ვიქტორია ნულანდი ამბობს, რომ ამერიკის კონგრესი უკრაინის დახმარებას დაამტკიცებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფება, ამბობს, რომ ამერიკის კონგრესი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფას მხარს დაუჭერს და კიევი ვაშინგტონისგან $61 მილიარდის ოდენობის დახმარებას მიიღებს. „უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა ურყევია მთელ ქვეყანაში… მე ძლიერ მჯერა, რომ ამერიკის კონგრესი მხარს დაუჭერს პრეზიდენტ ბაიდენის შეთავაზებას“,- თქვა ნულანდმა ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ რაც ის უკრაინის ლიდერებს […]

ფერმერების პროტესტი ბრიუსელში

ევროპელმა ფერმერებმა, ევროპარლამენტის შენობის წინ, ბრიუსელში, საპროტესტო აქცია გამართეს. ფერმერები, ევროკავშირის ლიდერებისგან, მეტ დახმარებას ითხოვენ, გადასახადებთან და მომატებულ ფასებთან დაკავშირებით. ფერმერებმა იტალიიდან, ესპანეთიდან და სხვა ევროპული ქვეყნიდან, ევროპარლამენტის შენობას ქვები და კვერცხები დაუშინეს. „ჩვენ გვინდა შევაჩეროთ ეს გიჟური კანონები, რომლებიც ყოველ დღე მოდის ევროკომისიიდან“, – თქვა ხოსე მარია კასტილამ, ფერმერმა, რომელიც ესპანეთის ფერმერთა გაერთიანებას წარმოადგენს. […]

ბრიუსელმა უკრაინის საკითხში უნგრეთის წინააღმდეგობა დაძლია

ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებმა დღეს ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის ახალი, 50 მილიარდი ევროს ოდენობის (54 მილიარდი დოლარი) მხარდაჭერის პაკეტის შესახებ. ბრიუსელმა შეძლო დაეძლია უნგრეთის ვეტო და რუსეთთან ომით განადგურებული ქვეყნის ეკონომიკისთვის მასშტაბურ ფინანსურ დახმარებაზე შეთანხმება. შეთანხმების შესახებ განცხადება ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 1 თებერვალს, ბრიუსელში, სამიტის დაწყებიდან მალევე გააკეთა. “ჩვენ შევთანხმდით”, – თქვა მიშელმა სოციალურ […]

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე თბილისში რამდენიმე ობიექტზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

თბილისში რამდენიმე ობიექტზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. საპოლიციო ღონისძიებები ე.წ. ქოლცენტრების საქმეს უკავშირდება. პროკურატურა ჩხრეკას ატარებს ისანში, ჰოლ-ბრუკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ორგანიზაციაშიც. ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტები. სამართალდამცველებთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ორგანიზაციის იურისტები. ადვოკატ ლიკა ბითაძის განცხადებით, გამოძიება 194-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს. “სასამართლო განჩინებაა გაცემული ჩხრეკის თაობაზე. მიმდინარეობს გამოძიება 194-ე მუხლით ანუ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და […]

პროკურატურა, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს – საუბარია ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე

საქართველოს პროკურატურა თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე განცხადებას ავრცელებს. “საქართველოს პროკურატურა ევროპელ კოლეგებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ გამოძიებას. პროკურატურა თბილისში საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს. საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, კერძოდ თაღლითური ქოლცენტრების სისხლის სამართლის საქმეს,” – წერია განცხადებაში.

წერეთლის გამზირი გაიხსნა – საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგა

თბილისის მერმა, კახი კალაძემ, განაცხადა, რომ წერეთლის გამზირი გაიხსნა. “სა­ზო­გა­დო­ე­ბას დავ­პირ­დით, რომ პირ­ველ თე­ბერ­ვალს გავ­ხსნი­დით. გამ­ზი­რის ერთ მხა­რეს დას­რუ­ლე­ბუ­ლია გარე გა­ნა­თე­ბის ახა­ლი ქსე­ლის მო­წყო­ბა და მე­ო­რე ნა­წილ­ში კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. დას­რუ­ლე­ბის ეტაპ­ზეა უსაფრ­თხო­ე­ბის კუნ­ძუ­ლე­ბის მო­პირ­კე­თე­ბა, რის შემ­დე­გაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მო­საც­დე­ლე­ბი და­მონ­ტაჟ­დე­ბა. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, შუქ­ნიშ­ნე­ბის მონ­ტა­ჟი და გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის და­ხაზ­ვის სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რულ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე, […]

ვახტანგ ძაბირაძე – არჩევნებში არა თუ საკონსტიტუციო უმრავლესობით, არამედ უბრალო უმრავლესობით „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ქვეყანა ვეღარ აიტანს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა. – ბატონო ვახტანგ, მმართველმა პარტიამ პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. შემდეგ, პარტიის თავმჯდომარე ღარიბაშვილმა მმართველი პარტიიდან პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე დაასახელა, რომლის კანდიდატურასაც ყრილობამ ასევე ერთხმად დაუჭირა მხარი. რამდენი ყრილობა არ გვინახავს, მაგრამ ასე მოკლე არც მახსენდება. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები […]

პროკურატურა ქოლ-ცენტრების საქმეზე თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს

საქართველოს პროკურატურა თბილისში რამდენიმე ადგილზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქმე ეხება ე.წ. ქოლცენტრების საქმეს. „საქართველოს პროკურატურა ევროპელ კოლეგებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ გამოძიებას. პროკურატურა თბილისში, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს. საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, კერძოდ თაღლითური ქოლცენტრების […]

დმიტრო კულება – მრავალწლიანი ფინანსური ინსტრუმენტი გვაქვს და ვეტოს დაძლევის პრობლემა გაქრა

უნგრეთის პირობა ჩავარდა, ვეტოს პრობლემა გაქრა. ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფასთან დაკავშირებით. კულებამ აღნიშნა, რომ უნგრეთმა ვერ მიაღწია უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების ყოველწლიურად შეთანხმების პირობას, რაც კიევის დახმარებაზე ვეტოს დადების საფრთხეს ხსნის. “ ჩავარდა პირობა იმის შესახებ, რომ მომავალ წელს ამ 50 მილიარდიდან კონკრეტული […]

“კობახიძე კარგავს გავლენას, ღარიბაშვილი რჩება ივანიშვილის გვერდით” – გამზარდია

ირაკლი კობახიძე: – კარგავს გავლენას პარტიაზე. – კარგავს გავლენას პარლამენტზე. – ვერ ცვლის მინისტრთა კაბინეტს, შესაბამისად, კარგავს გავლენის შესაძლებლობას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ირაკლი ღარიბაშვილი: – რჩება ბიძინა ივანიშვილის გვერდით. ბიძინა ივანიშვილი: – იბრუნებს კონტროლისა და გავლენის სივრცეს თავისივე საძალაუფლებო სივრცეში. ოპოზიცია: – როგორც იყო არაადეკვატური და თამაშგარეშე, ისე დარჩა.