ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – პირველი თებერვლის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.48 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 1.42 თეთრით. პირველი თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6771 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8902 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.71 ლარია, ხოლო ევროსი – 2.95 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.90 ლარად.

პაპუაშვილი: ჩვენი გეგმაა, მომდევნო კვირის ბოლოსთვის ვუყაროთ კენჭი ახალ მთავრობას

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მთავრობის განახლებული შემადგენლობა დიდი ალბათობით მომდევნო კვირის ბოლოს დამტკიცდება. პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატი ირაკლი კობახიძე პარლამენტს ხვალ, 2 თებერვალს მიმართავს მთავრობის შემადგენლობით და სამთავრობო პროგრამით. “ხვალვე, 17:00 საათზე ჩაინიშნება ბიუროს სხდომა და გვექნება დღის წესრიგის განხილვა. ორშაბათიდან უკვე იქნება საკომიტეტო მოსმენები მთავრობის შემადგენლობის. ჩვენი გეგმაა, რომ კვირის ბოლოსთვის, ხუთშაბათის სხდომაზე დიდი […]

პროკურატურა თბილისში ე.წ. ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს

პროკურატურა თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე ე.წ. ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება თავად ავრცელებს. “საქართველოს პროკურატურა ევროპელ კოლეგებთან ერთად, ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ გამოძიებას აქტიურად აგრძელებს და თბილისში, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს”. – წერია პროკურატურის განცხადებაში.

ღარიბაშვილი: 2008 წელს რომ ივანიშვილი და ოცნება ყოფილიყო ხელისუფლებაში, ომი არ მოხდებოდა

ერთერთი უმთავრესი მონაპოვარი, რომელიც მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ, ეს არის უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან პირველად გვაქვს უწყვეტი, ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი, რამაც შექმნა პირობები ეკონომიკური განვითარების და ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის. რა თქმა უნდა, ამ უდიდესი მიღწევებისთვის უპირველეს ყოვლისა, მადლობა ეკუთვნის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. რთული წარმოსადგენი არ არის, რომ […]

“იუვენტუსმა” შეიძლება კიეზა გაყიდოს

26 წლის ნახევარმცველმა ფედერიკო კიეზამ შეიძლება “იუვენტუსი” დატოვოს, – იტყობინება “გაძეტა დელო სპორტი”. კიეზას “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, გაგრძელებაზე მოლაპარაკებებში პროგრესი არ შეინიშნება და შეიძლება კლუბმა გაყიდოს. “იუვემ” მისი შესაძლო შემცვლელები უკვე შეარჩია – მატია ძაკანი (ლაციო), გიორგი სუდაკოვი (შახტარი) და დომენიკო ბერარდი (სასუოლო). მიმდინარე სეზონში კიეზამ სერია A-ს 17 მატჩში 6 […]

რა აკავშირებთ საქართველოსთან რუს ბიზნესმენებს, რომლებიც სასამართლოში ავსტრიის ყოფილ პრემიერს „ეხმარებიან“

ავტრიის ყოფილი კანცლერის, სებასტიან კურცის ადვოკატებმა სასამართლოში ბრალდების მხარის მთავარი მოწმის, ტომას შმიდტის ჩვენების გასაქარწყლებლად ორ რუს ბიზნესმენს უხმეს, რომლებსაც საქართველოში ნავთობის სექტორში აქვთ ბიზნეს-ინტერესები, იუწყება ავსტრიული გამოცემა „ფალტერ“. კურცს — ავსტრიის ყოფილი კანცლერს და, „დოიჩე ველეს“ ცნობით, რუსეთთან კავშირების მქონე „სახალხო პარტიის“ ლიდერს – სასამართლოში მტკიცებულებების გაყალბებას ედავებიან. კურცის ადვოკატებმა ამ სასამართლო პროცესზე ორი […]

„საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა“ — „ოცნების“ მიზანი 2024 წლის არჩევნებში

„ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს, პრემიერ-მინისტრობის პოსტს კი ირაკლი კობახიძე დაიკავებს. ყრილობის შემდეგ „ოცნების“ ლიდერების საერთო გზავნილი იყო, რომ მმართველ პარტიას ასეთი მხარდაჭერა 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათ მიზანი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება (მინიმუმ 100 დეპუტატი – რედ.) იქნება. „წინ გველის მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც მოსახლეობის ძლიერი […]

პროკურატურა ქოლ-ცენტრების საქმეზე რამდენიმე ადგილას საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, თბილისში, რამდენიმე ადგილზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს. „საქართველოს პროკურატურა ევროპელ კოლეგებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ გამოძიებას. საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, კერძოდ თაღლითური ქოლცენტრების სისხლის სამართლის საქმეს“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. მანამდე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია თბილისში, რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩაზე სპეცოპერაციის […]

“აბა, ასეთ კაცს თუ არ გადაეხვიე და გაამხნევე, სხვა ვინ ოხერი?” – გიორგი კეკელიძე

2021 წლის ოქტომბერში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ერთი კაცი მოვიდა. სამუშაო საათების მიწურულს. ჩემი დეპრესიის დასაწყისი და პანდემიის დასასრული იდგა. ხოლო ამ კაცს ძალიან კეთილი სახე ჰქონდა და კარზე ისე ფრთხილად დააკაკუნა, გაუღებლადაც მიხვდებოდი, კეთილი სახე ექნებოდა. – სათხოვარი მაქვსო – მითხრა. სათხოვარი არ მიკვირდა. არც ის, რომ უმეტესის ასრულება არ შემიძლო. ისე ღელავდა, ჩავთვალე, რომ ეს […]

“ასეთები ჭირდება ბიძინეს – უპოზიციო, უბიოგრაფიო, უსახური და სრულიად მორჩილი ტიპები” – რას წერდა ცოტნე გამსახურდია კობახიძეზე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია, ირაკლი კობახიძეზე. რომელიც, დღეს, ოცნებამ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად წარადგინა, წერდა: ამას წინათ ჩემს უბანში მოხუც ქალს დავეხმარე. რა სათქმელი და მოსაყოლია, მაგრამ ცოტაც წაიკითხეთ. არაფერი უთხოვია, უბრალოდ თავისთვის იჯდა, საწყლად. შემოდგომის მზის უკანასკნელ სხივებს ეჩვენებოდა… მეც უბრალოდ მივედი და მოულოდნელად ჩავუდე კალთაში რაღაც ოცი ლარი. მლოცა და მლოცა […]