ბურჭულაძე: კობახიძისგან NATO-ში საქართველოს ელჩობაზე შემოთავაზება მივიღე

პირველ რიგში, მინდა, მთელ გუნდს მადლობა გადავუხადო. ჩემთვის ეს საამაყო 5 წელი იყო, რაც თავდაცვის სამინისტროში გავატარე. პრემიერი შეიცვალა და ბუნებრივია, ჩვენ კონსულტაციები გვქონდა. ირაკლი კობახიძემ ყველა მინისტრს თანამდებობებზე დარჩენა შემოგვთავაზა. თუმცა, მას შემდეგ, რაც თავდაცვის ახალი კოდექსი მივიღეთ, მე ირაკლი ღარიბაშვილთან წასვლასთან დაკავშირებით თხოვნა მქონდა. მან კი მთხოვა, ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიმეღო. მიზეზები […]

უდიდესი მიღწევებისთვის მადლობა ეკუთვნის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი

უდიდესი მიღწევებისთვის მადლობა ეკუთვნის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. რთული წარმოსადგენი არ არის, რომ 2011 წელს მისი ინიცირებული სახალხო გამარჯვების გარეშე, არა თუ ეს პროგრესი იქნებოდა შესაძლებელი, არამედ დღეს ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგებოდა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. “შეიძლება გარანტირებულად ითქვას, რომ დღეს ქვეყანა ომში იქნებოდა გახვეული. 2008 წელს რომ […]

შემოთავაზება მივიღე, რომ განვიხილო ნატო-ში ელჩობის თანამდებობა, რისთვისაც ახალ პრემიერს მადლობას ვუხდი – ეს იქნება 4 თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დავთანხმდები – ჯუანშერ ბურჭულაძე

შემოთავაზება მივიღე, რომ განვიხილო ნატო-ში ჩვენი ელჩობის თანამდებობა, რისთვისაც ახალ პრემიერს მადლობას ვუხდი. ეს იქნება 4 თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული 4 თვე “დასვენების პერიოდი” იქნება. “13 წელია საჯარო მოხელე ვარ, მყავს დიდი ოჯახი. შემოთავაზება მივიღე, რისთვისაც ახალ პრემიერს მადლობას ვუხდი, […]

ერთადერთი ცვლილება განხორციელდება საქართველოს მთავრობაში – თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა – ირაკლი კობახიძე

გასული სამი წელი იყო გამორჩეულად წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, მოვახერხეთ მშვიდობის, სტაბილური გარემოს შენარჩუნება ქვეყანაში, ჩვენ მოვახერხეთ და ნომინალური ეკონომიკა გავაორმაგეთ. ეს იყო ის წარმატებები, რომელიც პირველ რიგში დაკავშირებულია მთავრობის საქმიანობასთან, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობასთან და ამ წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მთავრობის თითოეულ წევრს – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ […]

პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციაა და იმედი მაქვს, გუნდის იმედებს სათანადოდ გავამართლებ – ირაკლი კობახიძე

პირველ რიგში, მინდა ირაკლი ღარიბაშვილს მივულოცო პარტიის თავმჯდომარედ არჩევა, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მთლიანად გუნდს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დაასახელა ჩემი კანდიდატურა პოლიტსაბჭოს სხდომაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრობის თანამდებობა საპასუხისმგებლო პოზიციაა და მნიშვნელოვანი გამოწვევების დასაძლევად, მნიშვნელოვანია გუნდის ერთიანობა. “პირველ რიგში, მინდა ირაკლი […]

მხოლოდ ერთი მინისტრი შეიცვლება – ვინ არ იქნება კობახიძის მთავრობის გუნდში?

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთადერთი ცვლილება განხორციელდება – თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანით ჩანაცვლდება. პრემიერმინისტრობის კანდიდატის თქმით, ბურჭულაძემ ამის სურვილი თავად გამოთქვა. სხვა მინისტრების შეცვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს კი კობახიძემ სპეკულაციები უწოდა: “მთავრობის თითოეულ წევრს შევთავაზე დარჩენა, ერთადერთი, თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება. მე […]

3-4 თვე დავისვენებ და მერე ელჩად წავალ – თავდაცვის მინისტრი

ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბურჭულაძემ თავად განუცხადა. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში თანამდებობას 3-4 თვეში დაიკავებს, იქამდე კი მისივე თქმით, დასვენებას აპირებს. შეგახსენებთ, ბურჭულაძე ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება. ეს ინფორმაცია კობახიძემ თავად დაადასტურა და განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის კანდიდატად ირაკლი ჩიქოვანს წარადგენს. მომავალი პრემიერის თქმით, ბურჭულაძემ […]

“ძმურ თანადგომას აღვუთქვამ”– ღარიბაშვილი კობახიძეზე

ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, რომელმაც ქართული ოცნების ყრილობაზე, მომავალი პრემიერის, ყოფილი პოსტი დაიკავა, განაცხადა: “ჩემთვის თანამდებობა ყოველთვის იყო საშუალება, რომ მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის – საქართველოსთვის. მე დღეს მეამაყება, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. იმ თანადგომისთვის რასაც მე მუდმივად ვგრძნობდი, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, პარლამენტს, პარტიის ხელმძღვანელობას, თითოეულ წევრს, მინისტრებს, სამინისტროებს, საჯარო მოხელეს […]

დონალდ ტუსკი – ევროკავშირი უკრაინით არ დაიღალა, მაგრამ დაიღალა ვიქტორ ორბანით

ევროკავშირი უკრაინით არ დაღალა, მაგრამ დაიღალა ვიქტორ ორბანით, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ჟურნალისტებს ევროკავშირის სპეციალური სამიტის დაწყებამდე განუცხადა. „ჩვენ ბევრი პრობლემა უნდა გადავწყვიტოთ და, რა თქმა უნდა, დღეს უკრაინის გარშემო ჩვენი ერთიანობა უნდა გავაძლიეროთ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიქტორ ორბანის ეგოისტური თამაშის გაგებას ვერ ახერხებს და ახლა უკრაინის […]

ირაკლი ღარიბაშვილი – შემოდგომაზე, არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, რათა გავაგრძელოთ ქვეყნის სწორი განვითარება – მსურს ამ გზაზე წარმატება ვუსურვო და ძმური თანადგომა აღვუთქვა ირაკლი კობახიძეს

დღეს ჩვენ წინაშე ახალი ამოცანებია. შემოდგომაზე, არჩევნებში ჩვენ დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარება. მსურს ამ გზაზე წარმატება ვუსურვო და ძმური თანადგომა აღვუთქვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ყრილობაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო დღეს, კვლავ დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა […]