ერთხმად აირჩიეს. მან პრემიერ-მინისტრის პოსტი, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში იკავებდა, 29 იანვარს დატოვა. „ჩვენი ოჯახის თითოეულ წევრს მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ უდიდესი ნდობისთვის, ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევა. 2011 წელს ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის […]

ლონდონში იმართება შვედი ბუნებისდამცველის, გრეტა თუნბერგის სასამართლო პროცესი

1 თებერვალს ლონდონში დაიწყო შვედი ბუნებისდამცველის, ეკოაქტივისტის, გრეტა თუნბერგის სასამართლო პროცესი. შარშან, ოქტომბერში, ბრიტანეთის დედაქალაქში თუნბერგი თავის თანამოაზრეებთან ერთად მონაწილეობდა დემონსტრაციაში, რომელიც გაიმართა ენერგეტიკის სფეროს მენეჯერების წინააღმდეგ. 21 წლის თუნბერგის და მისი კოლეგების წინააღმდეგ საჩივარი ეხება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, რომ ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას. აქტივისტები ნავთობის და გაზის მრეწველებს ბრალად სდებენ, რომ განახლებად ენერგიებს […]

ივანიშვილი ღარიბაშვილზე: თვითონ მოისურვა გადადგომა, რა უნდა დავუწუნო, ნახეთ, როგორი კაცია

ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვას თუ რა დაუწუნა ირაკლი ღარიბაშვილს და რატომ დაატოვებინა პრემიერობის პოსტი, უპასუხა: “რა უნდა დავუწუნო, ნახეთ, როგორი კაცია”. ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ პრემიერობის პოსტიდან გადადგომა ღარიბაშვილმა “თვითონ მოისურვა, მე არ მომისურვებია”. დღეს, 1-ელ თებერვალს ქართული ოცნების მე-8 ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

სტრასბურგმა უგულავას წინააღმდეგ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გიგი უგულავას წინააღმდეგ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გავრცელდა. დადგინდა, რომ უგულავას წინააღმდეგ დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, რაც სამართლიან და მიუკერძოებელ სასამართლოს ითვალისწინებს. სასამართლოს მიხედვით, შალვა თადუმაძე გიგი უგულავას საქმის პროკურორი, ხოლო შემდეგ მოსამართლე იყო უზენაეს სასამართლოში, რამაც გამოიწვია სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. […]

კობახიძე: მინდა, პრემიერად ჩემი კანდიდატურის დასახელებისთვის ივანიშვილს მადლობა გადავუხადო

პირველ რიგში, მინდა, პრემიერმინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურის დასახელებისა და გამოცხადებული ნდობისთვის პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო. ბიძინა ივანიშვილი თითოეული ჩვენგანისთვის იმის მაგალითია, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ ქვეყანას. გასულ წლებში, გუნდის თითოეულმა წევრმა საქართველოს წინსვლაში თავისი წილი ძალისხმევა ჩადო. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას – ის, რომ დღეს საქართველოს დემოკრატია, მშვიდობა, […]

“იცით, “რეალში” თამაში რას ჰგავს?” – ბელინგემის უცნაური პასუხი

მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა ჯუდ ბელინგემმა “ბლანკოსის” შესახებ ისაუბრა. ახალგაზრდა ინგლისელმა Marca-სთან ინტერვიუში “ბერნაბეუზე” თამაში რომის “კოლიზეუმს” შეადარა. “მადრიდის “რეალი” მსოფლიოში ყველაზე დიდი კლუბია. როცა ამ ყველაფერს ახლოდან ხედავ, შთამბეჭდავია. თითქოს “კოლიზეუმში” თამაშობ, თავს გლადიატორივით გრძნობ. წარმოდგენა არ გაქვთ, “რეალი” როგორი დიადია. როდესაც ქუჩაში სეირნობ, შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩე”, – განაცხადა ბელინგემმა. შეგახსენებთ, ჯუდი “სამეფო კლუბს” გასულ […]

“უოტფორდი” ჩაკვეტაძეს “გენტიდან” გამოისყიდის – დეტალები ცნობილია

“უოტფორდი” გიორგი ჩაკვეტაძეს “გენტიდან” გამოისყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანელი ჟურნალისტი რაიან ტეილორი ავრცელებს. წყაროს ცნობით, “ირმები” ქართველი ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილი არიან და ბელგიურ კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ 2.5 მილიონ ევროს გადაუხდიან. შეგახსენებთ, ჩაკვეტაძეს “გენტთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წლის 31 დეკემბერს ეწურება. 24 წლის ნახევარმცველმა “უოტფორდის” მაისურით ყველა ტურნირზე 23 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი […]

სომხეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს შეუერთდა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი სომხეთში ოფიციალურად 1 თებერვლიდან შედის ძალაში. სომხეთის პარლამენტმა რომის სტატუსის რატიფიცირება მოახდინა 2023 წლის 3 ოქტომბერს. სომხეთში რომის სტატუსის რატიფიცირების საკითხმა რუსული მხარის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წელს საერთაშორისო ორდერი გასცა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავებასთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ რომის სტატუტით რატიფიცირებულმა ქვეყნებმა უნდა […]