თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი იქნება

თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე: თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა

როდესაც საუბარი გვქონდა გუნდში მთავრობის ცვლილებასთან დაკავშირებით, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მთავრობის თითოეულ წევრს შევთავაზე თანამდებობაზე დარჩენა. ერთადერთი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება, პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ერთადერთი ცვლილება განხორციელდება საქართველოს მთავრობაში – თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა.
აშშ-ში დააკავეს კაცი, რომელმაც მამას თავი მოკვეთა და რევოლუციურ მოწოდებებს ავრცელებდა

პენსილვანიელი ჯასტინ მონი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. როგორც ცნობილია, მან მამას საკუთარ სახლში თავი მოკვეთა. ამავდროულად, ჯასტინ მონი სოციალურ ქსელებში წლების მანძილზე აქტიურად ავრცელებდა ანტისამთავრობო რევოლუციურ და ძალადობრივ მოწოდებებს. გავრცელებული ინფორმაციით, მამის ცხედარი პირველად ჯასტინის ცოლმა აბაზანაში იპოვა. პოლიციას მკვლელობის შესახებ ინფორმაცია სწორედ ცოლმა შეატყობინა. მან ასევე სამართალდამცავებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაკარგული მათი საერთო შვილი და […]
ღარიბაშვილი: ბატონმა ბიძინამ შექმნა სახალხო პროცესი, რომელმაც შეძლო მანამდე შეუძლებელი

ჩვენი ოჯახის თითოეულ წევრს მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ უდიდესი ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია მმართველი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარედ არჩევა. 2011 წელს ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნებით შექმნა სახალხო პროცესი, რომელმაც შეძლო ის, რაც მანამდე შეუძლებელი იყო – დემოკრატიულად, არჩევნების გზით დაამარცხა ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და სათავე დაუდო […]
ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს

“ქართული ოცნების” მე-8 ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ამასთან, მის კანდიდატურას დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. “ერთხმად დამტკიცებულია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა. ვულოცავ ბატონ ირაკლის და მადლობას გადავუხდი სამწლიანი მოღვაწეობისთვის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას უდიდესი წარმატებები მოუტანა”. – თქვა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი ღარიბაშვილმა 29 იანვარს დაადასტურა, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობას ტოვებს და პარტიის თავმჯდომარის პოსტს […]
ივანიშვილი ღარიბაშვილზე: თვითონ მოისურვა გადადგომა, რა უნდა დავუწუნო, ნახეთ, როგორი კაცია

ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვას თუ რა დაუწუნა ირაკლი ღარიბაშვილს და რატომ დაატოვებინა პრემიერობის პოსტი, უპასუხა: “რა უნდა დავუწუნო, ნახეთ, როგორი კაცია”. ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ პრემიერობის პოსტიდან გადადგომა ღარიბაშვილმა “თვითონ მოისურვა, მე არ მომისურვებია”. დღეს, 1-ელ თებერვალს ქართული ოცნების მე-8 ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
სტრასბურგმა უგულავას წინააღმდეგ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გიგი უგულავას წინააღმდეგ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გავრცელდა. დადგინდა, რომ უგულავას წინააღმდეგ დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, რაც სამართლიან და მიუკერძოებელ სასამართლოს ითვალისწინებს. სასამართლოს მიხედვით, შალვა თადუმაძე გიგი უგულავას საქმის პროკურორი, ხოლო შემდეგ მოსამართლე იყო უზენაეს სასამართლოში, რამაც გამოიწვია სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. […]
ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინეს

ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ქართული ოცნების ყრილობაზე გამოცხადდა. კობახიძე თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს ჩაანაცვლებს, რომელმაც პოსტი 29 იანვარს დატოვა.
თავდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს – პოსტზე ირაკლი ჩიქოვანს წარადგენენ

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ჩიქოვანს წარადგენენ. კობახიძის თქმით, ბურჭულაძემ თანამდებობის დატოვების სურვილი თავად გამოთქვა. სხვა მინისტრების შეცვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს კობახიძემ “სპეკულაციები” უწოდა. “როდესაც საუბარი გვქონდა გუნდში მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მთავრობის ყველა წევრს შევთავაზე დარჩენა. ერთადერთი, […]
ოცნების თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს

ქართული ოცნების თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს. ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ერთხმად დაამტკიცეს. დღეს ქართული ოცნების ყრილობა გაიმართა, რომელზეც პრემიერმინისტრობის კანდიდატიც წარადგინეს – თანამდებობას ირაკლი კობახიძე დაიკავებს. 29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.